x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტიბეტური ასტროლოგია და ცხოვრების გზამკვლევი

ტიბეტში სულ 5 მეცნიერებას სწავლობენ: პირველი მეცნიერება ხელობას უკავშირდება, მეორე – ხმას და ყველაფერს, რაც მეტყველებასთან არის კავშირში, მესამე – ასტროლოგია-ასტრონიმიას, მეოთხე – ცნობიერებას, ხოლო მეხუთე – მედიცინას.


image


ძველი ტიბეტური წყაროების მიხედვით, უძველეს დროში, დაახლოებით, 18 ათასი წლის წინ, დედამიწაზე ერთიანი ასტროლოგიური ცოდნა არსებობდა, რომელიც განმანათლებელმა არსებებმა, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ტანჯვისგან გათავისუფლების მიზნით, პლანეტაზე ჩამოიტანეს.

ძველ ტიბეტურ ტექსტებში უამრავი ლეგენდა და თქმულებაა შემონახული, რომლებშიც ასტროლოგიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეაა აქცენტები გაკეთებული. ტიბეტური ასტროლოგიის ცოდნა, ათასწლეულების მანძილზე, მასწავლებლიდან მოსწავლეს გადაეცემოდა და ტრადიციების უწყვეტ ჯაჭვად დღემდე რჩება.

ტიბეტური ასტროლოგია, ყველაზე ახლოს ჩინურ ასტროლოგიასთან არის, – ერთი შეხედვით, ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ იდენტურია. თუმცა, რიგი, მნიშვნელოვანი განსხვავებაც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ტიბეტი მაღალმთიანი ქვეყანაა და საუკუნეების მანძილზე დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული იყო, მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მეზობელ სახელმწიფოებთან მაინც ხდებოდა მატერიალური ნივთების და იდეების გაცვლა. ინდოეთი, ნეპალი, ჩინეთი, მონღოლეთი, ავღანეთი – ქვეყნებია, რომლებსაც ამა, თუ იმ დოზით, მუდმივად ჰქონდათ კონტაქტი ტიბეტთან. ამიტომ არის, მათ ასტროლოგიაზე ჩინური ასტროლოგიის გავლენა ასეთი ძლიერი... (თუმცა, ვინ ვისგან გადაიღო ცოდნა, ჯერ კიდევ გასარკვევია).

ტიბეტურ ასტროლოგიას საფუძველად დოქტრინა უდევს, რომლის მიხედვით, ადამიანი — საკუთარი ცხოვრების ბატონ–პატრონია და შესწევს უნარი, რომ მომავლის ფორმირება მოახდინოს, ხოლო ასტროლოგია, მას მხოლოდ აკვალიანებს, — იმას კარნახობს, თუ როგორ შეიძლება ჩანაფიქრის საუკეთესოდ განხორციელება. გარდა ამისა, ის კონკრეტული ადამიანისთვის მოსალოდნელი ცუდი მოვლენის არიდებას და წინააღმდეგობის ნეიტრალიზებას ისახავს მიზნად... და როგორც ამბობენ, — შემთხვევების უმრავლესობაში, ამის გაკეთება სრულიად შესაძლებელია.

რაც შეეხება ზოგად რჩევების, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ასეთია:


1. მოგწონს — თქვი.
2. არ მოგწონს — თქვი.
3. ვინმე თუ გენატრება — დაურეკე.
4. თუ რამეს ვერ გაიგებ — იკითხე.
5. შეხვედრა გინდა? — მიიწვიე.
6. თუ რამე გინდა — ითხოვე.
7. არასდროს იკამათო.
8. თუ გინდა, რომ შენი ესმოდეთ — აუხსენი.
9. თუ დამნაშავე ხარ, — მაშინვე აღიარე და გამართლების ძებნას ნუ დაიწყებ.
10. გახსოვდეს, რომ თავისუფალი დაიბადე და არავის, არაფრი, გმართებს.


image
11. ცუდ ადამიანებთან ნუ იურთიერთებ.
12. ცხოვრებაში მთავარი — სიყვარულია, ყველა დანარჩენი — ამაოებაა.
13. ადამიანის პრობლემები მხოლოდ მის თავშია.
14. სამყარო შენს ირგვლივ არც ბოროტია და არც კეთილი, მისთვის სულ ერთია, არსებობ, თუ არა.
15. შეეცადე ყველა მოვლენიდან სიამოვნება მიიღო.
16. ყოველთვის გახსოვდეს, რომ სხვა სიცოცხლე არ გექნება.
17. გჯეროდეს საკუთარი შეგრძნებების.
18. გახსოვდეს, რომ ყველას საკუთარი სიმართლე აქვს და ის, ხშირ შემთხვევაში, შენს არ ემთხვევა.
19. გაიგე, რომ შენი არავის არაფერი მართებს.

20. ნუ დაინანებ დროს და სახსრებს სამყაროს შეცნობის სიამოვნებაზე.


image
21. ცხოვრებაში, ყოველთვის, საკუთარი თავის იმედად იყავი.
22. სხვებისადმი იყავი მომთმენი და შემწყნარებელი.
23. გახსოვდეს, რომ ის, ვინც ნაკლზე მიგითითებს, ყოველთვის მტერი არა არის და არც ის არის ყოველთვის მეგობარი, ვინც შენს ღირსებებს აღნიშნავს.

24. იცხოვრე დღევანდელი დღით, რადგან გუშინდელი დღე აღარ არის, ხოლო ხვალინდელი, – შეიძლება არც დადგეს.
25. იცოდე, რომ დღევანდელი დღე — ყველაზე საუკეთესო დღე არის.

imageimageimageimageimageimageimage









0
1025
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1025
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0