x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ გადავარჩინე დღეს მეზობელი დასახიჩრებას თოფის ლულის მოსალოდნელი გახეთქვის გამო

image დღეს დილით მეზობელი მოვიდა სტუმრად, ელგუჯა იქნება მსხვილი საფანტი გაქვს ან მსხვილი საფანტით დატენილი ვაზნაო!
გურამი ბიძია (სახელი ნამდვილია ) ერთიც მაქვს და მეორეც რომელსაც ინებებ მოგართმევ მეთქი, კარგი შვილო მაშინ ბარემ ორი ვაზნა მომეცი ნამეტანი შეგვაწუხა ქორმა, ამ დილითაც 2 ქათამი დაგლიჯა და უნდა დავუდარაჯდეო.
უკვე ასაკოვანი, მაგრამ სტაჟიანი მონადირეა და 2 ვაზნას როგორ დავუკავებდი, თან ვიცოდი უკვე წლებია გურამი ბიძიას თოფი არ აუღია ხელში მას შემდეგ რაც მისმა ბიძაშვილის ბიჭმა მისგან ნათხოვარი თოფით (მაჩვმა ყანა გამინადგურა და დადარაჯებას ვაპირებო ) ეჭვიანობის ნიადაგზე მეზობელს ამ თოფიდან ტყვია ესროლა და მკლავში დაჭრა, საბედნიეროდ დაჭრილი უპატიოსნესი ახალგაზრდა გადარჩა, ხოლო მსროლელი დააკავეს და 6 წელი მიუსაჯეს, თუმცა სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზამ ფსიქიკური დარღვევები დაუდგინა და ხონის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სწორედ ამ შემთხვევის მერე ბატონ გურამს თოფი არ აუღია ხელში, ადამიანს რომ ესროლეს იმ თოფით როგორ ვინადირებო და გაწმენდილი თოფი სეიფში ჩაკეტა.
მეც თან გავყევი თოფით ბარემ ორ ადგილზე მოვუწყოთ ჩასაფრება მეთქი (ასეთ დროს თეთრი ფერის ქათამი უნდა დააბა ისეთ ადგილზე ხედვის არეში იყოს, მსროლელი კი ჩალით ან რაიმე შემნიღბავი ფერებით შენიღბულ მოფარებულ ადგილას უცდის ქორს).
მივედით ბატონ გურამთან და ეზოში დაველოდე, მალე გამოვიდა ბატონი გურამიც თოფით ხელში და ორივე ლულაში ვაზნები ჩადო.
დიდი ასაკის არა ვარ, მაგრამ სამსახურეობრივად მაქვს შეხება იარაღთან და ამ მხრივ მუდამ სიფრთხილეს ვიჩენ, ამიტომაც ვუთხარი ბატონ გურამს: გურამი ბიძია ვაზნები თოფიდან გამოიღე და ლულებს გახედე, ამდენი წლის ნადებ თოფის ლულაში ობობას არ ჰქონდეს აბლაბუდა გაკეთებული მეთქი.
მართლაც გადახსნა თოფი, ამოიღო ვაზნები და ლულებში ჩაიხედა, მაგრამ გაკვირვებულმა მომაწოდა–გუჯა ბიძია გახედე ერთი ლულებს თოვლმა თვალები "მომჭრა" მგონი და შავად ვხედავ ლულებში ყველაფერსო.
მეც გადახსნილი თოფის ლულა მაღლა ავწიე ცისკენ და გავიხედე და რას ვხედავ, ორივე ლულა ბოლომდე "გაძეძგილია" "კუსებრი ფაროსანებით". წარმოვიდგინე ქორის გამოჩენის შემთხვევაში თოფის გასროლას რაც მოჰყვებოდა, დახშული ლულები აუცილებლად გასკდებოდა და შესაძლებელი იყო ბატონი გურამი დაესახიჩრებინა ან სულაც ემსხვერპლა.
გამოვატანინე თოფის საწმენდი სპეციალური ჯოხი და ნელნელა გამოვდევნე ორივე ლულიდან ხოჭოები, 12 კალიბრიანი თოფია და წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ხოჭო გადმოცვივდა. გაყინულ თოვლზე დაცემისთანავე "კუსებრი ფაროსანა" მალევე იხოცებოდა.
ქორს საკმაო ხანს ვუყარაულეთ, მაგრამ ეტყობა სხვაგან იპოვა იოლი "ლუკმა" და არ გამოჩენილა.
პ.ს

სეიფის დათვალიერების მერე სეიფში არ აღმოჩნდა ხოჭოები და მიკვირს თოფის ლულებში როგორ მოხვდა, მაგრამ ფაქტი ერთია–"სიფრთხილეს თავი არ სტკივა" და სანამ თოფის სანადიროდ გამოყენებას დააპირებთ ლულა ან ლულები შეამოწმეთ.

2
166
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
166
  
2017, 2 თებერვალი, 15:09
სწორს აკეთებს მაკა, მე ცოტა სხვანაირი თოფი მაქვს 5 ტყვია ჩადის და ლულას ვერ ჩახედავ. სპეციალური საცობი გავუკეთე თავზე. ასე დაზღვეული ვარ და თოვლიან ამინდშიც დაზღვეული ვარ თოვლი რომ არ მოხვდეს ლულაში.
2017, 1 თებერვალი, 21:27
მამა ყოველი გამოყენების წინ წმენდს ორივე თოფს ლულებიანად, თან დავცინი ხოლმე რა გადაყოლა იცითქო, რომც არ გამოყენოს, დრო და დრო მაინც სულ წმენდს. აი თურმე რატომ...
0 1 2