x
image
ნათია ჩხობაძე
10 ყველაზე ძლიერი დედოფალი მსოფლიოში

1. ელისაბედ I
image
ელისაბედ I ითვლება ყველაზე დიდიებულ მონარქად დიდი ბრიტანეთის ისტორიაში. მას მოუწია ძალიან ბევრი რთული სიტუაციის გადალახვა და ასევე უთვალავი პოლიტიკური ოპონენტის მოძიება. მისი მმართველობის დასასრული იყო კეთილდღეობის ხანა დიდი ბრიტანეთის ისტორიაში. მან მართვის სადავეები ხელში ახალგაზრდობაში აიღო, მაშინ როცა გარდაიცვალა მეფე ჰენრი VIII, და ბრიტანეთის პოზიციები მსოფლიო არენაზე მნიშვნელოვნად შეირყა. თავდაპირველად ის არ იყო განხილული ტახტის მემკვიდრედ, რადგამ ის "მესამე" იყო რიგში, ამასთანავე მეფემ სიცოცხლეშივე აღიარა ის არაკანონიერად. თუმცა ის მაინც გახდა ინგლისი მეფე 25 წლის ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ტახტის მემკვიდრედ მისი და და ძმა განიხილებოდა.
გამეფების შემდეგ ელისაბედ I ახშობს კონფლიქტებს, რომლებიც მიმდინარეობდა რელიგიურ საფუძველზე, რადგან ესეთი ფაქტები ქვეყანას ასუსტებდა. თუმცა ის ისტორიაში შევიდა, როგორც "ქალწული დედოფალი", რადგან ის არასოდეს გათხოვილა. ზოგიერთები ამ ფაქტს ხსნიდნენ ელისაბედის ფსიქოლოგიური ტრავმით, რაც დედის ანა ბოლეინის სიკვდილით დასჯასთან იყო დაკავშირებული. ზოგი თვლიდა, რომ ის ქორწინებას ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქვამდა სახელმწიფოს მართვის პროცესში. ისტორიკოსები ელისაბედის მართველობას უკავშირებენ ხელოვნებისა და ზღვაოსნობის მნიშვნელოვან აყვავებას. მას ბრიტანელები დიდებულ და ყოვლიშემძლე მონარქად მოიხსენიებდნენ.


2.იენენგა
image
ეს იყო აფრიკელი პრიცესა, რომელიც მოღვაწეობდა XII საუკუნეში. (განის ჩრდილოეთით) ის იყო მეფე ნედეგის ქალიშვილი. ის აბავშვობიდანვე იზრდებოდა როგორც მეომარი, თანაც ისეთ მკაცრ პირობებში, რომელსაც ვერ უძლებდნენ მამაკაცებიც. კარგად შეისწავლა ყველა სამხედრო ტექნიკა. ის კარგი მეომარი იყო, ამიტომ მეფემ გადაწყვიტა, რომ ის არ გაეთხოვებინა. თუმცა იენინგა არ შეეგუა ტირანი მამის გადაწყვეტილებას და გაიქცა ჩრდილოეთისკენ. მას თავდაპირველად დაეხმარა მეფის ერთერთი მცველი, რომელიც გზაში ადგილობრივი ტომის მიერ იქნა შეპყრობილი და მოკლული. იენინგა მაინც არ შეეგუა თავის ბედს და გააგრძელა გზა მანამ, სანამ არ მოხვდა რიალიას სახლში, რომელიც სპილოების მომთვინიერებელი იყო. სწორედ ასე შეხვდა ის თავის საბედოს. იენინგა დასავლეთის ითვლება მოსის ერის წინაპარად ( ეს არის ეთნიკური ჯგუფი, რომელშიც შედის: გავრცელებული ბურნიკა-ფასო, განა, კოტ დ 'ივუარი, მალი და ტოგო).
3.პინგ იანგ
მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება ისეთი გრანდიოზული პროექტი, როგორიცაა ჩინეთის დიდი კედელი. თუ ვინმე მის დიდებულებაში ეჭვს შეიტანდა მკაცრად ისჯებოდა. მან დასაჯა გენერლების უმრავლესობა. ის გლეხებს გულუხვად ურიგებდა ფულს, რომელიც მან ოჯახის რელიკვიების გაყიდვით მოიპოვა. მას ყავდა 70 000 მეომარი, რომელსაც არ ქონდა უფლება გლეხების მიმართ გამოეხატა აგრესია. პრინცესა პინგ იანგი იყო ერთადერთი მეფე ჩინეთის ისტორიაში, რომელიც დაკრძალეს ყველა სამხედრო წესის დაცვით.
4.ბაუდიკა
image
ბაუდიკა იყო ბრიტანეული ტომების დედოფალი, რომელმაც გაიბრძოლა რომის იმპერიის, კერძოდ ნერონის წინააღმდეგ. მან გააერთიანა ის ტომები, რომლებიც დაიჩაგრა ნერონის მიერ და დაიწყო აჯანყება. მან მოახერხა აჯანყებულებთან ერთად ისეთი ქალების განადგურება, როგორიცაა კოლჩესტერი, ლონდონი და სენტ-ოლბენსი. ბაუდიკას მეომრებმა საბოლოოდ ვერ გაუძლეს კარგად ორგანიზებულ რომაელთა სამხედროების შეტევებს და საბოლოოდ დამარცხდნენ.თუმცა ბაუდიკა ისტორიაში შევიდა, როგორც მამაცი დედოფალი.
5.პრინცესა ოლგა
image
ის იყო კიევის პრინცის იგორის მეუღლე, რომელიც მას ძალიან უყვარდა. იგი გამოირცეოდა გამლეოობითა და ძლიერი ხასიათით. 945 წელს, მას შემდეგ რაც სიკვდილით დასაჯეს მისი მეუღლე, ოლგამ თავი მოუყარა მისი ხასიათის ძლიერ მხარეებს. ზოგიც ფიქრობდა, რომ ის ზედმეტად სასტიკი იყო. თავდაპირველად მან ცოცხლად დაწვა ისინი, ვინც მასთან მივიდა მისიით, რომ ოლგა გაეთხოვებინათ მათ პრინცზე და გადაეცათ მისთვის კიევის მიწები მმართველობაში. ოგას შურისძიება მოედო მთელ ქალაქს, თუმცა მის სახელს მხოლოდ მასობრივი მკვლელობები არ უკავშირდება. ის იყო ნიჭიერი რეფორმატორიც. იგი მართალი და გულმოწყალე მსაჯული იყო, უყვარდა გლახაკები, მოხუცები და დავრდომილები; ყველა მოსულს გულისხმიერებით უსმენდა, დაუზარლად ასრულებდა ყოველ სამართლიან სათხოვარს...
მომავალი წმინდანი კერპთაყვანისმცემელთა გარემოცვაში იყო აღზრდილი.
ამ დროს ქრისტიანული სარწმუნოება უკვე იწყებდა გავრცელებას კიევში. ქალაქში აღმართული იყო პირველი მართლმორწმუნე მთავრის - ასკოლდის მიერ აგებული წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, ღვთისმსახურება სლავურად აღესრულებოდა, არსებობდა სლავური სახარებაც... ოლღას მოსწონდა მართლმადიდებელთა ცხოვრების წესი, ბიზანტიის მაგალითზე იმასაც ხედავდა, რომ ხალხის სულიერებაში წარმატება ქვეყნის სიმტკიცის საწინდარი იყო, ამიტომაც საბერძნეთს მიაშურა ჭეშმარიტი სარწმუნოების გამოსაძიებლად. კონსტანტინოპოლში ოლღაზე დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანული საყდრების დიდებულებამ, ღვთისმსახურებასაც დაესწრო წმინდა სოფიასა და ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრებში... მისი გული გაიხსნა ქრისტესთვის და გადაწყვიტა, მონათლულიყო. მან მიიღო მოციქულისსწორის წოდება ქრისტიანული ეკლესიისგან, აღსანიშნავია, რომ ეს წოდება სულ ხუთ ქალს ერგო.
6.ლაქშმი ბაი

image
ინდური აჯანყების მთავარი გმირი.
მისი პირმშო გარდაიცვალა ადრეულ ასაკში, ასევე მალე გარდაიცვალა საყვარელი მეუღლეც. გარდაცვალებამდე მათ იშვილეს ბავსვი, რომელიც ბრიტანელმა მმართველებმა ცნეს არაკანონიერად, მიუხედავად იმისა რომ წყვილმა ყველა ბიუროკრატიული წესი დაიცვა.რანიმ მიიღო ბრძანება გენერალ-გუბერნატორისგან, რომ დაეტოვებინა სახლი და უარი ეთქვა ტიტულზე. ამიტომ ლაქშიმ შეიმუშავა გეგმა და მოაწყო ბუნტი, რომელმაც მოახდინე პირველი ომი ბრიტანელების წინააღმდეგ დამოუკიდებლობის გზაზე. ლაქშმიმ ასწავლა სამხედრო ხელოვნება უამრავ ქალს, რომლებთანაც ის იბრძოდა მხარდამხარ. მიუხედავად იმისა, რომ ინდოელები დამარცხდენ და ლაქშმის გაქცევა მოუწია თავის შვილთან ერთად, ის მაინც იბრძოდა ბრიტანელების წინააღმდეგ და სწორედ ბრძოლის ველზე გარდაიცვალა. ის ითვლება გმირობისა და გამძლეობის სიმბოლოდ.
7.ზენობია
image

ზენობია იყო პალმირის(თანამედროვე სირიის) მეფე III საუკუნეში. ისტორიკოსები მას ახასიათებენ ულამაზეს ქალაქად, რომელსაც ქონდა "არაქალური ნიჭი".
ის ნადირობასა და სამხედრო ხელოვნების საკითხში მამაკაცებს სჯობნიდა. მისი მეუღლე იყო მეფე ოდენატ II, რომელმაც რომის იმპერიისგან მიიღო ვასალის ტიტული 258 წელს.მისი გარდაცვალების შემდეგ ზენობია გახდა პალმირის მმართველი. მან ქვეყნი საზღვრები მნიშვნელოვნად გააფართოვა.
ის დიდ ყურადღებას უთმობდა სამხედრო ძალას. ზენობიას არმიამ იზრუნა არამარტო საძღვრების დაცვაზე, არამედ შეძლო ახალი ტერიტორიებისთვის ბრძოლაც. მან დაიქვემდებარა ეგვიპტე, ანატოლია, ლიბანი, სირია და პალესტინაც.მისი ხელში აღმოჩნდა სავაჭრო გზებიც.რომის იმპერიას რათქმაუნდა ზენობიას გაძლიერება არ გამოპარვია და ანტიოქიასთან ბრძოლისას მათ დაამარცხეს პალმირის მეომრები და კვლავ დაიქვემდებარა ის.
8.ლოზენ
მეომარი და წინასწარმეტყველი ლოზენი წარმოშობით იყო აპაჩების ტომისგან, რომლებიც სახლობდნენ XIX საუკუნეში, თანამედროვე არიზონას ტერიტორიაზე.ის იყო ინდიელების წინამღვრის ვიქტორიას და.ის პატარაობიდან დაეუფლა საბრძოლო ხელოვნებას.ის თავის ძმასთან ერთად ხელდახელ იბრძოდა ყველაზე რთულ ბრძოლებში.მისი სახელი ინდიელების შთამომავლებს დღესაც ახსოვთ.
9.ბაზინა და კლოტილდა
ბაზინა იყო ფრანგების მეფე ხილპერიკ I -ის ქალიშვილი, ხოლო კლოტილდა ხერიბერტ I-ის ქალიშვილი. ისინი იყვნენ ბიძაშვილები.მათ ერთად გადაიტანეს უამრავი მწარე მომენტი. ბაზინას ოჯახი დიზენტერიით გარდაეცვალა, ხოლო ერთადერთი გადარჩენილი ძმა სასტიკად მოუკლეს. 7 წლის ასაკში ის გააგზავნე წმინდა ჯვრის მონასტერში, სადაც იმყოფებოდა ტიტულებ ჩამორთმეული კლოტილდაც. რთული პირობების მიუხედავად ისინი გადარჩნენ და 589 წელს მოაწყობენ ბუნტს სააბატოების წინააღმდეგ. მან შეაგროვა მთელი არმია საეჭვო პირებისაგან და ქურდებისგან და სააბატოებს წაართვა ტერიტორიები. ოფიციალურმა ეკლესიამ მმართველებს სთხოვა, რომ პრინცესები მკაცრად დაესაჯათ, მაგრამ მეფე ხილდებერტმა ისინი შეიწყალა.ბაზინა დაუბრუნდა მონასტრულ ცხოვრებას, ხოლო კლოტილდამ დაიბრუნა ქონების მცირე ნაწილი და ტიტული.
10.აუდ ბრძენი
ის არის ვიკინგების მამაცი წარმომადგენელი.ის დაიბადა თანამედროვე ნორვეგიის ტერიტორიაზე. ის ოჯახთან ერთად გადასახლდა გებრიდის კუნძულებზე და მისმა მამამ კირილმა თავი გამოაცხადა ამ მიწების მეფედ.მან გაავრცელა ქრისტიანობა ისლანდიის ტერიტორიაზე, მასსემდეგ რაც მისმა ნათესავებმა განდევნეს ქვეყნიდან.

0
393
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0