x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დაკითხვის ფსიქოლოგია

დაკითხვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოძიების პროცესში. მოწმის დაკითხვის მიზანს წარმოადგენს მომხდარ საქმესთან დაკავშირებული სანდო ფაქტების გამოვლენა. მოწმის დაკითხვა საჭიროა მაშინ, როდესაც გვსურს მივიღოთ ახალი ინფორმაცია, გადავამოწმოთ არსებული დეტალები, ან შევაფასოთ არსებული მტკიცებულებები. დაკითხვის დროს მიღებული ინფორმაცია შეიძლება გასაღები აღმოჩნდეს საქმის გახსნის პროცესში.


დაკითხვა მიმდინარეობს ვერბალური ფორმით, მაგრამ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს არავერბალურ კომუნიკაციას, რომელიც გამომძიებელს დაეხმარება მოწმის სიცრუის გამოვლენაში.განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:


1.გადაჯვარებული ხელები ნიშნავს, რომ მოწმე ძალიან თავდაჯერებულია და არაფრის თქმას არ აპირებს
image





2.ეს პოზა ნიშნავს რომ წინასწარ მოფიქრებული ამბის მოყოლას აპირებს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება




image







3.ყალბი ღიმილი- როცა სახეზე ყალბი ღიმილი აქვს ეს ნიშნავს, რომ სიმართლეს არ ამბობს


image



ყალბი ღიმილის გამოცნობა შეგვიძლია მარტივი დაკვირვებით

image




4.ყურის ბიბილოს ჩამოწევა ნიშნავს, რომ ყოყმანობს საკუთარ ნათქვამში


image



5.ცხვირის მოხოცვის ჟესტი ნიშნავს, რომ ფლობს სიტუაციას და ცდილობს დომინანტობას

image





6. პირზე ხელის აფარებით ადამიანი ცდილობს რაიმე არ წამოსცდეს, არ უნდა რაიმე თქვას

image

7.ხელის თავში წარტმა-ცდილობს თავი საწყალ ადამიანად მოგვაჩვენოს


image



8. საფეთქლის მოჭყლეტა ნიშნავს, რომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას იცრუოს თუ სიმართლე თქვას

image




სიცრუეზე ასევე შეიძლება მიგვანიშნოს ხმის ტემბრმა, ტონმა, პიროვნების ნევროტულმა ქცევამ (სიგარეტის ხშირი მოწევა, ხველა), "მორბენალმა მზერამ", გაწითლებამ და ა.შ.


თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად იტყუება. შეიძლება მას უბრალოდ ჩვევა ჰქონდეს, ყური ეფხანებოდეს. გამომძიებელმა მთლიან კონტექსტში უნდა შეაფასოს ადამიანის ქცევა და ამის შედეგად დაასკვნას რას გულისხმობს მისი არავერბალური ქცევა.


რაც შეეხება მოწმის ჩვენებას არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომელიც დაგეხმარებათ ჩვენების მიცემისას:


1.დუმილი ოქროა- ვინც ჩუმადაა ის იგებს.

2.არ შეშინდეთ-როცა დაკითხვას გვიტარებენ შეიძლება დაგვაშინონ, გვაიძულონო ინფორმაციის გაცემა. ამ დროს დისკუსია არ უნდა დავიწყოთ არამედ მოქმედებს პირველი პრინციპი- დუმილი ოქროა.

3.არ სთხოვოთ- არ დაანახოთ უპირატესობის პოზიცია.არ გამოიყენოთ ფრაზები: "გთხოვთ, მომცეთ", "თუ შეიძლება", არამედ ჯობია ვიხმაროთ, "სად ავიღო", "რაზე დავწერო".


ხელების მეტისმეტად ქნევა იწვევს აგრესიის შეგრძნებას. გადაჯვარედინებული ხელები – ეს თავდაცვითი პოზიციაა. არ მიიღოთ ასეთი პოზიცია, განსაკუთრებით, როდესაც პასუხობთ კითხვებზე. მოუსვენრობა უმალვე აჩვენებს, თუ როგორ ნერვიულობთ. მაქსიმალურად ეცადეთ ამას მოერიდოთ. ნუ გექნებათ ხელები ზურგს უკან ან ჯიბეებში. შეიძლება გამოჩნდეთ ჯიუტი. ეცადეთ იყოთ ბუნებრივი. ხელები გქონდეთ ჩამოშვებული. ნუ გადაიტანთ მზერას მაღლა, არ მიმოიხედოთ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რაღაცას ბოლომდე არ ამბობთ, ან იტყუებით. დაჟინებული მზერა აღიქმება როგორც აგრესია, აკონტროლეთ თქვენი მზერა. გაიღიმეთ. გაქვავებული სახე აიძულებს ადამიანებს თავი უხერხულად იგრძნონ. იბადება კითხვა – გსურთ კი საერთოდ აქ ყოფნა. აჩვენეთ გულწრფელი ღიმილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს პირველად ხვდებით.


ამერიკაში ზოგ შემთხვევებში გამოიყენება ჰიპნოზის და სიცრუის დეტექტორი, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა არ აღიარებს ამ ტექნიკებს.











0
420
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა პარხომენკო
თეონა პარხომენკო
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0