x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იცოდით რაში გამოიყენება კოვზ-ჩანგალი? ვერც კი წარმოიდგენთ
საერთოდ თუ იცოდით რა არის კოვზ-ჩანგალი? დარწმუნებული ვარ ბევრმა თქვენგანმა მის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა, ის კი სუფრის სასაუზმე ხელსაწყოების ნაკრების ერთ-ერთი მათგანია. გგონიათ კოვზ-ჩანგალი თანამედროვე გამოგონებაა? არა ბატონო! ეს უნიკალური ინსტრუმენტი მე-XIX საუკუნიდან არსებობს, რომლის სათავე ამერიკის შეერთებული შტატებია.


image


სწორედ მე-XIX საუკუნეში ვითარდებოდა ამერიკის შტატებში სწრაფი კვების ობიექტები, გაგიკვირდებათ და ეს სპეციალური კოვზ-ჩანგლებიც სწორედ ამ ობიექტებში სწრაფად მოსამზადებელი ე.წ. ერთჯერადი ლაფშა-სუპებისთვის იყო განკუთვნილი. ისინი შეიძლება დამზადებული იყოს როგორც ხის მასალისგან, ასევე პლასტმასის და სხვადასხვა მეტალის. ამერიკა და შემდეგ კი აზიური ქვეყნის კომპანიები, ერთჯერად, სწრაფად მოსამზადებელ სუპებთან ერთად საჩუქრად აყოლებდნენ ერთჯერადი გამოყენების კოვზ-ჩანგლებს.


კოვზ-ჩანგლის დიზაინი იძლევა საშუალებას წვნიანი მარტივად მივირთვათ. ერთი შეხედვით ის კოვზს გავს, თუმცა დაბოლოება დანა-ჩანგლის აქვს. გვხვდება ასევე ამავე დანიშნულებისთვის სხვაგვარი კოვზ–ჩანგალი, როდესაც ერთ ღერძზე თავში კოვზია და ბოლოზე კი ჩანგალი. მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს პოპულარული არ არის, მას აღმოსავლური და აზიის ქვეყნები ფართოდ გამოიყენებდნენ ათეული წლების მანძილზე.



ამ ხელსაწყოს ორიგინალური დიზაინი ხდის კარგად მოსახერხებელს საველე პირობებში გამოყენებისთვის. ბოლო დროს კი მისი დახვეწილი ვარიანტები წარმოგვიდგინეს, გვაქვს მეტალის ჩვეულებრივი კოვზ-ჩანგალი, რომელიც იკეცება და შეგიძლიათ ჯიბითაც ატაროთ და გამოიყენოთ ტრანსპორტში ხანგრძლივი მგზავრობის შემთხვევაში. დამეთანხმებიან მოგზაურობის მოყვარულები, რომ მართლაც საოცარი გამოგონებაა.



იხილეთ აგრეთვე:


ქალის გამოგონებები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო ისტორია.

დიადი გამომგონებლები, რომლებიც ემსხვერპლნენ საკუთარ გამოგონებებს

რატომ წერენ პირიქით- მარჯვნიდან მარცხნივ ებრაელები და არაბები?

შემთხვევით არ ვატარებთ უსახელო- "არა" თითზე ქორწინების ბეჭედს. გასაოცარი სიბრძნე

ისტორიაში შესული 11 უდიდესი მეცნიერი, რომელთაც ჩვენი ცხოვრება შეცვალეს

როგორ გავხსნათ დაკონსერვებული ქილა სახსნელის გარეშე?

მან კბილის ჯაგრისს ფუნჯები მოაჭრა და შედეგმა ყველა გააოცა. სცადეთ

რატომ უნდა დავკიდოთ კარზე წყლით სავსე ცელოფანი? შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცა



2
1466
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1466
  
2017, 10 თებერვალი, 3:44
მე მხოლოდ ის ვთარგმნე, რაც იყო მოცემულ წყაროში, ბუნებრივია ყველა სტატიის უტყუარობას ვერ გადავამოწმებ, რადგან ეს საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და აქ გამომუშავებული კაპიკები ამად არ ღირს. მადლობა, რომ სტატიას ფართო ცნობა შესძინეთ, ყოველთვის მოხარული ვიქნები რაც უფრო მეტ და სწორ ინფორმაციას გავიგებ.
2017, 10 თებერვალი, 3:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2