x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
აი, რატომ უნდა დაფაროთ ლეპტოპის კამერა!
image

ელექტრონული მოწყობილობები დღითიდღე უფრო და უფრო იხვეწება. ჩვენი ლეპტოპები, პლანშეტები და ტელეფონები აღჭურვილია შესანიშნავი ფოტო და ვიდეო კამერებით, რომელიც საშუალებას იძლევა, რათა გადავიღოთ ლამაზი "სელფი" ან გამოვიყენოთ ისინი მეგობართან ან ოჯახის წევრთან კომუნიკაციის მიზნით. მიუხედავად ამისა, პროგრესს აქვს მეორე მხარე...


ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ვებკამერა პირადი სარგებლობისთვის, მართლაც, ჰაკერებს შეუძლიათ "გატეხონ" ნებისმიერი ჩვენი მოწყობილობა და გამოიყენონ მისი რესურს საკუთარი სურვილების მიხედვით.


ამ ფაქტიდან გამომდინარე, მოსახლეობის უფრო და უფრო დიდი ნაწილი შეშფოთებულია და საკუთარ "ვებკამერას" ფარავს. მაშინაც კი, თუ მოწყობილობა გამორთულ მდგომარეობაშია. ფედერალური ბიუროს გამომძიებელმა, ჯეიმს კომეიმ, ინტერვიუში აღიარა, რომ იგი საკუთარ მოწყობილობებს გაუმჭვირვალე ფირის საშუალებით ფარავს. ეს ყველაფერი კი მისი კოლეგების გამოცდილების ხარჯზე გააკეთა.



რა თქმა უნდა, FBI-ის უფროსს აქვს რაღაც გარკვეული შიში. რადგან მის კომპიუტერში ინახება რაღაც ისეთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც არ უნდა იყოს ნებისმიერი პიროვნებისთვის ადვილად მოსაპოვებელი. რატომ უნდა გვეშინოდეს ჩვეულებრივ მოქალაქეებს?image

რუსეთში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% ეშინია მეთვალყურეობის, 26% იყენებს სხვადასხვა საშუალებას რათა დაფაროს კამერები ლეპტოპებსა და კომპიუტერებზე, ხოლო 5%-მა კი ტელეფონის წინა კამერაც კი დაფარა. ხშირად თაღლითები შანტაჟის გზით იყენებენ ვიდეო ან ფოტო გამოსახულებას, რადგან მათ სურთ გამოიჭირონ მსხვერპლი და გამოძალონ მას სხვადასხვა ფულადი თანხა.

მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ვებკამერების გამომშვებმა კომპანიებმა შეიმუშავეს გეგმა და ისინი ვებკამერის შეფუთვაში ათავსებენ სპეციალურ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება კამერის დაფარვა. თუმცა ეს არ არის გამოსავალი, რადგან თავდამსხმელებს შეუძლიათ მოიპოვონ ღირებული ინფორმაცია სხვადასხვა გზით.image

ასე, რომ იყავით ყურადღებით, თაღლითები ყოველთვის მზადყოფნაში არიან! ყველას საკუთარი შეხედულება აქვს ამ ფაქტის მიმართ, ზოგი სიცრუედ მიიჩნევს, ზოგისთვის კი პირიქითაა ყველაფერი. ამ ყველაფერზე კი, პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. თუ ეს რჩევა თქვენთვის გამოსადეგია გაუზიარეთ იგი მეგობრებს.image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - რატომ უნდა ავირჩიოთ MacBook-ი ნოუთბუქის ნაცვლად და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მისი ყიდვისას?

2 - მოხარშული კარტოფილის ბატარეა (1 ბოლქვი – 1 თვე ანათებს)

3 - როგორ დავაკავშიროთ მობილური ტელეფონი, ტელევიზორზე?

4 - კემბრიჯში მეცნიერები მუშაობენ "ვაქცინაზე", რომელიც ინტერნეტში გავრცლებული ცრუ ინფორმაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული

5 - კლავიატურის ღილაკები, რომელთა გამოყენება აქამდე არ იცოდით


0
3248
11-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
3248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0