x
image
alex999
Mediator image
რას ნიშნავს სინამდვილეში ავტომობილების ბრენდების სახელწოდებები?

გამარჯობათ, დღის უკანასკნელ სტატიაში წარმოგიდგენთ ავტომობილების ბრენდების სახელწოდებეს. სასარგებლოა იცოდეთ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში, ამა თუ იმ ავტომობილის ბრენდის სახელწოდება!


image



Mitsubishi - ცნობილი, იაპონური მძიმე ავტო-მრეწველობის კომპანია მიცუბიშის ემბლება სამურაებისგან არის შთაგონებული. რაც შეეხება სახელწოდებას, მიცუბიში ნიშნავს: მიცუ -ფრენა, ბიში- ალმასი.


image




Mercedes-Benz - ბრენდის სახელი - „მერსედეს-ბენცი” წარმოიშვა 1926 წელს ორი ბრენდის – მერსედესისა (დაიმლერ-ძრავების საზოგადოება DMG) და ბენცის (ბენცი და კომპანია Benz & Co.) შეერთებით. მერსედესის როგორც ბრენდის სახელის წარმოშობა ბიზნესმენ ემილ ელინეკთანაა დაკავშირებული, ეს უკანასკნელი 1898 წლიდან დაიმლერის ავტომობილებით ვაჭრობდა. 1888 წელს ემილ ელენიკი ფსევდონიმით „მერსედესი” (თავისი ქალიშვილის ადრიანა მანუელა რამონა ელინეკის პატივსაცემად, რომელსაც მოფერებით სახელს მერსედესს ეძახდნენ) ნიცაში გამართულ ავტორბოლებზე იღებდა მონაწილეობას. თუმცა ამ დროისათვის „მერსედესი” ჯერ კიდევ არ იხმარებოდა ავტომობილის სახელად, არამედ ის მხოლოდ მძღოლის სახელი იყო.


image





Mazda - ბრენდის სახელწოდება ფრთებგაშლილ არწივს ნიშნავს, რომელიც ზეროასტრულ ღმერთისგან, Ahura Mazda - დან იღებს სათავეს. იაპონური ავტომობილების კომპანია. მდებარეობს ქ. ფუტიუში (ჰიროსიმა, იაპონია). 2011 წელს Mazda გახდა მე-15 უმსხვილესი ავტომწარმოებელი კორპორაცია მსოფლიოში.


image





Hyundai - ბრენდის სახელწოდება, კორეულად - თანამედროვეს ნიშნავს.


image





SsangYong - სამხრეთ კორეული ავტო-კომპანია, რომლის ბრენდის სახელწოდება "ტყუპ დრაკონს" ნიშნავს.


image





Kia - წარმოადგენს მეორე უმსხვილეს სამხრეთ კორეულ საავტომობილო კომპანიას Hyundai Motor Company-ს შემდეგ. რომლის სახელწოდებაც "აზიიდან დაბადებულს" ნიშნავს. კომპანია დაარსდა 1944 წლის 11 დეკემბერს.


image





Cadillac - ამ ცნობილი მარკის დაარსების თარიღად 1902 წელს ასახელებენ, რომელმაც 17-ე საუკუნეში მოღვაწე ფრანგიმეცნიერის სერჟ კადილაკის სახელი ეწოდა. კომპანიამ დამოუკიდებლად მხოლოდ 1918 წლამდე იარსება. შემდეგ კი იგი უდიდეს ამერიკულ საავტომობილო კონცერნ „ჯენერალ მოტორსს“ შეუერთდა და იქ მისთვის შესაფერისი ადგილიც დაიკავა.


image





Subaru - იაპონური საავტომობილო ბრენდი, სახელწოდებას ტაურუსის თანავარსკვავედიდან იღებს.


image





Pontiac - ამ ამერიკულ ბრენდმა შესაძლოა არსებობა შეწყვიტა, თუმცა მოსალოდნელია განახლებაც. პონტიაკმა სახელწოდება 1700-იან წლებში ცნობილ ამერიკელ ინდიელისგან, Pontiac Obwandiyag -გან მიიღო.


image





Dacia - რუმინეთის უმსხვილესი საავტომობილო კომპანია, სახელწოდება მიიღო, ანტიკური პერიოდის რუმინეთისგან. ძველ დროში რუმინეთს დაჩია ექვა.


image





Jeep - ყველგანმავალი სამხედრო მსუბუქი ავტომობილი. ჯიპი ცალკეული ბრენდია, თუმცა მსგავს ავტომობილებს ადამიანები, ყველას ჯიპს ეძახიან.


image





Lexus - ლექსუსი ბრენდია, თუმცა ეკუთვნის ტიოიტას კომპანიას. ლათინურად ნიშნავს "კანონს"


image





Škoda - ჩეხური ფირმის ავტომობილის სახელწოდება, მოდის ემილ ვონ შკოდასგან, რომელიც საავტომობილო კომპანიის დამფუძებელია. შკოდა ჩეხურად "ზარალიანს" ნიშნავს.


image





Volkswagen - გერმანულად "სახალხო ავტომობილს" ნიშნავს.


image





Audi - ლათინურად აუდი იშნავს - "გავიგე, მივხვდი". საქსონურმა ბრენდებმა Audi და Horch–მა ქალაქ Zwickau–დან, Wanderer–მა ქალაქ Chemnitz–იდან და DKW–მ ქალაქ Zschopau–დან გადამწყვეტი როლი ითამაშეს გერმანული საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში. სწორედ ამ ოთხი ბრენდისგან 1932 წელს შეიქმნა Auto Union AG – რომლის ლოგოსაც ოთხი რგოლი განასახიერებდა.


image





Aston Martin - ბრიტანული ავტომწარმოებელი კომპანიის GT კლასის მოდელი. ავტომობილი გამოდიოდა 1967-1972 წლებში. 1969 წელს იგი გამოიყენეს ჯეიმზ ბონდის ავტომობილად ფილმში „მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში“. ავტომობილის 2008 წლის ვერსია წარმოადგენს Aston Martin DB9-ს მოდიფიცირებულ ვარიანტს. სიტყვა სიტყვით ნიშნავს - ასტონის მთას და მის დამფუძნებელის სახელს - მარტინს.


image





BMW - Bayerische Motoren Werke AG (BMW) გერმანული კომპანია, რომელიც ავტომობილებს, მოტოციკლებს და ძრავებს აწარმოებს. საწარმოს შტაბ-ბინა მდებარეობს მიუნხენში. მისი აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე განლაგებულ DAX-ზე იყიდება. BMW-ს კომპანიის დაარსების ოფიციალურ დღედ 1917 წლის 21 ივლისი ითვლება.


image





SAAB - სააბი შვედური საავტომობილო კომპანია. რომლის სახელწოდებაც Svenska Aeroplan AktieBolage ანუ შვედეთის ანონიმურ თვითმფრინავთა კომანიას ნიშნავს.


image






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



image


1 -შესაძლებელია თუ არა ტვინის მოტყუება და როგორ?

2 -სიყვარულით დაქორწინდა, მაგრამ 20 წლის მანძილზე მეუღლეს ხმას არ სცემდა! გაინტერესებთ რატომ?!

3 -კაცობრიობის შოკისმომგვრელი სირცხვილი: ადამიანების ზოოპარკი!

4 -რომელი არსება კლავს ადამიანს ყველაზე სწრაფად?!

5 -იაპონია - საინტერესი ფაქტები "მზის სამშობლოს" შესახებ!

3
1905
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1905
  
2017, 1 თებერვალი, 13:58
კაი ბატონო :))
2017, 1 თებერვალი, 12:46
დაელოდე მეორე მესამე დანწილში აუცილებლად იქნება ნიკოლოზ :)
2017, 1 თებერვალი, 11:34
Honda-მ რა დააშავა ალექს? :D :D
0 1 3