x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რატომ დაიწყეს ანტიკვარებმა «ზინგერის» ძველ საკერავ მანქანებზე «ნადირობა»

შესაძლებელია ახალი თაობის წარმომადგენლებმა არ იციან რა დევს ამ ყვითელ ყუთში. მაგრამ, ძველმა თაობამ კარგად იცის, რომ მასში «ზინგერის» საკერავი მანძანა არის, რომელიც გასული საუკუნის 60-70 წლებში, თითქმის ყველა ოჯახში იყო. 70 - 80-იან წლებში ეს მანქანები ელექტრო მანძანებმა ჩაანაცვლა, მაგრამ იმის გამო, რომ ძველი კარგად მუშაობდა, გადასაგდებად ვერავინ გაიმეტა. ეს მანქანები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღესაც ბევრს ექნება ის სხვენში ან სარდაფში.


image
კომპანია «ზინგერი» 1851 წელს შეიქმნა და მალევე გახდა საკერავი მანქანების ნომერ პირველი მწარმოებელი. ამ ამერიკული ფირმის მანქანები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდებოდა, მათ შორის რუსეთის იმპერიაშიც. მაგრამ, XX საუკუნის დასაწყისში, არახელსაყრელი გახდა მანქანების რუსეთში შეტანა, რადგან იმ დროისთვის, ევროპაში კონკურენტები გაჩნდნენ, რომლებიც მსგავს საქონელს მომხმარებელს უფრო იაფად სთავაზობდნენ. მაშინ «ზინგერის» ხელმძღვანელობამ საკერავი მანქანების წარმოების დაწყება მოსკოვის გარეუბანში გადაწყვიტა. მათ მიწა შეისყიდეს პოდოლსკში და ქარხანა ააშენეს, რომელმაც პირველი პროდუქცია 1902 წ. გამოუშვა. ეს რევოლუციამდე იყო და იმ დროს, პოდოლსკის პატარა დასახლებაში, სულ რაღაც 5 ათას კაცამდე ცხოვრობდა.

ათიოდე წელი დასჭირდა «ზინგერის» ახალ ქარხანას, რომ ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია გამხდარიყო. I მსოფლიო ომის დაწყების წინ, ქარხანა წელიწადში 600 000 საკერავ მანქანას აწარმოებდა! მხოლოდ რუსეთის იმპერიაში 3 000 საფირმო მაღაზია იყო. ამასთან, კომპანიის რუსეთის ფილიალს საფოსტო მომსახურებაც ჰქონდა და მანქანის შეძენის მსურველებს, შეკვეთილ საქონელს, არა მარტო იმპერიის ფარგლებში, ევროპის და აზიის სხვადასხვა ქვეყნებშიც უგზავნიდნენ.
1914 წლისთვის, საკერავი მანქანების წარმოების მიხედვით, რუსეთი II ადგილზე იყო, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ!
სანქტ-პეტერბურგში «ზინგერის» კომპანიის ოფისი ააშენეს, რომელიც არა მარტო ლამაზი, არამედ, იმ დროს არსებული, ყველა სახის უახლესი ტექნოლოგიით იყო აღჭურვილი – დაწყებული ლიფტებით და სახურავის თოვლისგან ავტომატური გამწმენდებით დამთავრებული.

image

image

image

1918 წელს, რევოლუციონერებმა Singer Manufacturing Company-ს ქარხანა ჩამოართვეს და მის ბაზაზე, 1923 წელს, საკერავი მანქანების «პოდოლსკის» მარკა შექმნეს, რომლის წარმოებული მანქანები, ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში.

ასე დამთავრდა Singer-ის ისტორია რუსეთში, მაგრამ იქ წარმოებულ მანქანებს ბევრი ლეგენდა უკავშირდება. მაგ., ის, რომ ძველი საკერავი მანქანების ზოგიერთი დეტალი იშვიათი, ძვირფასი მეტალით იყო დამზადებული.

მეორე ლეგენდის მიხედვით, 1998 წელს კომპანია «ზინგერმა» იმ მანქანების ძებნის შესახებ გამოაცხადა, რომლის სერიული ნომერი ერთით იწყებოდა. ხმების მიხედვით, რარიტეტული მანქანების ბედნიერ მფლობელებს, ჯილდოდ 30 ათასიდან - მილიონ დოლარამდე თანხა ელოდებათ. ამიტომ, ანტიკვარებმა მანქანების მასიური შესყიდვები დაიწყეს. ოფიციალურად, ეს ხმები კომპანიის წარმომადგენლებს არ დაუდასტურებიათ, მაგრამ, როგორც ამბობენ, არ არსებობს კვამლი ცეცხლის გარეშე... და კიდევ, სავარაუდოდ, მანქანები, რომლებზეც ანტიკვარები «ნადირობენ», რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე არის გაყიდული (ანუ საქართველოშიც, რედ).

image

image


არის კიდევ ერთი წარმოუდგენელი ლეგენდა იმის შესახებ, რომ არსებობს 300 საკერავი მანქანა, რომლებიც მთლიანად ოქროსგან არის ჩამოსხმული. ამ ლეგენდის მიხედვით, რევოლუციის შემდეგ, რუსეთის მოხახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ქვეყნიდან მხოლოდ საოჯახო ნივთების გატანის უფლება ჰქონდათ. ამიტომ, საზრიანმა ემიგრანტებმა, საკუთრებაში არსებული ოქრო გადაადნეს, ზინგერის საკერავი მანქანის ფორმა მისცეს, შავად შეღებეს და მშვიდად გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი.

კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, «რუსული ზინგერების» პირველი მანქანების მეტალის დეტალები, პალადიუმისგან არის დამზადებული. ამას იმით ხსნიან, რომ მანქანა გამძლე ყოფილიყო და ხმარებაში არ გაცვეთილიყო.

45
21663
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
21663
  
2021, 20 აპრილი, 21:15
მეც მაქვს1886 და1910გამოშვებილი zingeri რეალური მყიდველები დამიკავშვირდით551312845 ამერიკულია
2021, 24 იანვარი, 19:33
მოკლედ მაქვს და არის ის რასაც ეძებენ და ასე ძვირად ღირებულია გისაც ბამდვილად ყნდა შეძენა დაწწეროს კომენტარი პირადი ნომერი და დაურეკავ
2021, 24 იანვარი, 19:32
ზეგ ზინგერის გამოშვება საუკუნეზე მეტისაა.შევამოწმე და არ ეკვრება ანუ აქვს ის ძვირფასი კეტალი.ვინც იბარებთ ვინც რეალურ ფასად იყიდის შემეხმიანეთ
2020, 14 ივლისი, 14:41
მთავარი კოდი არ არის. მანქანა უნდა შეამოწმოთ: გადააბრუნეთ, მოხსენით დამცავი დაფა და მეტალის მექანიზმთან მაგნიტი მიიტანეთ. თუ მიეკრა, ე. ი. რკინა არის, თუ არა – ძვირფასი მეტალი.
2020, 14 ივლისი, 13:45
მეც მაქვს ზუსტად ასეთი მანქანა რომლის კოდი იწგება რიცხვი 1-თით
2020, 18 მარტი, 19:47
დაინტერესების შემთხვევაში 568444898 წელი არ ვიცი მაგრამ საკმარისად ძველია
2019, 28 ნოემბერი, 10:05
მაქვს ზინგერის საკერავი მანქანა დაახლოებით 1914 წლის ,დაინტერესების შემთხვევაში დამირეკეთ 551319305
2019, 10 მარტი, 23:31
მე მაქვს ზინგერის საკერავი მანქანა მომწერეთ პირადში
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10