x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სინესთეზია - საინტერესო ფსიქოლოგიური ფენომენი
image


სინესთეზია ( ბერძნულად- ერთდროული შეგრძნება, ერთობლივი გრძნობა) არის აღქმის ფსიქოლოგიური მოვლენა, როდესაც ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური შეგრძნების პარალლელურად ჩნდება სხვა გრძნობით ორგანოსათვის დამახასიათებელი შეგრძნებებიც. მაგალითად : ფერადი ყნოსვა, ფერადი სმენა და სხვ. სინესთეზია ორი სრულიად განსხვავებული შეგრძნების კავშირს ხდის შესაძლებელს. მეცნიერები მას მეშვიდე გრძნობასაც უწოდებენ .სინესთეზიის მქონე ადამიანები სამყაროს ერთდროულად რამდენიმე ორგანოს საშუალებით აღიქვამენ.

ეს ფენომენი აღმოაჩინა ფრანსის გალტონმა მე-19 საუკუნეში.

თანამედროვე მეცნიერება სინესთეზიის რამდენიმე გავრცელებულ ფორმას გამოყოფს :


ვიზუალური სინესთეზია - როცა ინდივიდი ვიზუალურ გამოსახულებას ფერებად აღიქვამს - ფერადი სმენა, რომელიც ხშირად მუსიკოსებშია გავრცელებული. ამ ნიჭის მქონე ადამიანები ბგერებს ფერებად აღიქვამენ. ფერთა სმენის შესახებ ინტერესი ანტიკური საბერძნეთიდან იღებს სათავეს. ისააკ ნიუტონი თვლიდა, რომ მუსიკალური და ფერადი ტონები საერთო სიხშირეებში ერთიანდებოდნენ, როგორც გოეთე თავის წიგნში "ფერთა თეორია." ფერადი სმენა აღენიშნებოდათ რიმსკი-კორსაკოვს, სკრიაბინს.

გემოს სინესთეზია - ამა თუ იმ საგნის დანახვისას ადამიანს უჩნდება გემოს ასოციაციები, მაგალითად კონკრეტულ სიმღერას მისთვის შესაძლოა მარწყვის მურაბის გემო ჰქონდეს.

სმენითი სინესთეზია - ადამიანს უჩნდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ საგნის დანახვაზე კონკრეტული მუსიკა ან ბგერები ესმის. მაგალითად, მოცარტი ამბობდა, რომ მაჟორულ გამას ფორთოხლისფრად ხედავს, სი ბემოლ მინორი კი შავი ფერისაა.

ტაქტილური/შეხებითი სინესთეზია - ამ დროს სინესთეტი სხვის სხეულზე დანახულ შეხებას საკუთარ სხეულზე გრძნობს. მსგავსი სინესთეზიის მქონე ადამიანები კარგი ინტუიციითა და მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევიან.ეს ფენომენი გამოწვეული სარკისებრი ნეირონების ზედმეტი აქტიურობით. სარკისებრი მექანიზმი ყველა ადამიანს გააჩნია, მაგრამ ტაქტილური სინესთეტები სხვა ადამიანთა ბევრად ახლო მგრძნობელობით კონტაქტში იმყოფებიან და შეგრძნებების აღქმა კიდევ უფრო მძაფრად ხდება.

სინესთეზია შეიძლება დაკავშირებული იყოს ასევე თითოეული სიტყვის წარმოთქმასთან აც.იგი სივრცესა და დროში სუბიექტივისა და ობიექტივის ურთიერთქმედების მაპროგნოზირებელი, გამომწვევი და ხშირ შემთხვევაში განმსაზღვრელიცაა. ამ კუთხით საინტერესოა გამოჩენილი ბერძენი ფილოსოფოსის - სოკრატეს ცხოვრების ერთი ეპიზოდი. ერთხელ როდესაც დიდი ფილოსოფოსი თავის აუდიტორიაში ჩვეულებრივ ქადაგებდა შეამჩნია, რომ ერთი ახალგაზრდა მდედრი თავისი სილამაზით ზედმეტად კეკლუცობდა.სწავლული მიუახლოვდა ქალბატონს და ცოტა ხნით დააკვირდა, ჩამოვარდნილი სიჩუმედა უხერხულობა ისევ სოკრატეს ღრმა ფილოსოფიურმა სიტყვებმა დაარღვიეს : - დიახ, გეთაყვათ, ამოიღეთ ხმა, თქვით რაიმე, მე მსურს დავრწმუნდე, რომ თქვენ ნამდვილად მშვენიერი ხართ.

ასევე საკმაოდ ცნობილი ფორმაა აურის აღქმითი (ხედვითი) სინესთეზია. ამ დროს, სინესთეტის მიერ დაკვირვების ობიექტის გარშემო არსებული ფორმები და ფერები აღიქმება და იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ხასიათზე და ემოციურ მდგომარეობაშია ესა თუ ის ადამიანი.

ასევე სინესთეზიის ერთერთ იშვიათ და საინტერესო ფორმას წარმოადგენს "დრო-სივრცის სინესთეზია". ამ დროს ადამიანს შესწევს უნარი გარკვეული ფიგურები და ობიექტები სივრცეში წარმოიდგინოს და იშვიათ შემთხვევაში დაინახოს კიდეც. დრო-სივრცის აღქმის უნარის გამძაფრებისას ადამიანი ახერხებს დროის ინტერვალების ვიზუალურ აღწერას და დამახსოვრებას.

მე-19 საუკუნეში ამ ფენომენს პათოლოგიას უწოდებდნენ, თუმცა დღესაც, მეცნიერებამ ბოლომდე ვერ გამოიკვლია თუ რა ფაქტორებითაა გამოწვეული სინესთეზია. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ სინესთეზიის ნიჭის შეძენა ხელოვნური გზითაც შეიძლება. მაგალითად, არსებობს ფაქტები, რომ სინესთეზია განუვითარდათ მხედველობადაკარგულ ადამიანებს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ განსაკუთრებული მაღალი მგრძნობელობით და ექსტრასენსული უნარით დაჯილდოვებული ადამიანების, არა უმცირესი ნაწილი წარმოადგენს სინესთეტებს. ამის მაგალითია ამერიკელი ფსიქოლოგი და მკვლევარი, ავტორი ტერმონის "ინდიგო ბავშვები" სინესთეტი ნენსი ენ ტეპი.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სინესთეტიკული საზოგადოებების მიხედვით ადამიანებში ამ მოვლენის არსებობის განსხავებული სტატისტიკური მონაცემები არსებობს. მაგალითად, აშშ-ს სინესთეტიკური საზოგადოების მიხედვით ეს ფენომენი ყოველ 30 000 ადამიანში მხოლოდ ერთი შემთხვევაა, ხოლო ანალოგიურ იაპონური საზოგადოების მონაცემთა მიხედვით ეს მოვლენა გავრცელებულია ყოველ 50 000 ადამიანში ერთზე. საერთო სტატისტიკის მიხედვით კი, სინესთეზია დედამიწის მოსახლეობის 4, 4% ახასიათებს



0
667
შეფასება არ არის
ავტორი:ანი სიმსივე
ანი სიმსივე
667
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0