x
image
თეონა გორდეზიანი
ათამდე გადამწვარი ობიექტი 2012 წლიდან დღემდე...ჩვენი რეალობა
უკვე მეორე დღეა მთელი საქართველო გადამწვარი ობიექტის

" ბავშვთა სამყაროს" შესახებ საუბრობს.


საზოგადოება შეწუხებულია ამ ფაქტის გამო, რადგან რეალურად ძალიან ბევრი დაზარალებული არსებობს. ადამიანები, რომლებსაც საარსებო წყარო გაუნადგურდათ. ზარალი ნამდვილად დიდია. უმრავლესობამ ამ საქმეს შეალია მთელი ცხოვრება და ეს ის " მოგებაა", რომელიც რეალურად საარსებო მინიმუმისთვის და ბანკის ვალების ნელ-ნელა დასაფარად იყო საკმარისი.


დღევანდელი რეალობა კი ისაა, რომ მათი საარსებო მინიმუმიც აღარ არსებობს და ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაც, სავაჭრო ადგილიც გადამწვარია.


ბევრი მოსაზრება არსებობს ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე.

დაზარალებულებს ლოგიკური ვერსიები აქვთ.

"აქ" კარფურის აშენება უნდოდათ, ამბობენ მოვაჭრეები.


ზუსტი ცნობა იმის შესახებ თუ რა არის რეალობა არავინ იცის, მაგრამ ფაქტია ყველას შეგვინიშნავს ბევრ საზოგადოებრივ წერტილში ცეცხლმაქრი რომელსაც შლანგი არ აქვს....უსაფრხოების ზომები არსად არაა სათანადოდ დაცული და არც არავინ ცდილობს ამის მოწესრიგებას.


ამ უკანასკნელ ფაქტთან დაკავშირებით ვიხსენებ იმ მსგავს შემთხვევებს რომელიც 2011 წლიდან დაფიქსირებულა დღემდე. მათი რიცხვი ათამდე ავიდა. არ ვიცი ბოლო ფაქტის ნამდვილი მიზეზი, მაგრამ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ რაღაც კონკრეტული მიზეზია და არა უბრალოდ შეთხვევითობა...



15. 11. 2012


გადამწვარი ლილოს ბაზრობა


image


26. 02 .2013


გადამწვარი სავაჭრო ცენტრი " საბა"


image


17. 07. 2013


გადამწვარი "ევროპარკი"


image


25. 08. 2014


გადამწვარი სენაკის ბაზრობა


image


16.09. 2014


გადამწვარი ბოშათა ბაზრობა


image


07.12. 2014


გადამწვარი ხოფას ბაზრობა ( ბათუმი )


image


27.12. 2014


გადამწვარი ელიავას ბაზრობა


image


ეს უკანასკნელი დაიწვა 2015 წლის 4 აგვისტოსაც...


21.01. 2015

გადამწვარი ისნის ბაზრობა



02. 08. 2016


გადამწვარი ციგნების ბაზრობა


image


და დღევანდელობა 29. 01. 2017


გადამწვარი ბაზრობა და ბავშვთა სამყარო







image


ეს ფაქტები ადასტურებენ, რომ ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე არ ზრუნავს, არ აინტერესებს იქნება თუ არა მცირე მეწარმე კარგ მდომარეობაში, არ აინტერესებს საზოგადოებრივი მდგომარეობა და შესაძლებლობები, არ აინტერესებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების არსებობა საქართველოში და კიდევ... ბევრი .... დაუსრულებლად.


თუმცა რეალობა რჩება რეალობად და მაშინ როცა ხელისუფლება არ ზრუნავს ამ ყველაფერზე დაზარალებულთა რაოდენობა მატულობს და მატულობს... იზრდება არამარტო მათი, ვფიქრობ ქვეყნის დანაკარგებიც.


ამდენი ფაქტი შემთხვევითობის ბრალი ვერ იქნება, ეს ფაქტი უბედურებაა რომელსაც ხელს უწყობენ გამიზნულად. ვერ აცნობიერებენ, რომ თვითოელი მეწარმის სიძლიერე ქვეყნის მომავალი სიძლიერეა.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0