x
image
natia.a
როგორი ვართ რეალურად - ფოტოზე როგორიც ვჩანვართ თუ სარკეში? - გაითვალისწინეთ!
image

ალბათ, ბევრისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა სარკეში და ფოტოზე სულ სხვადასხვაგვარად ხედავთ საკუთარ თავს. თითქოს ფოტოაპარატი თავის ფილტრს ამატებს. ან იქნებ სარკე აკეთებს ამას?

საინტერესოა, მაინც რომელი მათგანია ყველაზე ახლოს ჩვენს რეალურ გარეგნობასთან: ანარეკლი თუ ფოტო? და რატომ აღვიქვამთ საკუთარ თავს ფოტოზე და სარკეში სხვადასხვაგვარად.

ფსიქოლოგიური ასპექტი


image
ყველაზე ხშირად სარკეში ვიხედებით სახლში. სახლში თავს ყოველთვის მაქსიმალურად თავისუფლად და მოდუნებულად ვგრძნობთ, კადრში კი ვხვდებით როგორც წესი, "სხვის ტერიტორიაზე", უფრო დაძაბული და მოუმზადებელი. ამიტომ, ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მაგალითად, წვეულებაზე წასვლის წინ სარკეში უფრო კარგად გამოვიყურებით, ღონისძიების დროს გადაღებულ ფოტოებზე კი ჩვენი თავი აღარ მოგვწონს.

რაკურსი


image


საქმე ის არის, რომ ჩვენი სახე სულაც არ არის სიმეტრიული. ზოგიერთებში ამგვარი სიმეტრია უფრო მეტად არის გამოკვეთილი, ზოგთან - უფრო ნაკლებად. ამის გამო წარმოიქმნება მთელი ეს გაუგებრობა. ყოველ დილით, სარკეში საკუთარ თავს ვუყურებთ ტრადიციული ადგილიდან, ტრადიციული კუთხიდან, და შედეგად, ვეჩვევით საკუთარ გამოსახულებას ერთი რაკურსიდან. ფოტოზე კი არავინ გვაფრთხილებს როდის და რომელი კუთხიდან გადაგვიღებს. თუ, რა თქმა უნდა, ისეთი ვარსკვლავი არ ხართ, როგორც მაგალითად, ოდრი ჰეპბერნი, რომელსაც მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი ერთი კუთხიდან იღებდნენ.

თეთრის ბალანსი


image
ნებისმიერ განათებას აქვს თავისი ტემპერატურა. მაგრამ როცა სარკეში ვიყურებით, ვერ ვიჭერთ ამ ტემპერატურულ თავისებურებებს, რადგან, ჩვენი ტვინი, რომელიც ერთგვარი "სუპერკომპიუტერია", ყველა განსხვავებას ათანაბრებს და "აჩვენებს" სახის ფერს, რომელსაც შევეჩვიეთ. ფოტოზე კი ფიქსირდება ნამდვლი განათება - სინათლის ტემპერატურის განსხვავებების შერევით. ამიტომ, ცხოვრებაში ჩვენს სახეზე ბევრმა ფერმა და ჩრდილმა შეიძლება ითამაშოს, მაგრამ სარკეში საკუთარ თავს ჩვეულებრივად მივიღებთ, ფოტომ კი შეიძლება აღგვაშფოთოს, რადგან მასში აისახება რეალური განათება.

ცალკეულ ობიექტებზე ფოკუსირება


image
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სარკეში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენი გამოსახულების ერთ ნაწილზე და არ ვხედავთ საერთო სურათს. ფოტოზე კი ყველაფერს მთლიაობაში ვიღებთ და ვამჩნევთ დეტალებს, რომლებსაც ანარეკლში ყურადღებას არ ვაქცევდით: მაგალითად, ვხედავთ წარუმატებელ პოზას, ვაკვირდებით იმას, რომ ხელები არ გვიჩანს და ა.შ.

ანარეკლი


image
სარკეში ყოველთვის ვხედავთ საკუთარი თავის ანარეკლს და ვეჩვევით თავის ამგვარად მიღებას. სურათზე კი ისეთები ვართ, როგორც გარშემომყოფები გვხედავენ. და სწორედ ამიტომ გვაკვირვებს ხოლმე საკუთარი გამოსახულება ფოტოებზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ რეალურად საკუთარ თავს ვხედავთ ფოტოზე. გულს ნუ დაიწყვეტთ თუ ყოველთვის არ მოგწონთ თქვენი ფოტოები: იქნებ სურათი უბრალოდ არასწორი კუთხიდან ან არასწორ მომენტში გადაგიღეს, იქნებ აღელდით, იქნებ თმის შესწორება ვერ მოასწარით და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ მივხვდეთ 2 წამში კომფორტული იქნება თუ არა ახალი ფეხსაცმელი - ეს ყველამ უნდა იცოდეს!image


2. 10 ტიპის სამოსი, რომელიც ასაკს გმატებთ - გაითვალისწინეთ!

image


3. 8 რამ, რაც მამაკაცებს აღიზიანებთ ქალის მაკიაჟში - გაითვალისწინეთ!

image


4. როგორ გამოვიყურებით ცნობილი მაღაზიების გასახდელებში - ნახეთ და გაითვალისწინეთ!

image


5. როგორ გამოვთვალოთ მარტივად მოგვიხდება თუ არა მოკლე ვარცხნილობა

image




0
4147
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
4147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0