x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
კოგნიტური დისონანსის თეორია
image
კოგნიტური დისონანსი არის თეორია, რომლის მიხედვითაც არათავსებადი კოგნიტური ელემენტების მიერ შექმნილი დაძაბულობა ადამიანს უბიძგებს მოახდინოს ასეთი დაძაბულობის შემცირება. ეს თეორია ეყრდნობა დაშვებას, რომ ადამიანს სურს და ცდილობს კიდეც საკუთარ დამოკიდებულებებსა და ქცევებში თანმიმდევრული (კონსისტენტური)გამოჩნდეს საკუთარ და სხვათა თვალში. თეორიის კარგად გასააზრებლად საჭიროა სიტყვასიტყვით განვმართოთ კოგნიტური დისონანსი. კოგნიცია - ინგლისური სიტყვაა და ქართულად ცოდნას, გაანალიზებას, შემეცნებას ნიშნავს. რაც შეეხება დისონანსს - ეს სიტყვა ითარგმნება როგორც შეუსაბამობა, შეუთავსებლობა.

კოგნიტური დისონანსის თეორია სოციალური ფსიქოლოგიის სფეროს განეკუთვნება და მისი ავტორი ლეონ ფესტინჯერია (1957). მისი განმარტებით, კოგნიტური დისონანსი კონფლიქტის მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი განიცდის გადაწყვეტილების მიღების, ქცევის განხორციელების და მისი რწმენების, გრძნობების და ღირებულებების საწინააღმდეგო ინფორმაციის მიღების შემდეგ.

ფსიქოლოგის აზრით დისონანსის არსებობა ადამიანს უბიძგებს გამონახოს გზები იმისათვის, რომ შეამციოს დისონანსით გამოწვეული ფიქოლოგიური წნეხი. ადამიანი ამ დროს აქტიურად მოახდენს იმ ფაქტორების იგნორირებას, რომელიც ზრდის არსებულ დისონანსს.

წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომლისთვისაც გარემოს დაცვა განსაკუთრებული ღირებულებაა, მუშაობს კომპანიაში, რომელიც ზიანს აყენებს გარემოს. მისი საქმიანობა შეუსაბამოა მის შეხედულებასთან გარემოს დაცვის შესახებ, რაც იწვევს დისონანსს.


ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დისონანსს მოტივაციური ძალა აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ რაც უფრო დიდია შეუსაბამობა საკუთარ ღირებულებებსა და ქცევას შორის, მით უფრო დიდია მისი რედუცირების მოტივაცია.

თეორიის თანახმად კოგნიციები შეიძლება იმყოფებოდნენ კონსონანსურ (შეთანხმაბულ), დისონანსურ (წინააღმდეგობრივ) და ირელევანტურ დამოკიდებულებაში. კოგნიციები ირელევანტურია როდესაც ისინი არ არიან ერთმანეთთან კავშირში ( "მე მიყვარს ვარდები" და "თავს მანქანის კარგ მძღოლად მივიჩნევ") ; კოგნიციები კოსონანსურია, თუ ისინი ლოგიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული ("თავი მანქანის კარგ მძღოლად მიმაჩნია" და "არასოდეს მომსვლია ავტოავარია") და დისონანსულ, როდესაც კოგნიციები შეუსაბამოა ("თავი კარგ მძღოლად მიმაჩნია" და "ახლა დამაჯარიმეს საგზაო წესების დარღვევის გამო").

არსებობს რამდენიმე გზა, რომლითად ადამიანს დისონანსის შემცირება შეუძლია :

1. შეცვალოს ქცევა და გახადოს ის კოგნიციების შესაბამისი .

2. შეცვალოს კოგნიციები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქცევას შემდეგი ხერხებით :

ა)შეცვალოს კოგნიცია, რომ გახდეს სხვა კოგნიციის კონსონანსური

ბ) აღიჭურვოს ახალი ინფომაციით, რომელიც მხარს დაუჭერს დისონანსის გამომწვევ კოგნიციას.

გ) ჩათვალოს, რომ ერთმანეთთან დისონანსში მყოფი კოგნიციები ირელევანტურია ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.

კოგნიტური დისონანსის თეორიის თემაზე ხშირად მოჰყავთ მწეველთა მაგალითი.მათ ეშინიათ რადგან იციან, რომ მოწევა იწვევს ადრე სიკვდილს და განიცდიან დისონანსს.დისონანსის აღმოფხვრას სამი გზით ცდილობენ :

ა) შეცვალონ ქცევა - მოწევის შეწყვეტა. თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ეს რთულად მისაღწევია, ადამიანს უჩნდება იმის ტენდენცია, რომ ჩამოაყალიბოს მსჯელობასადაც საპირისპირო მტკიცდება.

ბ) შეცვალონ კოგნიცია- თავი დააწრმუნოს, რომ სიგარეტის მავნებლობასთან დაკავშიებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გადაჭარბებულია

ისინი ცდილობენ მოიფიქრონ რაიმე გზა, რათა აღმოფხვან დისონანსით გამოწვეული დისჰარმონია.

ატიტუდების ცვლილებაზე ქცევის გავლენის სასასწავლად ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა ე.წ. "არასაკმარისი დადასტურების ეფექტი". ეს ჰქვია სიტუაციას, როდესაც ადამიანი იძულებულია საკუთარი ქცევის გასამართლებლად მიმართოს შინაგან გამართლებას ანუ ატიტუდის შეცვლად. ატიტუდის შეცვლას, როგორც დისონანსის შემცირების მეთოდს, ადამიანი იმ შემთხვევაშიც იყენებს, როცა იმას ამტკიცებს, რაც თავადაც არ სჯერა. სწორედ ამის შესწავლისათვის ჩატარდა 1959 წელს ფესტინჯერისა და კარლ სმიტის მიერ ექსპერიმენტი. ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ წარმოიქმნებოდა თუ არა კოგნიტური დისონანსი იმ ადამიანებში, რომლებიც ასრულებდნენ მოსაწყენ სამუშაოს. ექსპერიმენტში 71 ადამიანი მონაწილეობდა და ასრულებდა მოსაწყენ სამუშაოს. ზოგიერთს უხდიდნენ ამაში 1 დოლარს, ზოგს 20, რათა შემდეგი მონაწილისათვის ეთქვათ რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაო იყო საინტერესო და სახალისო. ექსპერიმენტის შედეგად მიიღეს ის, რომ ვისაც 1 დოლარი გადაუხადეს უფრო საინტერესოდ და მხიარულად შეაფასა სამუშაო, ვიდრე მათ ვინც 20 დოლარი მიიღო. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს ერთი დოლარი არ გამოდგა საკმარისი სტიმული მოტყუებისათვის, რის გამოც იმ სტუდენტებმა, რომლებმაც ერთ დოლარს უხდიდნენ დისონანსი განიცადეს. მის აღმოსაფხვრელად შეეცადნენ მაქსიმალურად დაერწმუნებინათ საკუთარი თავი და რომ შესრულებული სამუშაო ნამდვილად იყო საინტერესო და სახალისო.

0
523
შეფასება არ არის
ავტორი:ანი სიმსივე
ანი სიმსივე
523
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0