x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
აუცილებლად დაიმასაჟეთ სახე ჩვეულებრივი კოვზით! აი რისთვის
დაბერების საკითხი თითქმის ყველასთვის, თუმცა განსაკუთრებით კი ქალებისთვისაა მტკივნეული, რადგან ყველას არ გვაქვს სახსრები თუ დრო მივმართოდ შესაბამის სალონებს და ჩავიტაროთ სახის მოვლისა თუ ანტიასაკობრივი პროცედურები. რა თქმა უნდა ძნელია ამით მოატყუო ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური საკითხები, თუმცა შესაძლებელია შეაჩეროთ დაბერება და თან არანაირი ზიანი არ მიაყენოთ ამით ჯანმრთელობას და კანს. აქ საუბარი არა სწორ კვებაზე ან სახის სხვადასხვა მკვებავ თუ მზის საწინააღმდეგო საცხებზეა, არამედ ერთ მარტივ მასაჟზე ჩვეულებრივი რკინის კოვზის საშუალებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მასაჟის ამ ტექნიკას არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა, პირიქით, რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებთ, მით უფრო შეუნარჩუნებთ კანს ფორმას სამომავლოდ.



image

რა სარგებელი აქვს კოვზით სახის მასაჟს?


● აცხრობს შეშუპებებს.


● ქრება სისხლჩაქცევები და ჩანთები თვალების ქვეშ.

● აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

● იზრდება კანის სიმტკიცე და ელასტიურობა.

● ამცირებს ნაოჭებს.

● ქრება სიწითლე და ანთება.




რა არის საჭირო სახის კოვზით დამასაჟებისთვის?


● 2 ცალი სუფრის კოვზი.

● სპირტი.

● 1 ჭიქა გრილი წყალი.

● ყინული.

● 224 გრ ზეითუნის ზეთი.



პირველ რიგში უნდა მოახდინოთ სპირტით ამ კოვზების დეზინფექცია, შემდეგ კი ყინულიან და წყლიან ჭიქაში ჩაალაგოთ 2–3 წუთით. ამ პერიოდში კი მოიცილეთ სახიდან მაკიაჟი, რადგან კანი უნდა იყოს სუფთა. ამოიღეთ გაგრილებული კოვზები და 15 წამის მანძილზე დაილაგეთ ზედა ქუთუთოებზე, ისევ ჩადეთ ყინულებიან ჭიქაში, შემდეგ 15 წამით დაილაგეთ ღაწვებზე და მსგავსი პროცედურა გაიმეორეთ 5–ჯერ.


ამ ყველაფრის შემდეგ შეათბეთ ზეითუნის ზეთი და ჩაასველეთ მასში კოვზები, ამ კოვზებით მთელს სახეზე გაიკეთეთ მასაჟები. მასაჟები უნდა გაგრძელდეს 5 წუთამდე, თუ შეატყობთ, რომ კოვზი გაშრა, ისევ ჩაასველეთ ზეითუნის თბილ ზეთში და გააგრძელეთ სახის მასაჟები. ბოლოს კი სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


ეს მასაჟი განსაკუთრებით სასარგებლოა ღამის პროცედურად თუ გამოიყენებთ, რადგან ღამის რეგენერაციული პროცესების აქტიურობას უწყობს ხელს. მოითხოვს სულ რაღაც 15 წუთს და 12 დღის შემდეგ პირველ მნიშვნელოვან ცვლილებას დაინახავთ.


image



P.S. მსგავსი, სხვა სასარგებლო სიახლეები იხილთ ამ ლინკზე სტატიის ბოლოს

0
1002
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1002
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0