x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
სოდის გამოყენების 10 უჩვეულო ხერხი
.....

1.თუ გსურთ ფუმფულა და ჰაეროვანი ომლეტი შეწვათ, უბრალოდ დაუმატეთ კვერცხს სოდა.გაითვალისწინეთ, რომ 3 კვერცხზე 1/4 ჩ.კ. სოდა უნდა აიღოთ.


2.ლობიო, ბარდა და სხვა პარკოსნები ხარშვისას კარგად რომ დარბილდეს, წინასწარ დაალბეთ სოდიან წყალში.


3.1წილი კარტოფილის ფქვილი, 2წილი სოდა და 1 1/4წილი წყალი აურიეთ კარგად, დადგით ცეცხლზე და მოამზადეთ სქელი მასა, გააციეთ და უსაფრთხო პლასტელინი ბავშვებისთვის მზადაა.



4.თუ მცირე ნაპრალების ამოვსება გსურთ, სოდა და კბილის პასტა აურიეთ და საგოზავი მასაც მზადაა.


5.მიმწვარი საჭმლის მოშორება ქვაბიდან რთულია.რკინის სახეხმა კი შესაძლოა ქვაბი დააზიანოს.შეძლებისდაგვარად მოაშორეთ მიმწვარი კერძი, ქვაბში ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა სოდა, დაასხით წყალი და წამოადუღეთ.პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ.


6.ჭიქები, თეფშები და სხვა ჭურჭელი, ზოგჯერ, ხის ზედაპირზე წრიულ ლაქებს ტოვებენ. გაწმინდეთ მაგიდა სოდიანი წყალხსნარით.


7.თუ პომიდვრის ბუჩქის ძირას სოდას დავყრით, მაშინ ამ ბუჩქიდან მიღებულ მოსავალს შედარებით მოტკბო გემო ექნება.


8.ფილებს შორის რომ ბალახი არ ამოვიდეს, ღრიჭოებში სოდა ჩაყარეთ.


9.მზეზე თუ დაიწვით, აბაზანა გაავსეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, გახსენით წყალში 1ჩ.ჭ. სოდა და მიიღეთ აბაზანა.ტკივილი გაგივლით და მდგომარეობა ბევრად შეგიმსუბუქდებათ.


10.ავტომობილის სალონი შესანიშნავად იწმინდება სოდით. უბრალოდ მოაყარეთ სოდა მშრალი სახით, ჯაგრისით დაამუშავეთ, დააცადეთ 15წთ და შემდეგ ამოასუფთავეთ მტვერსასრუტით.

0
967
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
967
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0