x
image
ალექსანდრე ლექსო
ზღვაში ჩაძირული უძველესი ქალაქები
image

ყველაზე ცნობილი ჩაძირული ქალაქი ატლანტიდაა. მისი ადგილსამყოფელის დადგენა დღემდე ვერ ხერხდება.

გაგაცნობთ არანაკლებად საინტერესო და ისტორიულად ღირებულ რამდენიმე ქალაქს.


საბამახი (გვატემალა)image


გვატემალაში, ატიტლანის ტბაში ჩაძირული ნახევრადლეგენდარული მაიას ტომის ქალაქი 1996 წელს, 35 მეტრის სიღრმეში მყვინთავმა რობერტ საიმონმა აღმოაჩინა.

მეცნიერების ვარაუდით დაახლოებით 2000–3000 წლის წინათ, ვულკანის აქტივობით გამოწვეული მიწისძვრის შედეგად ჩაიძირა. ეს ადგილი ყველაზე მიმზიდველ ადგილად იქცა ტურისტებისათვის.


დვარკა (ინდოეთი)image 2002 წელს ინდოეთის ყურეში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს უძველესი მესოპოტამიური ქალაქი დვარკა. აკვალანგისტების ჯგუფმა, რომელიც წყლის დაბინძურების ხარისხს იკვლევდა მრავალი ნანგრევი აღმოაჩინა. ზოგიერთი მათგანის ასაკი 5–7 ათასი წლის აღმოჩნდა. ქალაქის ჩაძირვა ოკეანის დონის აწევამ გამოიწვია.


ალექსანდრია (ეგვიპტე)image ლომის ქანდაკება კლეოპატრას სასახლიდან


335 წლის მიწისძვრის შედეგად ძველი ალექსანდრიის ნაწილი ზღვაში ჩაიძირა. 1998 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ნანგრევები, მათ შორის კლეოპატრას ცნობილი სასახლეც. ზღვიდან ამოტანილმა მრავალმა არტეფაგმა შეავსო მუზეუმთა კოლექციები. ექსპედიცია დღესაც გრძელდება.


პავლოპეტრი (საბერძნეთი)

image


პავლოპერტი წყალქვეშა ქალაქთაგან უძველესად მიიჩნევა. ის სამხრეთ ლაკონიაში ზღვის ზედაპირიდან სამი–ოთხი მეტრის სიღრმეზეა. მისი ფართობი 30 000 კვადრატულ მეტრს აღემატება.

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი სეისმურად აქტიური რეგიონია. მიწისძვრამ გამოიწვია ქალაქის ჩაძირვა. წყალქვეშ აღმოჩნდა სასახლეები, ძეგლები, საძვალეები და სხვადასხვა ნაგებობები. 2009 წელს ქალაქი რუკაზე იქნა დატანილი.


პორტ–როიალი (იამაიკა)

image პორტ–როიალი 1518 წელს ინგლისელებმა დაარსეს იამაიკის სამხრეთ აღმოსავლეთში. შემდეგში ქალაქი პირატებმა თავის ბუნაგად გადააქციეს. 1682 წლის 7 ივნისის მიწისძვრამ ქალაქის ორი მესამედი ზღვაში ჩაძირა. ადგილობრივმა ეკლესიის მსახურებმა ეს კატასტროფა ცოდვების გამო მოვლენილ სასჯელად მიიჩნიეს.


ჰერაკლიონი და კონოპუსი (ეგვიპტე)


image 1996 წელს ფრანგი წყალქვეშა არქეოლოგების ჯგუფმა ფრანკ გოდიოს ხელმძღვანელობით დაიწყო გამოკვლევები ალექსანდრიასა და რაშიდს შორის მდებარე აბუ–კირის ყურეში. სამწლიანი მუშაობის შედეგად აღმოაჩინეს ქალაქი კანოპუსი, ხოლო 2012 წელს მისი ძმა–ქალაქი ჰერაკლიონი.

ოცწლიანი მუშაობის შედეგად ზღვის დონიდან ამიღეს უამრავი ბერძნული ღვთაებების და ფარაონების ძეგლები, სარკოფაგები, წარწერიანი ქვები.


ბაი (იტალია)

image ბაი– რომაული ქალაქი ცხელი წყაროების გამო არისტოკრატთა საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. მერვე საუკუნეში ქალაქი სარაცინებმა დაიპყრეს, 1500 წლისთვის ქალაქი ფაქტიურად დაცარიელდა. დროთა განმავლობაში ვულკანური აქტივობის შედეგად ზღვაში აღმოჩნდა.

0
232
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0