x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134490
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
აშშ-ში სკოლის მოსწავლეს გაკვეთილიდან ტუალეტში არ გაშვების გამო 1,25 მლნ.$-ს გადაუხდიან
imageინციდენტი 14 წლის მოსწავლე გოგონას 2012 წლის თებერვალში შეემთხვა.


სან-დიეგოს ოლქში, (სამხრეთ-დასავლეთ აშშ) Patrick Henry High School-ის სკოლაში მოწაფეს გადაუხდიან 1, 25 მილიონ დოლარს იმის გამო, რომ მასწავლებელმა გოგონა გაკვეთილის მსვლელობის დროს ტუალეტში არ გაუშვა.


როგორც ინგლისურენოვანი RT-იუწყება, მასწავლებელმა გონია ვოლფმა 14 წლის გოგონა არ გაუშვა ტუალეტში და აიძულა ბუნებრივი მოთხოვნილება დასაკმაყოფილებლად კლასშივე დადებული დამლაგებლის ვედრო გამოეყენებინა.შემდეგ კი მასწავლებელმა გოგონას სთხოვა შარდი საკლასო ოთახის ნიჟარაში გადაექცია.


მოწაფის ადვოკატის განცხადებით გოგონამ დამამცირებელი და ამაზრზენი სასჯელის გამო ძლიერი ემოციური სტრესი გადაიტანა.



გასულ ხუთშაბათს სასამართლომ დაადგინა, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად გოგონას გადაეცეს კომპენსაცია 1, 25 მილიონი დოლარი, ხოლო 41 000 $ სამედიცინო ხარჯების დაფარვისთვის.

ამჟამად გოგონა 19 წლისაა, სწავლობს სხვა სკოლაში და მალე დიპლომს აიღებს.

0
323
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0