x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ვოლგოგრადელმა ქალმა საშინლად იძია შური ქმრის საყვარელზე, რის გამოც საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა

image ვოლგოგრადელმა ქალმა შური იძია ქმრის საყვარელზე, შეჰქმნა რა მის სახელზე აქაუნთი სოციალურ ქსელში, სადაც მისი სახელით ინტიმურ მომსახურებას სთავაზობდა გვერდის მნახველებს.
ვოლგოგრადის ოლქის კრასნოარმეისკის რაიონის მცხოვრებმა ქალმა, ქმრის საყვარელზე ძალზე ეფექტური ხერხით იძია შური, გააკეთა რა მისი სახელით გვერდი ერთერთ სოციალურ ქსელში, სადაც გვერდის მნახველებს ინტიმურ მომსახურებას სთავაზობდა.
როგორც "V1.ru"–ს კრასნოარმეისკის საგამოძიებო სამმართველოში საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა რუსლან კაპიტანჩუკმა განუცხადა, ბრალდებული ქალის ქმარმა ინტიმური ურთიერთობა "გააჩაღა" ქალთან, რომელთან ინტიმური ურთიერთობებისას სურათებს იღებდა მობილური ტელეფონით. მალე ქმრის ღალატის შესახებ გაიგო მისმა ცოლმა, რომელმაც მალულად მოახერხა ქმრის მობილურიდან სურათების გადმოტვირთა, ქმარს გრანდიოზული სკანდალი მოუწყო და ქმარი აიძულა ყოფილ საყვარელთან ყოველგვარი ურთიერთობა გაეწყვიტა.
ესეც არ იკმარა ქმრის ყოფილი საყვარლის დასამცირებლად სოციალურ ქსელში მის სახელზე გახსნა გვერდი, სადაც განალაგა ქმრის ტელეფონიდან ამოღებული სურათები და გვერდის მნახველებს შესთავაზა ინტიმური მომსახურება.
გვერდი მალევე ნახეს გვერდზე განთავსებული სურათების მფლობელის ახლობლებმა, რის თაობაზეც მას აუწყეს ამის შესახებ.
აღნიშნული ქალი უმალვე მიხვდა თუ ვინ იქნებოდა "ფეიკური" გვერდის შემქმნელი და გადაწყვიტა ყოფილი საყვარლის ცოლთან მშვიდობიანად მოეგვარებინა ურთიერთობა და სთხოვა გაეუქმებინა აღნიშნული გვერდი და შესაბამისად სურათებიც წაეშალა, თუმცა გაბრაზებულმა ქალმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. მისი ქმრის ყოფილმა საყვარელმაც პირადი ცხოვრების გასაჯაროებაზე და მისი სახელით გვერდის შექმნის გამო, სადაც მისი სახელით სოციალური ქსელის მომხმარებლებს ინტიმურ მომსახურეობას სთავაზობდნენ, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა საჩივრით. გამოძიების პერიოდში ბრალდებულმა აღიარა ყველაფერი და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედებები. სადღეისოდ მისი საქმე გადაეცა სასამართლოს, სადაც სასამართლო გამოიტენს დადგენილებას.

0
108
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0