x
image
melody_inside
კატასტროფის წინასწარმეტყველება: ნეაპოლში წმინდა იანუარის სისხლი არ გათხელდა
მილიონერები აშშ-ში საჩქაროდ აფორმებენ სადაზღვევო ხელშეკრულებას აპოკალიფსის შემთხვევისთვის. ევროპული მედია ვარაუდობს, რომ მდიდარი ამერიკელები შეაშფოთა საიდუმლოებით მოცულმა მოვლენამ, რომელიც 2016 წლის მიწურულს მოხდა და პოლიტიკური ახალი ამბების ქარბობალაში ბევრმა უბრალოდ არ მიაქცია ყურადღება.

image
ეს მოხდა ნეაპოლში, ადგილობრივ საკათედრო ტაძარში. სწორედ აქ წელიწადში სამჯერ, მრავალი წლის განმავლობაში ზედიზედ ხდებოდა ის, რასაც მილიონობით ადამიანი
მსოფლიოში კრძალვით უწოდებს დიდ სასწაულს _ პატარა ფლაკონში წმინდა დიდმოწამის, იანუარის სისხლი აუხსნელი გზით იწყებს „დუღილს“.

image

მაგრამ ამჯერად ასობით მომლოცველმა სიხარულის მაგივრად ღრმა შოკი განიცადა. რადგან, როგორც არ აკვირდებოდნენ წმინდა ჭურჭელს, რამდენიც არ ილოცეს _ მაგრამ სასწაული არ მოხდა. ეს ახალი ამბავი წამში გავრცელდა იტალიაში და ადგილობრივებმა მაშინვე შიშით დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ ეს მსოფლიო კატასტროფის მომასწავლებელია. ასეთი რამ, წმინდანის სისხლი რომ არ „ადუღდა“- უკვე ხომ რამოდენიმეჯერ მოხდა. და ყოველ ჯერზე რაღაც საშინელება ხდებოდა: ან მიწას ბუნებრივი კატაკლიზმები არყევდა, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე მიჰქონდა, ან სისხლისმღვრელი ომი იწყებოდა.

image

ცნობილია, რომ იანუარი მღვდელი იყო და სიკვდილი არჩია რწმენის უარყოფას. ასი წლის შემდეგ, სახალხო დიდება ნამდვილ კულტში გადაიზარდა. დღესდღეობით ნეაპოლში წმინდანის საგანძურიც კი არსებობს, და რა თქმა უნდა, მთავარი განძი, წმინდა იანუარის გამხმარი სისხლი.

image

მილიონობით მორწმუნეს აღელვებს კითხვა: როგორ ახსნან წინასწარმეტყველება, რომელიც ახლახანს მოხდა ნეაპოლში. სისხლი არ გათხელდა, რასაც, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ყოველთვის დიდ კატასტროფამდე მივყავართ.


წმინდა იანუარის მუზეუმის დირექტორი პაოლო იორიო: „მაგალითად, ეს სასწაული არ მოხდა 80-იან წლებში, რის შემდეგაც ნეაპოლში საშინელი მიწისძვრა მოხდა. და შეიძლება, ეს ისევ უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევა მოხდა მაშინვე, როცა სისხლი არ „ადუღდა“. ყველაზე საშიში გაფრთხილება მოხდა 1939 წლის გაზაფხულზე, მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ“.

და მაინც, საინტერესოა, რას ფიქრობს ამის შესახებ ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენელი, მონსენიორი ვინჩენცო დე გრიგორიო.

ვინჩენცო დე გრიგორიო, აბატი: „ ჩვენთან ყველა ის შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც წმინდა იანუარის სისხლი არ გათხელდა. დამთხვევა ნამდვილად ძალიან ბევრია, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ: უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა 22-ჯერ დაფიქსირდა“.


პადრემ გაახმოვანა ის, რაზეც სააბატო დუმილს ამჯობინებდა - მსოფლიო ისტორიაში მრავალი სამწუხარო მოვლენა ხდებოდა იმ წლებში, როდესაც სისხლი არ თხელდებოდა, მაგრამ უმეტეს წილად ეს ხალხის ცრურწმენაა - გადმოსცემს ნეაპოლიდან НТВ -ს კორესპოდენტი ანდრეი სუხანოვი.




იხილეთ ასევე:


1. რის გამო უნდა რცხვენოდეს კათოლიკურ ეკლესიას ( ნაწილი I )


2. რის გამო უნდა რცხვენოდეს კათოლიკურ ეკლესიას ( ნაწილი II )


3. საშინელი წინასწარმეტყველება ისლამურ ომზე


4. 12 სიღრმისეული აზრის მქონე გამონათქვამი რწმენაზე, რაზეც ღირს დაფიქრება


5. რელიგიის შესახებ დაწერილი საუკეთესო აფორიზმები და ციტატები


6. დაუჯერებელია: აი რა იწინასწარმეტყველეს ექსტრასენსებმა 2017 წლის შესახებ!


7. ვატიკანი პანიკაშია! თურქეთში უძველესი ბიბლია აღმოაჩინეს.


8. ცუდი წინასწარმეტყველება დონალდ ტრამპზე!


9. ვისი რწმენაა ყველაზე კარგი?


10. 7 რამ, რაც არ შეიძლება გულსაკიდ ჯვართან დაკავშირებით

0
1627
7-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0