x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული ინფორმაცია სამედიცინო თემაზე?
imageსად მოვიპოვოთ სიახლეები სამედიცინო სფეროდან?როგორ გავიგოთ რა გვშველის და რით უნდა ვიმკურნალოთ?ალბათ იქ სადაც სხედან სამედიცინო ექსპერტები:სოციალურ ქსელებში და სამედიცინო ფორუმებში.

მაგრამ რამდენად კვალიფიციურები არიან ეს "ექსპერტები" და უნდა გვჯეროდეს ყველაფერი რასაც წერენ?


თვით ყველაზე თავგადაკლული მკითხველიც კი ხვდება, რომ ყველაფრის დაჯერება არ შეიძლება.


ბრიტანელმა ჯანდაცვის მუშაკებმა პირველი ატეხეს განგაში ინტერნეტში გავრცელებული სამედიცინო თემაზე აუარებელი ფეიკ ინფორმაციის გავრცელების გამო.



გაზეთმა "Independent" -მა აღმოაჩინა, რომ გასულ წელს 20 სტატია მარტო თემაზე სათაურით "კიბო" გავრცელდა, რომელთა უმეტესობა "ფეიკი" იყო და მისი ნამდვილობა უარყვეს სპეციალიტებმა.


როგორც ამერიკელი ჟურნალისტი მედიცინის სფეროდან აივენ ორანსკი აცხადებს, მსგავს პუბლიკაციებში ხშირად არის სიმართლის მარცვალი, თუმცა დასკვნები უმეტეს შემთხვევაში არასწორია და ნაჩქარევი.


მაგალითად ავიღოთ სტატია რაიმე ახალ ლაბორატორიულ კვლევაზე, სადაც ექპერიმენტის შედეგად კიბოს უჯრედების განადგურებული იქნა.

მაგრამ ლაბორატორიიის პირობებში არც ისე ძნელია კიბოს უჯრედების ან აივ ინფექციის ვირუსის განადგურება, აღნიშნავს ექსპერტი-მე ვიცი, რომ ეს ჩვეულებრივი ბენზინითაც კი მოახერხეს.ამასთანავე თაგვებზე ექსპერიმენტი იმას არ ნიშნავს, რომ იგივე ეფექტი ექნება ადამიანებზე.


ამიტომ არ შეიძლება ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა.ასე მოხდა, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ კანადის, იაპონიის და ჩინეთის ლაბორატორიებში სწავლობენ ჩვეულებრივი ბაბუაწვერას ფესვების ეფექტურობა სისხლის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად.


სწორედ ამ სტატიას ჰქონდა შარშან ინტერნეტით ყველაზე მეტი გაზიარება-1 400 000.

image

გასაგებიცაა, აღნიშნავს ორანსკი-სექსი შესანიშნავად იყიდება და ტრაგედიაც. სიტყვა "იკურნება" სათაურში, -ესეც კარგად იყიდება, ამასთანავე თუ ჩაამატებთ სიტყვებს:"შესაძლებელია", "მეცნიერები იმედოვნებენ", "მომავლისთვის"-ეს არავის აინტერესებს და არც აიმედებს.


როგორ გავარჩიოთ ნამდვილი სამედიცინო ახალი ამბავი ყალბისგან?


ენდე მაგრამ გადაამოწმე:"თუ ცნობა ძალიან კარგია, რომ სიმართლე იყოს, სასიამოვნოა და ალბათ ეს ასეც უნდა იყოს..მე მესმის, რომ ზოგჯერ სკეპტიციზმი შეიძლება მტრულად იყოს აღქმული, -აღნიშნავს ორანსკი-ამისთვის კი არსებობს ისეთი სერიოზული რესურსი, როგორიცაა healthnewsreview.org, რომელიც ძალიან მკაცრად აკონტროლებს პუბლიკაციებს."


მე პირადად არცერთი პუბლიკაციის არ მჯერა, რომელიც "ფეისბუქში" ქვეყნდება სამედიცინო თემაზე, თუ მისი პირველწყარო არ არის აღებული რომელიმე სოლიდური სამედიცინო გამოცემიდან, აღნიშნავს ექსპერტი.


"რაიმე სტატიის წაკითხვის შემდეგ ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს, ეძიეთ მისი დადასტურება რომელიმეს სხვა სოლიდურ წყაროში.

ექსპერტის შეფასება შეიძლება იყოს ძალზე ეფექტური, რომელიც გამოავლენს სიყალბეს, რადგან ისტორიამ იცის მაგალითები, როდესაც შეთითხნილი იყო არა მარტო სამედიცინო სიახლეები, არამედ თავად ექსპერიმენტის შედეგებიც."


"British Medical Journal", "Lancet", "New England Journal of Medicine", "Journal of American Medical Association" (JAMA)-აი "დიდი ოთხეული", რომლის ინფორმაციას ექსპერტის აზრით ყველაზე დიდად უნდა ენდო.


იხილეთ აგრეთვე:image
ბრიტანელი ქალი ყოველ დილით სვამს სპერმას, იმისთვის რომ ახალგაზრდობა შეინარჩუნოს


ნომოფობია-XXI საუკუნის დაავადება


აბები, რომელიც ათასები ღირს ანუ 5 ყველაზე ძვირი წამალი მსოფლიოში


პოპულარული მკურნალობის მეთოდები, რომელიც რეალურად უშედეგოა


10 ყველაზე დაუჯერებელი სამედიცინო რეკორდი



0
70
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0