x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შალვა გამოჩნდა!

ლეიბორისტების დუმილი ორშაბათს დაირღვევა. „მშრომელთა პარტია“ 11 ივნისს პირველ საათზე მეტეხის ეკლესიასთან სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
როგორც „ლეიბორისტების“ პრესსამსახურის უფროსმა ქეთი დოლიძემ თქვა, განცხადებას პარტიის პოლიტიკური კომიტეტი გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 4 მაისის შემდეგ „ლეიბორისტულ პარტიას“ ტრადიციული ბრიფინგი არ ჩაუტარებია. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტოვებს პოლიტიკურ სივრცეს და მასთან ერთად „ლეიბორისტებიც“ წყვეტენ არსებობას.
რამდენიმე დღის განმავლობაში, პარტიის არც ერთი წარმომადგენელი კომენტარს არ აკეთებდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
თუმცა, 6 ივნისს, ექსლკუზიურად შალვა ნათელაშვილის ვაჟმა ბექამ განუცხადა, რომ „ლეიბორისტების“ ლიდერი მომავალ კვირაში განცხადებას გააკეთებდა.
ბექა ნათელაშვილი "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერია.

0
41
3-ს მოსწონს
ავტორი:lazyhit.com
lazyhit.com
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0