x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კვერცხის მოხარშვის ყველაზე სწორი მეთოდი

ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ, კვერცხს ნაჭუჭი ისე სძვრება, როგორც ადამიანს ქუდი ქარიან ამინდში!
«რთულად გასაფრცქვნელი» კვერცხის პრობლემა ყველას ჰქონია. მაგრამ, მისი მოგვარება ადვილად შეიძლება და ამისთვის, მხოლოდ ქინძისთავი ან ჭიკარტი არის საჭირო, კვერცხის მომრგვალებულ მხარეს პატარა ნახვრეტის გასაკეთებლად.


image

image

1. ხარშვის დაწყებამდე, კვერცხი მაცივრიდან წინასწარ უნდა გამოიღოთ, რომ ოთახის ტემპერატურამდე გათბობა შეძლოს.

2. გაუკეთეთ კვერცხს პატარა ნახვრეტი მომრგვალებულ მხარეს.


image


გაითვალისწინეთ, რომ ეს ნახვრეტი ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ. ის არც ძალიან დიდი უნდა იყოს და ყველაზე მთავარი ის არის, რომ კვერცხის ნაჭუჭი არ უნდა გაიბზაროს.

შენიშვნა: ნუ ინერვიულებთ, კვერცხიდან არაფერი გამჟონავს, რადგან იმ მხარეს ცარიელი კამერა არის. ასე, რომ, ნუ დაიძაბებით და მშვიდად იმოქმედეთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ძალიან ღრმად არ უნდა ჩაარჭოთ წვეტიანი ნივთი – კვერცხის დამცავი აპკი არ უნდა დაზიანდეს.

ასე უნდა გამოიყურებოდეს ნახვრეტი კვერცხზე!


image


თუ ყველაფერი გამოგივიდათ, უკვე მოხარშვაც შეიძლება!

3. ჩადეთ კვერცხი ადუღებულ წყალში კოვზის გამოყენებით. თოხლოდ მოხარშული კვერცხი თუ გინდად, 6–7 წუთი ხარშეთ, ხოლო 7–10 წუთი, იმ შემთხვევაში, თუ გინდათ, რომ უფრო მაგრად მოიხარშოს.


4. მოხარშულ კვერცხს ცივი წყალი გადაავლეთ.

სულ რამდენიმე წამი არის საჭირო, კვერცხისთვის ნაჭუჭის მოსაცილებლად.


image


მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ხრიკი მართლაც მუშაობს.


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


როგორ მოვხარშოთ კვერცხი სწორედ!

როგორ უნდა მოვხარშოთ კვერცხი, რომ გარედან გული იყოს, ხოლო შიგნით ცილა

კლასიკური რჩევები სამზარეულოსთვის, ცნობისმოყვარე დიასახლებისთვის

ხრიკები, რომლებსაც შეფ-მზარეულები სამზარეულოში იყენებენ

20 აქტუალური რეტრო-რჩევა ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევისთვის

0
1741
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1741
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0