x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჯვარი ვაზისა - წმიდა ნინოს ცხოვრება (ნაწილი1)
image


***

ზაბილონმა ოჯახს გამოუცხადა, მეუდაბურედ უნდა წავიდეო:

-მივდივარ ღვთის მიმართ რწმენით, ის მუდამ იზრუნებს თქვენზე, ნეტარებას


მოგანიჭებთ, ღმერთი ანგელოზებს გამოგიგზავნით, ისინი მოგიტანენ ჩემს ამბავსმ დაგიფარავენ ყოვლისა ბოროტისაგან, ზაბილონმა ნინო გულში ჩაიკრა, სახე ცრემლით დაუსველა, ღმერთს შეავედრა თავისი ასული.

- სუსტი და უსუსური ხარ, შვილო ჩემო, მაგრამ ეცადე, სულით იყო ძლიერი. ღვთისმძობელ მარიამს შეგავედრებ. ამიერიდან ის იქნება შემი მფარველი. გულში სამუდამოდ ჩაინერგე ღვთის სიყვარული, მუდამ მორჩილი იყავი ზეციერი მამისა, იგი არის მამა ობოლთა, მსაჯული ქვრივთა, ბიძაშენი, იერუსალიმის პატრიარქი, იზრუნებს შენზე. მიბაძე ღირსეულ მენელსაცხებლე დედათა ქრისტეს სიყვარულში, თუ მათსავით შეიყვარე მაცხოვარი, მაშინ მისგან მიიღო ყოველივე, რაოდენი ითხოვო. ცოდნა, რომელიც წამებულმა მოწაფეების საშუალებით გაავრცელა, სწრაფად მოედო დედამიწას. იმავე ცოდნას დაეწაფე, შვილო ჩემო, ის მისცემს აზრს შენს ცხოვრებას, უკვდავგყოფს ამქვეყანაზე.

იერუსალიმში ოჯახით ჩასული ზაბილონი მეუღლისაგან გაიმიჯნა, შვილი ნინო ღმერთსა და ღვთისმშობელს შეავედრა, ხოლო თVითონ, ღირს მამათა მსგავსად, იორდანეს მიაშურა. იერუსალიმის პატრიარქმა თავისი და, ზაბილონის ცოლი სუსანა, მსახურად მისცა დედათა უძლურთა, ხოლო გამორჩეული ღმრთისა, ნეტარი ნინო ღვთისმოშიშ დედაკაც სარას. ნინო სარასთან ორი წელი იმყოფებოდა და მისგან სწავლობდა საღმრთო რჯულს, ვინაიდან სარამ ყოველივე უწყოდა ქრისტეს ცხოვრებისა: ხარებისა, ნათლისღებისა, ჯვარცმისა, ამაღლებისა, ტილოთა და კვართისა....

ნინო დრედაღამ ლოცულობდა, შესთხოვდა უფალს, რათა ღირს ეყო იმ ადგილის ხილვისა, სადაც მაცხოვრის კვართი იყო დაფლული. მუხლმოყრითა და სეუსვენებლივ ევედრებოდა ღვთისმშობელის ხატს, რათა უმჯობესად წარემართა სული მისი.

იმ დროს წმინდა ადგილების თაყვანსაცემად იერუსალიმში ეფესელი დედაკაცი ჩავიდა. ეფესელი დედაკაცი, წმინდა ადგილების მოლოცვისა და გლახაკთათვის მოწყალების გაცემის შემდეგ, თავის ქვეყანაში დასაბრუნებლად განემზადა. მაშინ ღვთისმშობელი გამოეცხადა ნინოს სიზმრად:

ჩიტის ჭიკჭიკი ჩაესმა მძინარე ნინოს. ჩიტის ხმა თანდათან ძLიერდებოდა. უეცრად გარემო უცნაურად განათდა. ნინო თითქოს აიტაცეს და იმ სენაკის წინ დასვეს, რომელშიც ღვთისმშობელი ცხოვრობდა. მის სარეცელს ვაზის ვეებერთელა ყლორტები ფარავდა.

ნინომ უზარმაზარი ნათელი სვეტი შენიშნა, ციდან დედამიწისკენ რომ ეშვებოდა; იგი თვალს ვერ აცილებდა ამ ვეებერთელა, თვალისმომჭრელ სინათლეს; შიშმა შეიპყრო, გაირინდა. ხედავდა, ცაზე ვარსკვლავები როგორ კამკამებდნენ. ნაწილი დედამიწისკენ გამოეშურა, ნაწილმა კი თავი ზეცას შეაფარა.

ნინოს მოეჩვენა, თითქოს ღვთისმშობელი დედამიწაზე ჩამოდიოდა, გარშემო ყველაფერი გამოცოცხლდა, ყველაფერს სული ჩაედგა.

ნინომ ცხადად დაინახა, ზეცაში ახლად გაჩენილ ქულა ღრუბელზე მთლად ნათლით მოსილი ღვთისმშობელი როგორ მოაბიჯებდა.

ღვთისმშობელი ნინოსთან მივიდა, თავზე ხელი დაადო და უთხრა:

- ნინო, მოწაფეო მაცხოვრისა, წარგავლინებ შენ ჩემს წილხვედრ ჩრდილოეთის ქვეყანაში - ქართველთა ერის საქადაგებლად. წადი, მხნედ, უშიშრად უქადაგე ჭეშმარიტი სარწმუნოება. დღეიდან შენ იქნები მათი მოძღვარი.

ამ სიტყვებით ღვთისმშობელმა თავისი საწოლის თავზე რტოებგადმოფენილი ვაზი დაიწია, ორი გაძლიერებული ლერწი ვაზისა მოტეხა, მისგან ჯვარი შეკრა და ნინოს ხელთ მისცა:

- ამიერიდან ეს ჯვარი იქნება შენი მფარველი, ამ ნიშნით დასძლევ ეშმაკს, ეს ჯვარი დაგიცავს მაცდურისაგან, მოგცემს ძალას, შეგაძლებინებს ქადაგების კეთილად წარმართვას. ჩრდილოეთის ქვეყანაში გაავრცეკე რწმენა ჩემი ძისა, იესო ქრისტესი. ამიერიდან შენ იქადაგებ ქრისტეს რჯულს ჩემს წილხვედრ ქვეყანაში.

-დედოფალო, როგორ შევძლო შენი იმედის გამართლება, მე, უცხო, უსწავლელმა ქალმა. რა უნდა მქონდეს იმის ნიშნად, რომ მიწინამძღვროს ყოველ საქმეში?

-ჯვარი ვაზისა ხელთ გიპყრია! ახარე მათ სიხარული პირითა შენითა. დღეიდან შენს ხელებს ექნება ძალა სნეულთა განკურნებისა. უწინასწარმეტყველე მათ ქვეყანას აღორძინება, გამრავლება ვითარცა ფრინველთა ცაში და თევზთა ზღვაში. დალოცე ისინი. მე მუდამ შენი მფარველი და შემწე ვიქნები, არასოდეს მიგატოვებ!

ნინო მუხლებზე დაეცა ღვთისმშობლის წინ და შეღაღადა:

-კურთხეულო დედოფალო, მარად ვიქნები ქრისტეს სჯულის მქადაგებელი ამ ქვეყანაზე.

ნინოს გამოეღვიძა, გაოგნებულმა იქაურობა მოათვალიერა და მიხვდა: სიზმრად ვიხილეო ღვთისმშობელი, ნინოს ხელთ ჯვარი ეპყრა, ვაზის ტოტისგან შეკრული. ამ საოცრების მნახველი მთელი ტანით აცახცახდა, შეშინებულმა გათენებისთანავე პატრიარს მიაშურა, ყოველივე აუწყა და ჯვარი ვაზისა უჩვენა, თან შეევედრა:

- წარმავლინე, მამაო, ჩემდამი საღმრთო ბრძანების აღსასრულებლად! (გაგრძელება იქნება)

0
67
7-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0