x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსულმა გამოცემებმა და ინტერნეტ საიტებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია ქართული ლეგიონის მიერ პოზიციების დატოვების და საქართველოში წამოსვლასთან დაკავშირებით, რაც მტკნარი სიცრუეა

image ნათქვამია: "მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო", ასე მოიქცნენ რუსები როცა რუსულ გამოცემებში და ინტერნეტ საიტებზე უკრაინის თვითაღიარებული სეპარატისტული რესპუბლიკის–"ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელეს დეზინფორმაცია–უკრაინაში უკრაინელების მხარეს მებრძოლმა ქართულმა ლეგიონმა თვითნებურად მიატოვა პოზიციები საომარი მოქმედების ზონაშიო!
"უკრაინის ძალოვანი უწყების რიგებში მებრძოლი ქართული ლეგიონის მებრძოლებმა, დონბასში თვითნებურად მიატოვეს საბრძოლო პოზიციები საომარი მოქმედების ზონაში ხელფასის გადაუხდელობის გამო და გადაწყვიტეს დაბრუნდნენ საქართველოში", ასეთი ინფორმაცია გაავრცელა "ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის სახალხო მილიციის წარმომადგენელმა ანდრეი მაროჩკომ.
"38–მა დაქირავებულმა ქართული ლეგიონიდან, უკრაინის 54–ე ბრიგადის 25–ე ცალკეული ბატალიონის რიგებიდან, პოპასნიანსკის რაიონის დასახლებული პუნქტის (ტროიცკოე) მიმდებარე პოზიციები დატოვა ბრიგადის მეთაურთან გორბატიუკთან კონფლიქტის გამო (ხელფასის გადაუხდელობის ნიადაგზე), 24 იანვარს დატოვეს პოზიციები ჩასხდნენ ავტობუსში და გაემართნენ ხარკოვში საქართველოში დაბრუნების მიზნით"–ასე განუცხადა მაროჩკომ ჟურნალისტებს.
მაროჩკოს თქმით, სწორედ ამ მებრძოლებმა ქართული ლეგიონიდან, განახორციელეს წარმატებული შეტევა თვითაღიარებული "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" მიმართულებით და წარმატებული ოპერაციის შედეგად წინ წაწიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები სვეტლოდარის რაიონში.
მე ასე თუ ისე საკმაოდ კარგად ვიცნობ რუსული "იდეოლოგიური მანქანის" მუშაობის პრინციპს, სამაჩაბლოში 2008 წელს მომხდარი საომარი მოქმედებების დროს რუსული მხარე დაჭრილ სამოქალაქო ქართულ მოსახლეობას ოსურ მოსახლეობად "ასაღებდა". შესაბამისად ვთვლი და სარწმუნო წყაროს მეშვეობით ამ ინფორმაციის გადამოწმების მერე ვაცხადებ: ქართულ ლეგიონს პოზიციები არ დაუტოვებია, ქართველები დგანან საბრძოლო მოქმედების ზონაში წინა ხაზზე და არსად წასვლას არ აპირებენ.
წერონ და იკითხონ მათთვის სასურველი ინფორმაცია ოკუპანტებმა, ფაქტი ერთია საზოგადოებამ უკვე ისწავლა სიცრუის და სიმართლის გარჩევა.
შესაბამისად რუსული პრესით და ინტერნეტ საიტებით გავრცელებული დეზინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

0
390
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0