x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508492
ფანჯრიდან დანახული რეალობა

მე ვზივარ ჩემს პატარა ოთახში, რომელსაც აქვს ფანჯარა და რატომღაც რაღაც ძალამ მიბიძგა ფანჯარასთან მივსულიყავი და გამეხედა.აღმოვაჩინე, რომ ზაფხული დამდგარიყო, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. საათს გავხედე და სამი საათი ყოფილიყო. უცბად ისევ ფანჯრისკენ გავიხედე, ჩემს წინ ძალიან ლამაზი სანახაობა იყო, პატარა და მშვენიერი ბაღი.ბაღში იყო ბიჭი რომელიც აშკარად ვიღაცას ელოდებოდა(საათს უყურებდა). ბიჭი დაახლოებით 18 წლისა იქნებოდა, გარეგნობით იყო მაღალი და სიმპათიური. და აი უცბად გამოჩნდა გოგო. ის ძალიან ლამაზი იყო, ქერა და ცისფერთვალება. ბიჭს გაუნათდა სახე, თვალები გაუბრწყინდა. გოგოს ხელი მოკიდა და გულში მაგრად ჩაიკრა. ძალიან ბევრი დაკარგეთ ამ სცენისთვის, რომ არ გიყურებიათ, რადგან ისეთი თბილი და ნამდვილი სიყვარული ჩანდა, რომ ასეთ რამეს ადამიანი იშვიათად თუ ნახავს ან გაიგებს ვინმესგან. ამ სცენით ძალიან ვისიამოვნე და მომინდა იმ გოგოს ადგილზე ყოფნა...
და აი დადგა მეორე დღე, ეს დღე მნიშვნელოვანი იყო რადგან, 14 თებერვალი ანუ სიყვარულის დღე იყო. რატომღაც ისევ იმ დროს (3 საათზე) მომინდა ფანჯარაში გახედვა და აი რას ვხედავ, გოგო ზის ბაღში სკამზე და უჭირავს დიდი და ლამაზი ყუთი, რომელშიც ბევრი ტკბილეული ედო. უნდოდა თავისი მეორე ნახევარი ამ საჩუქრით გაემხიარულებინა. აი მოვიდა ბიჭი, რომელმაც პატარა და საყვარელი ყუთი მოიტანა. გოგოს ეწყინა რადგან უფრო დიდ და უკეთეს საჩუქარს მოელოდა. ბიჭმა მოულოდნელად საზარელი რამ უთხრა გოგოს. უთხრა რომ მას აღარ უნდოდა მისი შეყვარებული ყოფილიყო. და უცბად გოგომ საშინელი ტირილი მორთო, ამ დროს კი ბიჭმა გოგოს დაუჩოქა და უთხრა, რომ არ უნდოდა მისი შეყვარებული ყოფილიყო, რადგან მისი ცოლად შერთვა სურდა, უნდოდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად გაეტარებინა და ლამაზი ოჯახი ჰქონოდათ. გოგოს სახე გაუბრწყინდა და ამ დროს ბიჭმა გოგოს ბეჭედი გაუკეთა და გულში მაგრად ჩაიკრა. ალბათ ყველა გოგოს გაგიჩნდებათ სურვილი საყვარელი ადამიანისგან ასეთ თბილი და სასურველი სიურპრიზის მიღების..ასეთი სუყვარული ხომ მარადიულია და მას დროც კი ვერ გააქრობს.. '' და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ'' ... თუ მოგეწონათ ჩემი სტატია მოიწონეთ და თქვენი აზრი კომენტარის სახით დატოვეთ. ეს არის ჩემი პირველი სტატია და იმედია მოგეწონებათ.

3
123
7-ს მოსწონს
ავტორი:ოცნებების ღამე.
ოცნებების ღამე.
123
  
2012, 10 ივნისი, 16:17
:):-* გაიხარეთ, ასე ლამაზად გაგეტარებინოთ ეს ხრიოკებით და აყალ მაყალი მოფენილი წუთისოფელი.
2012, 10 ივნისი, 12:21
ძალიანნ ლამაზიაა :))
2012, 9 ივნისი, 23:19
რატომღაც მე,ბებია,ილიკო და ილარიონი გამახსენდა :D :D:D
ბოლო სტრიქონი კარგადაა დაწერილი,ეტყობა უგრძვნია კაცს უგრძვნია.
კარგი იყო.
0 1 3