x
image
მთვრალი12
"ჩვენი მოქალაქეები დაამცირეს და ღირსება შეულახეს..."

image
"ძალიან ცუდად მოექცა ისრაელის სასაზღვრო სამსახური 24 ქართველს ახლახანს აეროპორტში.
ეს მითხრეს იმ ქართველებმა, რომლებიც 22 იანვარა ქვეყანაში არ შეუშვეს და 4 დღე ციხეში ამყოფეს.
თურმე, ჰიგიენის ნორმები არ იყო სათანადოდ დაცული. საკვები კი არასაკმარისი და უვარგისი იყო. შექმნილი იყო არაადამინური პირობები.
გავიგეთ, რომ ქართველების ნაწილი ისრაელში დასარჩენად უნებართვო ხერხებს მიმართავს და ამის გამო, ბევრი კეთილსინდისიერი მოქალაქე იჭყლიტება, მაგრამ ციხეში რატომღა სვამ და თანაც, ამდენი... ხნით?
ადექი და უკან გააბრუნე.
ჩვენი მოქალაქეები დაამცირეს და ღირსება შეულახეს.
გაუსაძლისი პირობების გამო, დაკავებულები თანახმანიც კი იყვნენ, რომ ვადამდელი დასაბრუნებელი ბილეთი საკუთარი თანხით შეეძინათ, მაგრამ ამაზეც უარი უთხრეს.
საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვაში საქართველოს მთავრობა სათანადოდ არ ჩაერია. დიპლომატიური მისია, პრაქტიკულად, უმოქმედოდ იყო. კონსულის ადგილზე მისვლამ არაფერი შეცვალა. ეს უფრო ვალდებულების მოხდას ჰგავდა.
ამიტომ, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და დიპმისიას ეკისრებათ.
უფრო მეტიც, ასეთი უმოქმედო დიპლომატები - ისრაელში საქართველოს ელჩი და კონსული უნდა გადადგნენ და საგარეო საქმეთა მინისტრიც მიჰყვეს.
ოთხი დღის მანძილზე როგორ არ შეიძლებოდა ისრაელის ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვა? ეს რა უპასუხისმგებლობაა?
მესმის, ისრაელს საკუთარი უსაფრთხოების სტანდარტები აქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოქალაქეების დაცვის სტანდარტები უნდა გვქონდეს
" - წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში და ასე აფასებს ისრაელში მომხდარ ფაქტსimage

0
92
2-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0