x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ შევინარჩუნოთ ვარცხნილობა ქუდის ქვეშ - ეს ხერხი ცხოვრებას გაგიმარტივებთ!
image
სამწუხაროა, როცა საკმაოდ დიდ დროს ვხარჯავთ დილით ვარცხნილობის გაკეთებაზე, ქუდის დახურვის შემდეგ კი ყველაფერი წყალში გვეყრება. არადა გარეთ ზამთარია...ყინვა... გაყინვას ვარცხნილობის გაფუჭება სჯობსო - ვიმშვიდებთ თავს., მაგრამ მაინც გული გვწყდება. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ რჩევას, რომელთა წყალობით შეძლებთ ქუდის ქვეშ ვარცხნილობის შენარჩუნებას.


1. ნუ გამოიყენებთ ვარცხნილობის ფიქსაციისთვის განკუთვნილ საშუალებებს


image

ბევრი ფიქრობს, რომ ლაქებისა და მუსების აქტიური გამოყენება სრულიად შეინარჩულებს ვარცხნილობას ქუდის ქვეშაც კი. ეს მითია. ქუდი ქმნის სათბურის ეფექტს, რის გამოც დასაფიქსირებელი საშუალებების გამოყენებით მიღებული ვარცხნილობა ფორმას კარგავს. მუსებისა და ლაქებისგან თმა მოცულობას უფრო დაკარგავს, ვიდრე ლამაზ ვარცხნილობას შეინარჩუნებს.

2. გამოიყენეთ მშრალი შამპუნი


image

ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს თმისთვის მოცულობისა და ტექსტურის მისაცემად საუკეთესო საშუალებაა მშრალი შამპუნი ან თმის პუდრი. მშრალი შამპუნის გამოყენება შემდეგნაირად უნდა მოხდეს: შეანჯღრიეთ ბოთლი და შეაფრქვიეთ შამპუნი თმას 10-15 სმ-ის მოშორებიდან. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ თმის ძირაბს. დაიცადეთ რამდენიმე წამი და კარგად დაივარცხნეთ თმა რაც შეიძლება ხშირი სავარცხლით ან ჩოთქით, რათა მოშორდეს ზედმეტი შამპუნი. თუ პუდრს იყენებთ, ჯერ ცოტაოდენი დაიტანეთ თმის ძირებზე, შემდეგ კი თითებით ჩამოიბერტყეთ თმს დარჩენილ სიგრძეზე. სულ ესაა!



3. არ დაიხუროთ ქუდი ნოტიო თმაზე


image

ვარცხნილობის შესანარჩუნებლად, არ დაიბადოთ თავი უშუალოდ სახლიდან გასვლის წინ: თმამ უნდა მოასწროს მთლიანად გაშრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუდის ქვეშ ნოტიო თმა მოულოდნელ ფორმას მიიღებს.

4. გრძელი და მოცულობითი ვარცხნილობისათვის, ქუდის დაფარებამდე შეიკარით თმა


image

თავი მოუყარეთ თმას, დაახვიეთ გორგლად და ბოლო დაიმაგრეთ სამაგრით. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ რეზინი, რადგან ის დატკეპნის თმას. ქუდის მოხდის შემდეგ, უბრალოდ მოიხსენით სამაგრი - თმა მშვენიერ კულულებად გაიშლება.

5. გადაიწიეთ ქუდი ოდნავ უკან


image

თუ ე.წ. "ჩოლკას" ატარებთ, დაიმაგრეთ იგი თმის სამაგრებით, შემდეგ კი დაიხურეთ ქუდი. თუ "ჩოლკა" არ მაგრდება, ჩამოუშვით ქუდის ქვეშ, თავისუფლად, ქუდი კი ოდნავ უკან გადაიწიეთ.

6. გამოიყენეთ ბუნებრივი ანტისტატიკი - ვარდის ზეთი


image

დაიტანეთ ვარდის ზეთის ერთი წვეთი სავარცხელზე და თმა აღარ დაიმუხტება.

7. ატარეთ მხოლოდ ბუნებრივი მასალის ქუდი


image

მნიშვნელოვანია, რომ ძაფი, რომლითაც ქუდია ნაქსოვი, არ შეიცავდეს 30%-ზე მეტ ხელოვნურ ბოჭკოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავის კანი გამუდმებით გაიოფლება. ამას გარდა, ხელოვნური მასალის ქუდები თმის დამუხტვასაც იწვევს.

8. თავის მასაჟი თმას მოცულობას დაუბრუნებს


image
თუ ვარცხნილობაზე მოცულობის მიცემა გსურთ, ქუდის მოხდის შემდეგ თავი დახარეთ და ფრთხილად გაიკეთეთ თმის ძირებზე მასაჟი დაახლოებით 30 წამის მანძილზე (მოძრაობა კისრიდან შუბლისკენ).


ასევე საინტერესოა:

1. როგორ მივხვდეთ 2 წამში კომფორტული იქნება თუ არა ახალი ფეხსაცმელი - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

2. რატომ აქვს ქალის საცვლებს ჯიბე? - შეკითხვა, რომელიც ბევრ ქალს გასჩენია

image

3. 10 რამ, რაც 2017 წელს მოდიდან გადავა - 3 და 8 განსაკუთრებით ბევრს გაახარებს!

image

4. ქალის 9 ვარცხნილობა, რომელიც მამაკაცებს ყველაზე მეტად მოსწონთ

image

5. რატომ იცვამს ქალი კაბას და მამაკაცი - შარვალს? - ეს ბევრმა არ იცის!

image








0
975
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
975
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0