x
„კოლხეთის თასის“ ფინალს თბილისი უმასპინძლებს

image


28 იანვარს თბილისში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირის – „კოლხეთის თასის“ ფინალური შეხვედრები გაიმართება. ჩემპიონატის სპონსორია საქართველოს კუდოს ფედერაცია, ორგანიზატორები კი – ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ფედერაცია WFCA ვერსიით და კონტაქტური კარატეს ფედერაცია.

„კოლხეთის თასის“ დასკვნითი ღონისძიება შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში (თბილისი, ბელიაშვილის ქ. №5), 18:00 საათზე დაიწყება. ორთაბრძოლები K1–ის წესებით წარიმართება. ტურნირში მონაწილეობას რვა პროფესიონალი სპორტსმენი მიიღებს. გამარჯვებული ორ წონით კატეგორიაში (65 და 70კგ) გამოვლინდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.

„კოლხეთის თასის“ საერთაშორისო ტურნირი 2015 წელს დაარსდა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი სპორტსმენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ტურნირის გამარჯვებულებს სხვა საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის ლიცენზიები ენიჭებათ და ჯილდოდ ფულადი პრიზები გადაეცემათ.

0
59
1-ს მოსწონს
ავტორი:GEO NEWS
GEO NEWS
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0