x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჰოლივუდელები, რომელთა მეგობრობამ დროს გაუძლო
ხშირად ამბობენ, რომ დიდხნიანი ურთიერთობები და მეგობრობა ჰოლივუდში შეუძლებელია. მსახიობებს და მომღერლებს ერთი საერთო აქვთ: ისინი კრეატიული პიროვნებები არიან და გაუთავებლად იბრძვიან პოპულარობისთვის.

თუმცა, სტატიაში შემოგთავაზებთ ჰოლივუდელი მეგობრების 11 წყვილს, რომელთა ურთიერთობამაც დროს გაუძლო.


1. ლეონარდო დიკაპრიო და ტობი მაგუაირი

imageტობი და ლეო ერთმანეთს 25 წლის წინ შეხვდნენ, როცა გადაღებებზე მიდიოდნენ. "როცა ტობი ვნახე გადაღებაზე, ვიგრძენი, რომ მინდოდა, ეს ბიჭი ჩემი მეგობარი გამხდარიყო. მანქანიდან გადმოვხტი შუა გადაღების დროს და ვყვიროდი: "ტობი! ტობი! ტობი! მომეცი შენი ნომერი"! "კარგი, მაგრამ გამახსენე, ვინ ხარ"? -მკითხა ტობიმ", - იხსენებს ლეონარდო დიკაპრიო თავის პირველ შეხვედრას მეგობართან.



2. კირა ნაითლი და სიენა მილერი

imageეს ორი ჰოლივუდის ვარსკვლავი ერთმანეთს ფილმ "აკრძალული სიყვარულის" ქასთინგზე შეხვდა. მას შემდეგ მათი მეგობრობა პროფესიულ საზღვრებს გასცდა. მსახიობები საათებს ატარებდნენ შოპინგში ან კაფეში ჯდომაში. სიენამ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ კირა მისი სილამაზის იდეალია და მას ყველაზე ლამაზი ქალი უწოდა.


3. მელ გიბსონი და რობერტ დაუნ უმცროსი

image

როგორც ხშირად ხდება, ეს ორი მსახიობიც ერთმანეთს ფილმ "ეირ ამერიკას" გადაღებაზე შეხვდა 1900 წელს და მათი ნამდვილი მეგობრობაც აქედან დაიწყო. დაუნი მხარს უჭერდა მელ გიბსონს სკანდალურ განქორწინების პროცესებში, გიბსონი კი რობერტს დაეხმარა ალკოჰოლისგან და ნარკოტიკებისგან თავის დაღწევაში.


4. კიმ კარდაშიანი და ნიკოლ რიჩი

imageკიმი და ნიკოლი იყვნენ ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა "ოქროს ახალგაზრდებს" შორის. ნიკოლი ლეგენდარული მომღერლის - ლიონელ რიჩის ქალიშვილი იყო, კიმი კი - reality TV-ის ვარსკვლავი. ისინი 12 წლის ასაკში დამეგობრდნენ და ამის მერე საუკეთესო მეგობრები არიან, იმის მიუხედავად, რომ პერიოდულად სოციალური მედია მათ დაპირისპირებაზე წერს ხოლმე.


5. რობერტ პატინსონი და ტომ სთურიჯი

imageტომი და რობი მეგობრები სკოლის პერიოდიდან არიან, როცა ერთმანეთი გაიცნეს, 12 წლის იყვნენ. მათი მეგობრობა კრისტენ სტიუარდთან სიყვარულის სამკუთხედზე ჭორებმაც ვერ გაანადგურა. პაპარაცები ხშირად აფიქსირებენ ტომს და რობს პარკში სეირნობისას ან ბარში ჯდომისას.


6. სელენა გომესი და დემი ლოვატო

image

სელენა და დემი ერთმანეთს შეხვდნენ შოუში "ბარნი და მეგობრები", როცა 7 წლის იყვნენ. მათი მეგობრობა შეუფერხებლად არ წასულან. ისინი დაიშალნენ პირადი საკითხების გამო, მაგრამ წარმატებით დაძლიეს ყველა სირთულე და ახლა მათი მეგობრობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.


7. სანდრა ბალოკი და რაიან რეინოლდსი

image

მიუხედავად იმისა, რომ მათი გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, ფილმ "წინადადების" მერე სანდრას და რაიანის ძაფები რეალურ ცხოვრებაშიც გაიკვანძებოდა, მსახიობებმა განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ კარგი მეგობრები არიან. სანდრა ხშირად ესწრება რაიანის ფილმის პრემიერებს, რომ მხარი დაუჭიროს თავის ძვირფას მეგობარს.


8. ლივ ტაილერი და ქეით ჰადსონი

imageქეითმა და ლივმა ერთმანეთი ბავშვობაშივე გაიცნეს სახელგანთქმული მშობლების წყალობით. ისინი ძალიან დაახლოვდნენ მას მერე, რაც 2000 წელს ერთად ითამაშეს ფილმში "დოქტორი "T" და მისი ქალები". ლივ ტაილერი ქეითის პირველი შვილის ნათლიაც გახდა.


9. ჯასტინ თიმბერლეიკი და რაიან გოსლინგი

imageეს ორი სიმპათიური ბიჭი 20 წელზე მეტია, რაც ერთმანეთს იცნობს. მსახიობები ერთმანეთს 1990-იანების დასაწყისში შეხვდნენ პოპულარულ სატელევიზიო შოუში "მიკი მაუსის კლუბი". გოსლინგი ცოტა ხნით ჯასტინის ოჯახთანაც ცხოვრობდა გარკვეული მოქალაქეობრივი საკითხების გამო.


10. კარა დელევინი და რიანა

image

პოპ დივა რიანამ და სუპერმოდელმა კარა დელევინიმ ერთმანეთი სულ რამდენიმე წლის წინ გაიცნეს. ისინი ერთად ატარებენ დროს წვეულებებზე, სოციალურ ღონისძიებებზე და მოდის ჩვენებებზე. თავისი ასაკის და გამოცდილების გამო, რიანა ერთგვარი კარიერული მენტორია კარასთვის და ყოველთვის მხარს უჭერს მას.


11. ჯენიფერ ენისტონი და კორტნი კოქსი

imageთამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯენიფერ ენისტონისა და კორტნი კოქსის მეგობრობა ერთ-ერთი ყველაზე მყარი და გულწრფელია ჰოლივუდში. ქალბატონები ერთმანეთს შეხვდნენ 1994 წელს პოპულარულ შოუში "მეგობრები" და ამის შემდეგ რეალურ ცხოვრებაშიც საუკეთესო მეგობრები გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობებმა ბევრი სირთულე გაიარეს (ენისტონი გაშორდა ბრედ პიტს, კოქსი კი - დევიდ არქატს), ყოველთვის ამხნევებდნენ და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს.

0
554
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
554
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0