x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების შესახებ

image

აშშ-ს პრეზიდენეტმა დონალდ ტრამპმა შეასრულა ერთ-ერთი
წინასაარჩევნო დაპირება და ხელი მოაწერა ბრძანებას მექსიკის საზღვარზე
კედლის აშენების შესახებ.ის ძველებურად ამტკიცებს, რომ კედლის მშენებლობის
ხარჯებს მექსიკა დაფარავს.


პრეზიდენტმა ტრამპმა აგრეთვე მოაწერა ხელი დირექტივას უსაფრთხოების
გაძლიერების შესახებ.ის აგრეთვე გადახედავს იმ დაკითხვის მეთოდებს, რომელიც
ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ ხორციელდება და არ გამორიცხავს
აღადგინოს ცსს-ს საიდუმლო ციხეები ამერიკის ფარგლებს გარეთ.

ამის გარდა მან გასცა ბრძანება შეწყვიტოს იმ ქალაქების დაფინანსება, სადაც არალეგალი მიგრანტები ცხოვრობენ.

ოთხშაბათს ABC News -თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკა 100% დაფარავს კედლის მშენებლობის ხარჯებს.

"მოლაპარაკებები სულ მალე დაიწყება..და რაღაც ფორმით მექსიკა
აანაზღაურებს ხარჯებს..რასაც მე ვაკეთებ ეს ისევ შეერთებული შტატების
კეთიდღეობისთვისსაა."ფიზიკურად გადაულახავი" ბარიერის მშენებლობა საზღვარზე
მილიარდობით დოლარის ეკონომიას მოგვიტანს, გადაარჩენს უამრავ სიცოცხლეს და
ტრანსსასაზღვრო ორგანიზებულ დანაშაულს ბოლო მოეღება."
ამასთანავე ტრამპმა აღნიშნა, რომ კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ
გაჩნდება 10 000 ახალ სამუშაო ადგილი საზღვრის კონტროლის სფეროში.


კედლის სიგრძე 3, 2 ათასი კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა 12 მილიარდი დოლარი დაჯდება.კედელი ზოგ მონაკვეთზე ღობით შეიცვლება.

image


1
119
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
119
  
2017, 26 იანვარი, 12:15
საინტერესო სიახლეა
0 1 1