x
image
_K_
11 კომედიური ფილმი, რომელიც აუცილებლად გაგაცინებთ
მძიმე დღე სამსახურში/სასწავლებელში თუ ხშირად გძაბავთ, ცოტა განტვირთვა აუცილებლად გჭირდებათ, რისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სავარძელში პოპკორნით ხელში მოკალათება და კომედიური ფილმის ყურებაა.

სტატიაში შემოგთავაზებთ 11 ფილმს, რომელიც აუცილებლად გაგაცინებთ და განტვირთვაში დაგეხმარებათ.


1. The Nice Guys - სასიამოვნო ბიჭები

imageპირად მცველს და პირად გამომძიებელს აქვთ დავალება - უნდა გამოიძიონ პორნო-ვარსკვლავის სავარაუდო თვითმკვლელობის საქმე. ორივეს თავიანთი, ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდები აქვთ.



2. Spy - ჯაშუში

imageსუზანი საიდუმლო აგენტობაზე ოცნებობს, მაგრამ ვერავის წარმოუდგენია ის ამ პოზიციაზე. თუმცა, როდესაც მსოფლიოს საფრთხე დაემუქრება, მხოლოდ ის შეძლებს სამყაროს გადარჩენას.


3. The Guard - დაცვა

image

ქალები და სიცილი მარტივი გართობაა ირლანდიელი პოლიციის სერჟანტ - გერი ბოილისთვის. მაგრამ მისი დღიური რუტინა იცვლება, როცა FBI-ს აგენტთან ერთად მოუწევს ნარკობანდის საერთაშორისო ქსელის საქმის გამოძიება.


4. Trainwreck - გოგონა პრობლემების გარეშე

imageემის არასდროს ჰქონია სერიოზული ურთიერთობა. როგორც კაცების ჟურნალის ჟურნალისტი, ის იღებს დავალებას, დაწეროს სტატია ექიმ აარონზე და ეს საქმე მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.


5. Run Fatboy Run - ირბინე, მსუქანო ბიჭო, ირბინე!

imageდენის დოილი ათლეტი ნამდვილად არ არის, მაგრამ მან უნდა ირბინო ლონდონის მარათონზე. უნდა ირბინოს, რადგან უნდა, საყვარელი ქალის - ლიბის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახუროს.


6. The Heat - პაპანაქება

image

ცენტრალური დაზვერვის ბიუროს აგენტი - სარა ეშბერნი ნიჭიერი გამომძიებლის რეპუტაციით სარგებლობს, მას აგზავნიან ბოსტონში საქმის გამოსაძიებლად და არა პროგნოზირებად თანაშემწეს - შენონ მალინს უნიშნავენ.


7. Up for Love - სიყვარული ზომების გარეშე

image

დაკარგული მობილური დიანასთვის ხდება მიზეზი, გაიცნოს არაჩვეულებრივი ადამიანი, სახელად - ალექსანდრე. ის ჭკვიანი და საოცრად მიმზიდველია, იდეალური იუმორის გრძნობა აქვს და თითქოს არანაირი ნაკლი არ აქვს, მაგრამ დიანასთვის დაბალია. ეს ქალისთვის პრობლემა ხდება, მაგრამ სიყვარულს შეუძლია დაამარცხოს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თუ ეს ნამდვილი სიყვარულია.


8. Hot Fuzz - ვითომ მაგარი პოლიციელები

imageპოლიციელი ნიკოლას ენჯელი ლონდონიდან სამუშაოდ პატარა ქალაქ სენდფორდში გადაჰყავთ. ის ცდილობს, შეეგუოს ქალაქის ცხოვრების მშვიდ რიტმს და მოსულელო მეწყვილე - დენი ბატერმანს, მაგრამ მოულოდნელად აქ მომხდარი საშინელ ბოროტმოქმედებათა სერია ქალაქის ცხოვრების მშვიდ რიტმს დაარღვევს.


9. Just Go With It - თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ

imageპლასტიკური ქირურგი მასზე ახალგაზრდა სკოლის მასწავლებელთან ურთიერთობას გააბამს, სულელური ტყუილის გამოაშკარავების თავიდან ასაცილებლად კი მის ასისტენტს სთხოვს, თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს მისი ყოფილი მეუღლეა. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ამ ამბავში ასისტენტის ბავშვებიც ერთვებიან და საბოლოოდ ყველა ერთად ჰავაიზე ამოყოფს თავს.


10. The Hangover - ნაბახუსევი

image

სამი მეგობარი წვეულების შემდეგ დღეს იღვიძებს და აღომაჩენს, რომ მათ კარადაში ახალდაბადებული ბავშვია, სააბაზანო ოთახიდიდან კი ვეფხვი გამოდის. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ისინი ერთ-ერთ მათგანს, დოუს, ვერ პოულობენ, რომელსაც ამ დღეს ჯვრისწერა აქვს. სამი მეგობარი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საშინელ ნაბახუსევზე თავი მოაბან და მეგობარი ჯვრის დასაწერად დროზე მიიყვანონ.


11. The Proposal - წინადადება

image

როდესაც ძალაუფლების მოყვარული, წიგნის რედაქტორი მარგარეტ ტეიგი იგბეს, რომ მის ვიზას ვადა გასდის და დეპორტაცია ემუქრება, ასისტენტ ენდრიუ პექსტონს მასზე დაქორწინებას აიძულებს, მაგრამ ენდრიუს თავისი მოთხოვნები აქვს.

0
3934
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3934
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0