x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რისი სიმბოლოა ნიშანი, რომელსაც დონალდ ტრამპის ჯგუფის წევრები ატარებენ - საიდუმლო, რომელიც ყველას აინტერესებს
image

ბევრმა დაკვირვებულმა მაყურებელმა ალბათ შეამჩნია, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტი და მისი ჯგუფის წევრები ატარებენ სპეციალურ ნიშანს, რომელსაც სამკუთხედის ფორმა აქვს. ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის დანამდვილებით ცნობილი რისი სიმბოლოა აღნიშნული ნიშანი. ამასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გახმოვანდა.


ჯონათან საბინსის აზრით: "თუ დააკვირდებით ტრამპის ჟესტებს, შეამჩნევთ, რომ თითქმის ყველგან ხელების თითები ისე უჭირავს, რომ ორივე ხელით სამკუთხედს ქმნის. ტრამპმა და მისმა გუნდმა ახალი საზოგადოება შექმნეს და ახლა მის სისტემად გადაქცევა სურთ."


image


"ეს არის დომინირების პოზა: მსგავს სიმბოლოებს იყენებდა ყველა ტირანი და დიქტატორი, " - ასეთი ვერსია აქვთ ლიბერალებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობენ ხალხის "გასაფრთხილებლად".



image


ტრამპის ეს სიმბოლო იმდენად საიდუმლოებით მოცული იყო, რომ მის შესახებ ინტერნეტ-ვარსკვლავმა, ჯორჯ ტაკეიმაც კი დაწერა თავის ბლოგში.


მაინც რას ნიშნავს ეს სიმბოლო?


ლიბერალებისგან განსხვავებით, საქმეში უფრო ჩახედული სპეციალისტები სხვა აზრზე დგანან. ამ იდუმალი ნიშნის სიმბოლიკის ასახსნელად ჩატარებული მცირე გამოძიების დროს, ტაკეიმ სთხოვა ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორს, საბინ მოდერშეიმს, ააეხსნა აღნიშნული ნიშნის მნიშვნელობა.


"სრულიად აშკარაა, რომ ეს სიმბოლო რაღაცნაირად არის დაკავშირებული ვარდისფერ სამკუთხედთან, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში ატარებდნენ ჰომოსექსუალები". თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ ტრამპის გუნდს ალბათ სიმბოლიკის შეცვლაზე დაფიქრება მოუწევს.

image

არსებობს სხვა ვერსიაც: უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც პასუხს აგებენ ტრამპის გუნდის წევრების სიცოცხლეზე, მსგავს ნიშნებს იყენებენ იმ მიზნების სწრაფი იდენტიფიკაციისთვის, რომლებიც უნდა დაიცვან. როცა პროფესორმა მოდერშეიმმა ხელახლა დახედა ფოტოზე ასახულ ნიშანს, კიდევ ერთი ვერსია წამოაყენა: "ფერების გაყოფა ხშირად გვხვდება ჰერალდიკაში, რომლებიც ზოგჯერ ორი ხაზისა თუ ოჯახის გაერთიანებას ნიშნავს. ვფიქრობ, ამით ტრამპის ჯგუფი ცდილობს მიანიშნოს ოქროს ლოგოტიპებზე და იისფერი ნაწილით, გარკვეულწილად სამეფო ძალაუფლებაზე."


ასევე საინტერესოა:


1. ვერაფრით მიხვდებით ვინ არის სტალინის გვერდით ფოტოზე- სენსაციური ფაქტი, რომელმაც ისტორია შეცვალა!

image


2. პოლიტიკოსების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა (ნაწილი I)

image


3. პოლიტიკოსების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა (ნაწილი II)

image


4. დაუჯერებელი ფოტოები რუსეთის დუმიდან - აი, როგორ ერთობიან სესიების დროს

image


5. ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსი ქალები მსოფლიოში

image


0
3299
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0