x
image
ციცი
მკითხაობა-"ნოსტარდამუსის წრე". მიიღეთ პასუხი ნებისმიერ კითხვაზე
ცნობილი ფრანგი წინასწარმეტყველის ნოსტარდამუსის სახელი საიდუმლოებებით და გამოცანებით არის მოცული. მისი უამრავი წინასწარმეტყველება დიდი სიზუსტით ახდა. მკითხაობა-"ნოსტარდამუსის წრე" დაგეხმარებათ თქვენ ყველა დასმულ კითხვაზე პასუხის მიღებაში. ამისათვის საჭიროა აზრობრივად მოახდინოთ კონცენტრაცია კითხვაზე, რომლის პასუხიც გაინტერესებთ და ჩაიფიქროთ რიცხვი 1-იდან 17-ის ჩათვლით ან თვალებდახუჭულმა მიიტანეთ თაგუნა ანუ "მაუსი" რიცხვებზე. პასუხები წაიკითხეთ სურათის ქვეშ.

image



პასუხები თქვენს მიერ ჩაფიქრებულ კითხვებზე:


1. დიახ. სულის სიძლიერე და მოთმინება დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. მოუსმინეთ ახლობლების რჩევას და ენდეთ თქვენს ინტუიციას.



2. დიახ. ახლო მომავალში მოხდება ისეთი რამ თქვენს ცხოვრებაში, რაც ძალიან გაგახარებთ. მთავარია მოთმინება და არ დაკარგოთ დრო წვრილმანებზე.


3. დიახ. წარმატება პირდაპირ ხელებში ჩაგივარდებათ. დატკბით თქვენი ცხოვრების ყოველი წუთით და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება მისგან.


4. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. მოსალოდნელია სიძნელეები და დაბრკოლებები. შეეცადეთ კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ფლობთ, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა.


5. ნუ შეეცდებით გადაჭრათ ის პრობლემა, რომელიც ჯერ არ არსებობს. მოდუნდით და გაერთეთ, დრო ჯერ კიდევ გაქვთ.


6. ნუ ენდობით ყველა ადამიანს. თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომელთაც თქვენთვის ცუდი უნდათ. იყავით ყურადღებით.


7. თქვენ სასურველ მიზანს მხოლოდ სხვისი დახმარებით მიაღწევთ. სთხოვეთ ახლობლებს რჩევა და მხარდაჭერა.


8. ენდეთ თქვენს ინტუიციას და ყველაფერი გამოგივათ, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.


9. უფრო კი, ვიდრე არა. იღბალი დაგეხმარებათ, რომ თქვენი სურვილი იმაზე უფრო სწრაფად ახდეს, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ.


10. საეჭვოა. თქვენ ძალიან დაბნეული ხართ და ხართ გაურკვევლობაში. გარშემომყოფნი ჩაკეტილ და საეჭვო ადამიანად მიგიჩნევენ.


11. მოქმედების დრო დადგა. ენდეთ თქვენს ინტუიციას და ყველაფერი გამოგივათ.


12. ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. მაგრამ გჯეროდეთ, ასე უფრო უკეთესი იქნება თქვენთვის.


13. დაფიქრდით ხართ კი მზად იმისთვის, რასაც ითხოვთ? თქვენ თვითონვე გეეჭვებათ, ამიტომ არც პასუხი იქნება თქვენთვის დამაკმაყოფილებელი.


14. დაბრკოლებები და სირთულეები უფრო გააძლიერებს თქვენს მიზანს წარმატებისკენ. მოემზადეთ და იბრძოლეთ ბოლომდე.


15. დიახ. შემთხვევითობა არ არსებობს. თქვენი მიზანი უკვე ჩანს ჰორიზონტზე. არ შეშინდეთ და იყავით უფრო მომთხოვნი.


16. თქვენ ხართ ეჭვებში და შიშში. მოიცილეთ ყველა ნეგატივი და გახსენით თქვენი სამყარო. მხოლოდ მაშინ მიხვდებით, როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველ მიზანს.


17. იღბალი თქვენსკენ შემობრუნდა. თქვენზე უკვე აღარაფერი არ არის დამოკიდებული. ისღა დაგრჩენიათ დაელოდოთ, ბედნიერება ძალიან ახლოსაა.



თუ გსურთ, რომ თქვენი სურვილი ასრულდეს გააზიარეთ და შესთავაზეთ სტატია თქვენს მეგობრებს. გისურვებთ სურვილების ასრულებას!


image

მსგავსი სიახლე იხილეთ ბმულზე:


საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი-წინასწარმეტყველება. გაიგეთ რა გელით მომავალში






0
8316
7-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
8316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0