x
გახშირებული მეტროსაგზაო შემთხვევები, უსაფრთხოების წესების დაუცველობა თუ სამსახურეობრივი გულგრილობა

ალბათ ყველას მოგისმენიათ მეტროთი მგზავრობისას უსაფრთხოების წესების შესახებ, აღნისნული ამონარიდი რომელსაც ხმოვანი სახით ვღებულობთ არის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის ბრძანებით (მუხლი 300) გათვალისწინებული, სადაც ვკითხულობთ რომ 1. სამგზავრო მატარებლების ვაგონებში მგზავრობისას აკრძალულია:
ა) მგზავრობა, თუ არა აქვთ სამგზავრო დოკუმენტები სვლის მთელი გზისთვის;
ბ) მგზავრობა ვაგონების საფეხურებზე და სახურავებზე, ჩაჯდომა და ჩამოსვლა მატარებლის მსვლელობისას; გ) ისეთი ხელბარგის გადაზიდვა, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ან გააჭუჭყიანოს ვაგონი ან სხვა მგზავრები, აგრეთვე დატენილი იარაღის, მყრალი, ცეცხლსაშიში, მომწამვლელი, ადვილაალებადი, ასაფეთქებელი და სხვა საშიში ნივთიერებების გადაზიდვა; დ) დაჯდომისას ან სვლის გზაზე სიმთვრალე, მგზავრობის წესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, სპირტიანი სასმელების სმა, სხვა მგზავრთა სიმშვიდის დარღვევა; ე) უმიზეზოდ მატარებლის გაჩერება საჩერებელი ონკანით; ვ) მგზავრობა ტამბურში და გადასავლელ ბაქნებზე; ზ) თამბაქოს მოწევა დაუწესებელ ადგილებში. თამბაქოს მოწევა ვაგონებით მგზავრობისას შეიძლება მხოლოდ ტამბურში არასაქვაბე მხრიდან; თ) ვაგონების ფანჯრიდან და კარებიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაგდება. 2. მგზავრს, რომელიც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებს ჩაიდენს, უარს ეუბნებიან გადაყვანაზე, ამასთან ამის შესახებ აკეთებენ შესაბამის აღნიშვნას სამგზავრო დოკუმენტზე. ასეთ შემთხვევებში მგზავრს მგზავრობის და ბარგის გადაზიდვის საფასური არ უბრუნდება.
3. ვაგონის შიდა მოწყობილობის, ქვეშაგების და ვაგონების მინების დაზიანების, ინვენტარის და მოწყობილობის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში მგზავრს ახდევინებენ დაზიანებული ქონების ღირებულებას.
4. რკინიგზით მგზავრობის წესების, საზოგადოებრივი წესრიგის, ხანძარსაწინაღო უსაფრთხოების დაუცველობაში ბრალეულ პირებს ეკისრებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.


უკანასკნელ პერიოდში ხშირად ვგებულობთ ინფორმაციას უბედური სემთხვევების შესახებ, რომელიც მეტროში ხდება, უმეტესობა უკავშირდება უსაფრთხოების წესების დარღვევას, სამწუხაროდ არ კონტროლდება ბრზანებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ხშირად ადამიანები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიან და ისე მგზავრობენ, რაც საფრთხეს სხვათა უსაფრთხოებასაც უქმნის, კერძოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი ხასიათდება უკონტროლო რეაქციებით, როგორც ფიზიკური ასევე ვერბალური ფორმებით, რაც შეიძლება არამარტო მისთვის არამედ სხვა მგზავრისთვისაც საფრთხის შემქმნელი აღმოჩნდეს.

აღნიშნულ საკითხზე მას შემდეგ დავფიქრდი, რაც კინაღამ უკონტროლოდ მთვრალი ადამიანის მსხვერპლი გავხდი, ინერციით მოძრავი პირი დამეჯახა და რომ არა სხვა მგზავრების დახმარება ალბათ ჩემს შესახებ ნიუსებიდან გაიგებთ, თან დამახინჯებულ ინფორმაციას ვითომ მე დავარღვიე უსაფრთხოების წესები. კარგი იქნება თუ დაინტერესდებიან ამ საკითხით საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რადგან სწორედ მათ ევალებათ უსაფრთხოების წესების დაცვა. საკმაოდ ძნელად საკონტროლებელია პირის სიმთვრალე, თუმცა ადამიანი რომელიც ვერ აკონტროლებს
მოძრაობას არ უნდა ჩაუშვან მეტროსადგურში. როგორც იურისტი, ვფიქრობ, რომ ამით მათი მხრიდან სამსახურეობრივ გულგრილობასთან გვაქვს საქმე.

image

0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ მჭედლიშვილი
თამარ მჭედლიშვილი
70