x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134481
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508533
ვინ ხართ სინამდვილეში?

image

ალბათ ბევრ ჩვენგანს ჰქონია იმის განცდა, რომ “სხვაგან მოხვდა", აკეთებს იმას, რაც არ სიამოვნებს და ბოლომდე მაინც ვერ გარკვეულა თუ რა სურს სინამდვილეში.ეს სავარჯიშოები საკუთარ თავს თუ ვერ გაპოვნინებენ, შესაძლოა მინიშნება მაინც მოგცენ, თუ რა მიმართულებით უნდა წახვიდეთ. მაშ ასე, დავიწყეთ!


სავარჯიშო 1.

დაუსვით თქვენს თავს კითხვა:რა იყო თქვენი საყვარელი გასართობი ბავშვობაში? სანამ მშობლები გეტყოდნენ “ხატვით ფულს ვერ იშოვი" ან “ცეკვა რა პროფესიაა!"


დაწერეთ მინიმუმ 3 რამ, რაც იმ პერიოდში რეალურად გიზიდავდათ.ეს ერთგვარი მინიშნებაა საით წახვიდეთ.


სავარჯიშო 2.

ახლა კალამი მოიმარჯვეთ და ჩამოწერეთ 20 რამ, რისი კეთებაც გსიამოვნებთ. ნუ შეიზღუდებით, ჩამოწერეთ რაც მართლა გიყვართ, თუნდაც “გემრიელად ჭამა", “მზეზე წოლა" და ა.შ

ახლა ყურადღებით გადაიკითხეთ სია, ხომ არ უკავშირდება რამდენიმე პუნქტი ერთმანეთს თავისი არსით?მოაქციეთ ეს პუნქტები ერთ ჯგუფში. იმის განსაზღვრა, თუ რა საქმიანობას შეიძლება ეს ჯგუფი უკავშირდებოდეს, სწორედ იმის მაჩვენებელია, თუ სად გსურთ თქვენ ყოფნა.


სავარჯიშო 3.

წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღესაც გაიღვიძეთ და თქვენს გარშემო ისეთი ხალხი ტრიალებს, როგორსაც თქვენ ისურვებდით. როგორია ეს ხალხი თქვენს წარმოსახვაში?რა თვისებები გააჩნიათ? იქნებ ყველა ხელოვანია?ან საქმოსნები?და სად ხედავთ საკუთარ თავს, მათთან ერთად?


სავარჯიშო 4.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე სიცოცხლე გაქვთ. თითოეულ მათგანს შეუსაბამეთ თუ რას გააკეთებდით, ვიღაცას შეიძლება 3 სიცოცხლე დასჭირდეს თავისი სურვილების ჩამონათვალისთვის, ვიღაცას კი ათიც არ ეყოს.

ამ ჩამონათვალიდან ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანიც რომ ავირჩიოთ, მაინც გვექნება უკმარისობის შეგრძნება დანარჩენის გამო, რაც გვიყვარს და გვჭირდება. ნუ იტყვით მათზე უარს.


სავარჯიშო 5.

დროა წარმოსახვაში გაისეირნოთ. მაშ ასე, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი იდეალური დღე? წარმოიდგინეთ დეტალებში, სად იღვიძებთ, როგორი დილაა, რას მიირთმევთ საუზმეზე, რა გაცვიათ, ოფისში მიდიხართ თუ სახლში ხართ, ვინაა თქვენს გვერდით, რას საქმიანობთ დღის განმავლობაში და ა.შ.



ახლა კი, დროა, შედეგები შევაჯამოთ.გადაანაწილეთ თქვენი სურვილები და ფანტაზიები 3 ჯგუფში:

1.რა არის ის, რაც აუცილებლად გინდათ.

2.ის, რაც აუცილებელი არაა, მაგრამ უარს არ იტყოდით.

3.ის, რის გარეშეც იოლად გახვალთ.

ჩვენი ცხოვრება-ესაა გამოცდილება, ისტორიები, ურთიერთობები, ჩვევები და ა.შ. აქედან რაღაცას ჩვენ ვირჩევთ, რომელიღაცა ჩვენი არჩევანი სინამდვილეში კომპრომისია, რაღაცა- შემთხვევითობა, რაღაც-აუცილებელი და ძვირფასი, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენ არ ხართ.

იპოვეთ ის, რაც გიყვართ და დაიწყეთ სვლა მისკენ და შეიცანით საკუთარი თავი.

1
54
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
54
  
2017, 31 იანვარი, 12:10
მომეწონა, ოღონდ გემრიელად უნდა ჩავუჯდე, ყავის ჭიქის თანხლებით და მერეც დავწერ კომენტარს)
0 1 1