x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
მავნეა თუ არა მარიხუანა?

უკვე დიდი ხნის განმავლობაში მარიხუანა იწვევს საზოგადოებაში უარყოფით დამოკიდებულებას. არის გავრცელებული აზრი რომ ის"აშრობს ტვინს", აქვეითებს მეხსიერებას, ადამიანს ხდის ზარმაცს და ა.შ.მწეველები აშშ-დან, ევროპიდან ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან ამბობენ, რომ: ვერ გრძნობენ ვერანაირ უარყოფით შედეგებს. მოწევის მოწინააღმდეგები კი ამბობენ, რომ მარიხუანის მომხმარებლებს არ შეუძლიათ დააფიქსირონ ობიექტური აზრი.კითვაზე:მავნეა თუ არა მოწევა გვიპასუხებს მეცნიერება.
image
ცოტა ხნის წინ დასრულდა კიდევ ერთი მასშტაბური კვლევების სერია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდა მრავალი კვლევითი ცენტრი.
ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინის უნივერსიტეტში დაიწყო მაშტაბური გამოკვლევები, სადაც აკვირდებოდნენ 1300 ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე.
კვლევის ობიექტები გახდნენ ადამიანები 1972- 73 წლებში დაბადებულები. ექიმები და სოციოლოგები მათ აკვირდებოდნენ სიცოცხლის პირველივე წუთიდან. ამ სახის კვლევებს ეწოდება ლონგიტიდური კვლევები და ის გამოირჩევა მაქსიმალური სიზუსტით.
38 წლის შემდეგ მკვლევარებმა შეკრიბეს სოლიდური ინფორმაცია, რომელიც აისახა ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში :PNAS – Proceedings of the National Academy of Sciences.
მკვლევარების მიერ 2012 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთი მასალის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც მარიხუანას მოიხმარდნენ მოზარდობის ასაკში, სრულწლოვანობამდე IQ მაჩვენებელი უდაბლდებოდათ.
თუმცა 2013 წელს გამოქვეყნდა მასალა, რომელის მიხედვითაც IQ დამოკიდებულია სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსზე, ამიტომ ამ თვალსაზრისს არ ეთანხმებოდა ერთ-ერთი მკვლევარი. თან მკვლევარები არ აქცევდნენ ყურადღებას შიზოფრენიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა ნივთიერებების ფაქტორს. ამიტომ ამ დასვნას მთლიანად ვერ დავეყრდნობით, ოლეგ როგერბერგის აზრით.
შედეგად შეიქმნა ორი ფრთა: ოლეგ როგერბერგის აზრის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები.წელიწადში სამჯერ მაინც აქვეყნებენ საკუთარი კვლევებსა თუ დასკვნებს მარიხუანას მავნებლობის შესახებ.
ახლა კი ვეცდები მცირე სტატისტიკით ვუპასუხოთ კითხვას:მავნეა თუ არა?
– ექვსიდან ერთი მოზარდი, რომლებიც რეგულარულად ეწევიან მარიხუანას ნარკოტიკზე დამოკიდებული ხდებიან.

– ის ორჯერ მეტად ზრდის ფსიქოზური დარღვევების რისკს, მათ შორის შიზოფრენიის.
– ზრდასრულ ასაკში ხშირი გამოყენება ზიანს აყენებს გონებრივ განვითარებას.
– მარიხუანას მოწევის შემდეგ მანქანის მართვა ორჯერ მეტად ზრდის ავტოავარიების რისკს.
– ფეხმძიმობის დროს მოწევისას ამცირებს ბავშვის დაბადებისას წონას.
20-წლიანმა კვლევამ მარიხუანას გრძელვადიან გამოყენებაზე გააქარწყლა არგუმენტი, რომ პრეპარატი უსაფრთხოა. კვლევამ აჩვენა, რომ მარიხუანა არის ნარკოტიკი, რომელიც იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს და უბიძგებს მძიმე ნარკოტიკების მიღებისკენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნარკოტიკების საკითხების მრჩევლის, პროფესორ ვეინ ჰოლის კვლევა მყარ არგუმენტებს ასახელებს მათ წინააღმდეგ, ვინც უარყოფს, რომ მარიხუანა ზიანს აყენებს ტვინს. პროფესორი ჰოლი აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით მარიხუანა ნაკლებად სახიფათოდ ეჩვენებათ, ვიდრე ჰეროინი და კოკაინი, ვინაიდან შეუძლებელია მისი გადაჭარბებული დოზის მიღება, რაც სიკვდილს გამოიწვეს. მისივე თქმით, მარიხუანას ხანგრძლივი მიღება ბადებს კიბოს, ბრონქიტის და გულის შეტევის რისკს. მაგრამ ჰოლის მთავარი დასკვნა არის ის, რომ რეგულარული გამოყენება, განსაკუთრებით მოზარდებში, იწვევს გრძელვადიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს და დამოკიდებულებას.
ფსიქიკურ დაავადებათა ორგანიზაციის, Rethink Mental Illness–ის წარმომადგენლის, მარკ ვინსტენლის განცხადებით: “ძალიან ხშირად მარიხუანა არასწორად აღიქმება, როგორც უსაფრთხო პრეპარატი, მაგრამ, როგორც ამ კვლევამ აჩვენა, არსებობს მისი მკაფიო კავშირი ფსიქოზსა და შიზოფრენიასთან, განსაკუთრებით მოზარდებში. საერთო მოსაზრების წინააღმდეგ, რომ მარიხუანას მოწევა არაფერია, უფრო ეფექტური საშუალებებია საჭირო. ბევრად უკეთესი იქნებოდა მთავრობამ მეტი ფული დახარჯოს ახალგაზრდების განათლებაზე, თუ რამდენად მავნეა მარიხუანას მოწევა, რომელიც რუსული რულეტკის როლს თამაშობს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან მიმართებით”.
მარიხუანა ამერიკის ორ შტატშია დაკანონებული, ვაშინგტონსა და კოლორადოში, ხოლო 21 შტატში ამოქმედდება რეგულაციები მის სამედიცინო მიზნით გამოყენებაზე. 2007 წლიდან მარიხუანას გამოყენება აშშ–ში გაიზარდა, შესაძლოა, ნაწილობრივ იმ მცირე რისკების არსებობის წარმოდგენის გამო. 2008 წელს, კვლევამ დაადგინა, რომ ამერიკაში, გამოკითხულთა 42 პროცენტს ერთხელ მაინც ქონდა გასინჯული მარიხუანა. თავის წინამდებარე ნაშრომში, რომელიც ჟურნალში Addiction გამოქვეყნდა, პროფესორი ჰოლი წერს, რომ მარიხუანას ‘დამოკიდებულების სინდრომის’ მკურნალობის ზრდამ ვერ შეაჩერა მისი ლეგალიზაცია.
ბევრი კითხვის გარეშე: არ ვნებს ჯანმრთელი ცხოვრება, ნუ მოწევ!

0
146
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0