x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98459
  • ვიდეო:343888
  • სურათი:460705
10 საინტერესო ფაქტი ბოშების შესახებ

ბოშები — ტერმინია, რომელიც ერთი ეთნოსის სხვადასხვა ხალხის, რამდენიმე ათეულ ეთნიკურ ჯგუფებს აერთიანებს. ბოშები ევროპის ბევრ ქვეყანაში, ასევე ჩრდ. აფრიკაში, ამერიკის ორივე კონტინენტზე და ავსტრალიაში ცხოვრობენ. ლინგვისტური კვლევის მიხედვით, ევროპის, აზიის და კავკასიის ბოშები ინდოეთიდან მიგრანტების III და ძირითად ტალღის შთამომავლები არიან, რომელიც, დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. III საუკუნეში განხორციელდა. ამჟამად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 5 მილიონამდე ბოშა ცხოვრობს. ისინი ბოშურ ენაზე საუბრობენ, ხოლო რელიგიის მიხედვით, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ის რელიგიაა გავრცელებული, რომელიც იმ ქვეყნის სახელმწიფო რელიგიად ითვლება, რომელშიც ცხოვრობენ. მათი სამოსი — ყოველთვის საზეიმოა, ხოლო, ტრადიციები და კულტურა იმდენად უცნაური, რომ სავარაუდოდ, ბევრი ჩვენგანი, ბოლომდე ვერც კი ჩაწვდება.


image



ბოშები ოჯახს ადრეულ ასაკში ქმნიან


ამ ერში გათხოვების ასაკი 14 წლიდან იწყება. ზეიმების დროს, ყველა გოგონა, რომელსაც უკვე 14 წელი შეუსრულდა, ცდილობს, რომ ზეიმის დასრულებამდე დარჩეს და იცეკვოს, რადგან იცის, რომ სწორედ იმ მომენტში ირჩევენ მამები პოტენციურ საცოლეებს საკუთარი დაუქორწინებელი შვილებისთვის. ხოლო, გოგონა, რომელიც 19 წლამდე გათხოვებას ვერ შეძლებს, შინაბერად ითვლება.



პატარძლის გამოსასყიდად ოქრო ქილებით მიაქვთ


საპატარძლოს მამა ან ძმა ოჯახის წევრში გამოსასყიდს ოქროს სახით, კილოგრამებში ან ქილებით ნიშნავს. მაგ., მათ შეუძლიათ 1-3 სამლიტრიანი ქილა სამკაული მოითხოვონ.



სხვადასხვა ქვეყნის ბოშებს შორის ქორწინება დაუშვებელია


მათი კანონის მიხედვით, ქორწინება მხოლოდ ბოშენს შორისაა დასაშვები. ხოლო, სხვა ქვეყნის ბოშაზე ქორწინება, სხვა ერის წარმომადგენელზე ქორწინებას ნიშნავს, – ე. ი. დაუშვებელია.



შვილად აყვანის ფაქტები ძალიან ხშირია


ბოშა ვალდებულია, რომ ოჯახში, თუნდაც ერთი ვაჟი მაინც ჰყავდეს. იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე დიდი ხნის მანძილზე არ იბადება, ისინი ვაჟს ბავშვთა სახლიდან იყვანენ და ამ შემთხვევაში, მის ეროვნებას და გარეგნობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ნაწილობრივ, სწორედ აქედან მოდის მითი იმის შესახებ, რომ თითქოს ბოშები ბავშვებს იპარავენ.



ბოშები ბავშვის სკოლაში მიყვანის საჭიროებას ვერ ხედავენ


ჩვეულებრივ, ბოშები ბავშვს სკოლაში მხოლოდ იმიტომ ატარებენ, რომ მან წერა–კითხვა ისწავლოს, რადგან უკვე 6-8 წლიდან, მას ოჯახის საქმეს და ბიზნესს ასწავლიან. ამიტომ, თუ ბავშვი მე-3 კლასის შემდეგ, სკოლაში სიარულს აგრძელებს, იმის ნაცვლად, რომ მშობლებს მაგ., ვაჭრობაში დაეხმაროს, ითვლება, რომ დროს ტყუილად კარგავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს წესი, მხოლოდ იმ ბოშებს ეხებათ, რომლებიც ძველი ტრადიციებით ცხოვრობენ.



ქალი მამაკაცზე მაღლა არასდროს უნდა იყოს


ორსართულიან სახლში, არცერთ ქალს არა აქვს II სართულზე ასვლის უფლება, ვიდრე მამაკაცი სახლშია და I სართულზე არის.



ბოშა ქალებს ყოველთვის 2–2 ქვედაბოლო აცვიათ


ბოშები თვლიან, რომ ქალი წელს ქვემოთ «უწმინდურია», ამიტომ მის ქვედაბოლოსთან შეხება, როგორც ადამიანს, ისე საგანს «ბილწავს». ეს რომ არ მოხდეს, ბოშა ქალი ყოველთვის 2 ქვედაბოლოს და წინსაფარს ატარებს. ამასთან, ზედა ქვედაბოლო ცოტა «ჭუჭყიანად» ითვლება. ასე, რომ, «სუფთა» მხოლოდ წინსაფარი არის.



ბოშებს საკუთარი, უნივერსალური სასამართლო აქვთ


ბოშებს საკუთარი სამართალი და სასამართლო აქვთ, რომელშიც მოსამართლეები პატივსაცემი ადამიანები არიან. ისინი ორივე მხარის არგუმენტებს გულდასმით ისმენენ, დამნაშავეს ადგენენ და განაჩენიც გამოაქვთ. უმაღლესი სასჯელი მათი კანონის მიხედვით — თემიდან წასვლის მოთხოვნა არის.



ისინი კუბოში იფიცებიან


საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, ბოშები ყველაზე ხშირად, ხატზე იფიცებიან. ხოლო, ყველაზე იშვიათად, თუ საქმე გადაუჭრელ სიტუაციას ეხება — კუბოში. ბოშა ამ დროს სპეციალურ კუბოში წვება და ამბობს, რომ თუ იტყუება, ახლო მომავალში, კუბოში ჩაწვეს (ეს უფრო წყევლაა, ვიდრე დაფიცება).



შვილები, მშობლების დასამარხ ფულს, წლობით აგროვებენ


ტრადიციის თანახმად, ბოშის დასაფლავების რიტუალი მდიდრული უნდა იყოს. ამიტომ, შვილები ცოცხალი მშობლების დასამარხ ფულს არაერთი წლის მანძილზე აგროვებენ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი უცაბედად გარდაიცვლება, ნათესავები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ის უკანასკნელ გზაზე, ღირსეულად გააცილონ და საფლავის ქვაც გაუკეთონ. ყველაზე მდიდრულად კი ის ქვა ითვლება, რომელზეც გარდაცვლილი სრული სიმაღლით არის დახატული.

imageimageimageimageimageimageimage






0
815
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
815
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0