x
image
natia.a
როგორი ტრანსპორტით დადიან სხვადასხვა ქვეყნების რელიგიური ლიდერები - დააკვირდით ბოლოს!
image
სიმდიდრე მაცდური რამაა და მის წინაშე, როგორც ჩანს, რელიგიური ლიდერებიც უძლურები არიან. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიის მმართველები გადაადგილდებიან. თუმცა, თუ სტატიას ბოლომდე ჩაიკითხავთ, მათ შორის ისეთებსაც აღმოაჩენთ, რომლებიც, მიუხედავად მაღალი მდგომარეობისა, მაინც მოკრძალებულ ცხოვრების წესს მისდევენ, რაც ალბათ ყველაზე მისასალმებელია.


image
არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ძვირადღირებული ავტომანქანების, საათებისა თუ იახტების ერთ-ერთ საუკეთესო "სპეციალისტად" რუსეთის პატრიარქი სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ სულიერების მთავარი დამცველი ხშირად მოუწოდებს რუსეთის ჩინოვნიკებს "ქამრების შემოჭერისკენ", თავად უარს არ ამობობს ძვირადღირებული და კიდევ უფრო ძვირი დაცვის სისტემებით აღჭურვილი ავტომობილებითა თუ იახტებით სეირნობაზე.


image
თუმცა თავად პატრიარქ კირილს არაერთხელ მოუწია ჟურნალისტების წინაშე თავის მართლება და იმის ახსნა, რომ ყველა ეს Mercedes-Benz S-Class Pullman, ორიოდე Cadillac Escalade და სხვა G-Class-ის მანქანები ქვეყნის სასიკეთოდ ემსახურებოდა.
როგორც ჩანს, რუსეთის პატრიარქს არა მხოლოდ თანამედროვე ძვრადღირებული მანქანები ხიბლავს, არამედ სიძველეებიც. წელიწადში რამდენიმეჯერ სამსახურში (ტაძარში!) იგი ძველი "ჩაიკითაც" მიდის, რომელიც რუსულ ეკლესიას გასული საუკუნის შუა ხანებში ემსახურებოდა.

image
უკარინელი კოლეგებიც ყველანაირად ცდილობენ არ ჩამოუვადნენ თავიანთ მეზობელს და არ ჩამორჩნენ ტრენდებს. სრულიად უკრაინისა და კიევის პატრიარქიც ასევე უპირატესობას ანიჭებს Mercedes-Benz-ს. თუმცა ეს არ არის სპეციალურად მომზადებული ლიმუზინი Pullman, არამედ უბრალოდ, მოკრძალებული, მაგრამ გრძელი S 500 4Matic.

image
ბელუსიის მიტროპოლიტმა პაველმა კი გადაწყვიტა გამორჩეული ყოფილიყო. მას დიდი ხნის მანძილზე ემსახურებოდა თეთრი BMW 7 Series, რომლითაც ჯერ კიდევ მისი წინამორბედი დადიოდა. ამბობენ, ამგვარი BMW მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტს ორი ჰყავს, თუმცა ეს დამტკიცებული არ არის. სამაგიეროდ, ცნობილია ის, რომ სულ ახლახანს ახალთახალი Range Rover შეიძინა. საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბელარუსიის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი - მინსკისა და მაგილევსკის მიტროპოლიტი ტადეუშ კონდრუსევიჩი მოძრაობს, არც მეტი, არც ნაკლები, ველოსიპედით!


image

ახლა კი მსოფლიოს უპირველეს კათოლიკეზე - რომის პაპზე შევაჩეროთ ყურადღება და მის ავტოპარკს გადავხედოთ. განსხვავები მისი აღმოსავლელი კოლეგებისა, რომელთა ავტოსადგომები, როგორც წესი, გასაიდუმლოებულია, პაპი არაფერს მალავს. მის ავტოფარეხში შეხვდებით ყველაფერს შესანიშნავი Harley-Davidson-დან ძველისძველი Renault 4-მდე, ძვირფასი Cadillac DeVille-დან ბანალური Fiat Ducato-მდე. პონტიფიკის ავტოფარეხში არის ასევე არაჩვეულებრივი, 1988 წლის გამოშვების Ferrari Mondial.



image
თუმცა, ცხადია, პაპის ყველაზე ცნობილი ავტომობილი იყო და არის სპეციალური დაცვით აღჭურვილი Mercedes-Benz 230G, რომელსაც "პაპამობილიც" შეარქვეს.

image
დაცვის ნაკლებობას არც დალაი-ლამა უჩივის. ბოლო დროს იგი სულ იფრო ხშირად ჩნდება ძველი Suzuki XL-7-ში მჯდარი, თუმცა ყოველთვის კორტეჟის თანხებით. დალაი ლამას სხვა ავტომობილებზე ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ 70-იან წლებში ბუდისეტების ლიდერი ჰიმალაის შორეულ მიწებზე Land Rover-ით გადაადგილდებოდა, რომელიც ბოლოს კალიფორნიაში დალაი-ლამას ფონდს გადასცა.

image
ბოლოს კი სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი პავლე გავიხსენოთ. მას არ უყვარდა ავტომობილები და დაზიანებულ ფეხსაცმელსახ ხშირად თავად იკერავდა, მღვდელთმსახურების დროსაც სამოსს სხვის დაუხმარებლად იცვამდა. მას ხშირად ხვდებოდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბიბლიის კითხვაში გართულს. სად იყო ამ დროს მისი დაცვაო იკითხავთ... არსად! პავლე სიკვდილამდე თავმდაბლობასა და სიმდიდრეზე უარის თქმას ქადაგებდა, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის ტიტული ბევრის უფლებას აძლევდა...

ასევე საინტერესოა:


1. რატომ კურნავს ნაკურთხი წყალი - მეცნიერების დასკვნა
image

2. რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს - კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა!

image

3. რატომ იყო ხატზე სტალინი გამოსახული

image

4. 9 სიმბოლო, რომელიც "სიქსტის მადონაზეა" დაშიფრული - რისი თქმა უნდოდა მხატვარს

image

5. როგორ ირჩევენ ქალები ავტომობილებს და რომელია ყველაზე "ქალური" მოდელები

image




1
2085
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2085
  
2022, 2 სექტემბერი, 14:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1