x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
არსენ ყარაგვეზაშვილი და ვალერი ვაჭრიძე კიკბოქსინგში პროფესიონალური ქამრის მფლობელები გახდნენ!

image

15 იანვარს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ორთაბრძოლების ფესტივალი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სხვად

ასხვა ქვეყნის სპორტული დელეგაციები, ასევე მონაწილეობდა საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის, დედოფლისწყაროს კიკბოქსინგის გუნდი „ჩემპიონი“.

შეჯიბრი ჩატარდა როგორც მოყვარულ სპორტსმენთა შორის, ასევე პროფესიონალური შეხვედრები სხვადასხვა წონით კატეგორიებში ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად.

სასიხარულოა, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე ტიტულოვანმა სპორტსმენებმა 2014 წლის კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონებმა არსენ ყარაგვეზაშვილმა და ვალერი ვაჭრიძემ (მწვრთნელი თამაზ ყარაგვეზაშვილი) არც აქ დათმეს პირველობა, საკმაოდ რთული ორთაბრძოლები გამარჯვებით დაასრულეს და ჩემპიონის ქამრები მოირგეს, ვალერი ვაჭრიძემ 57კგ-ში ხოლო არსენ ყარაგვეზაშვილმა 80კგ წონით კატეგორიაში.


ჩვენმა სპორტსმენებმა საქართველოს დროშა ამაყად ააფრიალეს ბაქოში საერთაშორისო ასპარეზობის რინგზე!


imageimage

imageimage

imageimage

0
86
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0