x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ბუჩქებიდან უყურებდა?
image


ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ადანაშაულებს უკრაინულ სოცია-

ლურ ქსელს, გავრცელებული ფოტოს გამო, რომელიც ეხება დონალდ ტრამპის ინაუგუ-

რაციას. ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელდა.სოც ქსე-


ლში გავრცელდა ფოტო იმის შესახებ, რომ სააკაშვილი იმყოფებოდა ვაშინგტონში ტრამ-

პის ინაუგურაციის დროს. სურათზე ჩანს, რომ ის დგას ბუჩქებში ხელში ტელეფონით.

მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ ტრამპის დაცვამ არ მიუშვა მასთან ახლოს, ამიტომ ქა-

რთულ-უკრაინულ პოლიტიკოსს სხვა არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ თვალი ედევნე-

ბინა შორიდან ამ ყველაფრისთვის, როგორც ჩვეულებრივ მაყურებელს.“ჩვენ შევთავაზეთ

უკრაინულ ტელეარხს გაეშუქებინა ჩემი ყოფნა ტრამპის ინაუგურაციაზე, მათ უარი გა-

ნაცხადეს, ხოლო ახლა აქვეყნებენ რუსების მიერ გადაღებულ ფოტოებს, სადაც მე უკვე

გამოვდივარ ცერემონიიდან და ველოდები იქ დარჩენილ ადამიანთა ჯგუფს" წერს იგი.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ კავშირი აქვს ტრამპის გუნდთან, ბევრ მათგანს პირადად

იცნობს და აპირებს მათთან მუშაობას. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქა-

რთველოში აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე. თანამდებობის ბოროტად

გამოყენების და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის მუხლებით. გარდაუვალი დაპატიმ-

რების შიშით ვერ ბრუნდება სამშობლოში, ამიტომ ამჯობინებს “რეფორმები" განახორ-

ციელოს უკრაინაში.

0
286
7-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0