x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
არასრულწლოვან ფეხმძიმე მოწაფეს მანდატურზე გათხოვებას აიძულებენ

image

როგორც ცნობილია რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იმერეთში, ერთ-ერთ სკოლის მანდატურმა 15 წლის მოწაფესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.


მამაკაცი 40 წლისაა და მანდატურად 2012 წლიდან მუშაობს, ხოლო გოგონა 1 წელია რაც არნიშნულ სკოლაში სასწავლებლად გადავიდა.


განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთის მანდატური სამსახურიდან გათავისუფლებულია.



მომხდარზე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების
შემთხვევაში მანდატურს შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა
ემუქრება.


თუმცა სულ სხვა აზრისაა არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი.იმ შემთხვევაში აღარ უჩივლებენ ყოფილ მანდატურს თუ იგი ცოლად მოიყვანს გოგონას.


– მე მინდა მშვიდობა და ის, რომ ნორმალურად მოგვარდეს ეს სიტუაცია. ბიჭი
ამბობს, მოვკიდებ გოგოს ხელს და წავიყვან ცოლადო. ბავშვსაც მივხედავ, რომ
გაჩნდებაო. აბა, რა ქნას, მისი შვილია!თუ უარს იტყვის და ცოლად არ წაიყვანს, მერე უკვე სხვანაირად მივხედავ მაგ საქმეს. მე არ მინდა ჩხუბი და აყალმაყალი. მინდა, წყნარად გადაწყდეს ეს საკითხი. რაც მოხდა, მოხდა.-აცხადებს დაზარალებულის დედა ნინო კ. "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.


როგორც გაირკვა მანდატური მათ მეზობლად ცხოვრობდა და დილაობით მოზარდი გოგონა მანქანით სკოლაში მიჰყავდა." ვიფიქრე, უფროსი კაცია და როგორც საკუთარ შვილს, ისე მიაქცევს ყურადღებას-თქო."-ამბობს გოგონას დედა.


როგორც თვითონ გოგონა აცხადებს, მასზე არანაირი ძალადობა არ ყოფილა, ორსულობა კი ექიმისგან გაიგო, როდესაც გასასინჯად მივიდა.


ამჟამად გოგონა 4 თვის ფეხმძიმეა, მშობლებთან ერთად მთელი სოფელიც იმ აზრზეა, რომ გოგონა ცოლად უნდა მოიყვანოს, თვითონ ყოფილი მანდატურიც თანახმაა დაქორწინებაზე.



2
332
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
332
  
2017, 23 იანვარი, 17:22
მაგ პედოფილს როგორ აცოცხლებენ აქამდე მიკვირს, მაგრად შეიცვალა ხალხი... დედაზე კი რა უნდა ვთქვა აქ სიტყვები უკვე ზედმეტია... არც კი ვიცი რა ვთქვა...
2017, 23 იანვარი, 15:08
ის არაკაცი პედოფილი 20 წლიანზე უნდა გაუშვა კასტრაციის მერე, გოგოს დედა კი იმ არაკაცს უნდა მიუსვა გვერდით–ინდაური...
0 1 2