x
image
natia.a
შავ პილპილში ამას თუ შეამჩნევთ აუცილებლად გადაყარეთ! - გაფრთხილდით!
image
დაფქვილი შავი პილპილი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი საკაზმია: მას ვიყენებთ როგორც სალათებში, ასევე წვნიანებში, ღვეზელის გულსართებში და უამრავ სხვა კერძში. ალბათ არ არსებობს სამზარეულო, რომელშიც აღნიშნული სანელებელი არ მოიძებნება.

შავი პილპილი დასაფასებელია არა მხოლოდ მისი გემოსა და არომატის, არამედ იმ სარგებლის გამოც, რომელიც ორგანიზმისთვის მოაქვს. იგი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ხელს უწყობს კუნთების გამაგრებას.

თუმცა ამგვარი სარგებლის მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ სანელებელი სათანადო ხარისხის იყოს. სამწუხაროდ, დაფქვილი პილპილის ფასის შესამცირებლად ხშირად ამატებენ მასში მინარევებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველია. შედეგად კი ვიღებთ შავ პილპილს კარტოფილის ფქვილით, ცარცითა და კიდევ სხვა დანამატებით.

როგორ შევამოწმოთ პროდუქტის ხარისხი? ქვემოთ სწორედ ამის შესახებ გიამბობთ. ცხადია, ამის გაკეთება ბაზარსა თუ მაღაზიაში შეუძლებელია, მაგრამ თუ ერთხელ გამოცდის შედეგად კონკრეტული მარკის პროდუქტი ფალსიფიცირებული აღმოჩნდა, შემდეგ მისი ყიდვისგან თავს შეიკავებთ. ასე თანდათან მიხვდებით, რომელიც სავაჭრო ნიშნით წარმოებულ შავ პილპილს უნდა მოერიდოთ.

როგორ შევამოწმოთ დაფქვილი შავი პილპილის ხარისხი

თქვენს წინაშეა სამი ნიმუში: პირველი - უმაღლესი ხარისხის პილპილი, მეორე - პირველი ხარისხის, მესამე კი (ყველაზე მუქი) - მეორე ხარისხის. მაღალ ხარისხზე პირველ რიგში მეტყველებს ფერი - ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერამდე. რაც მეტია მასში ნაცრისფერი, მიწისმაგვარი მარცვალი, მით ნაკლები ხარისხისაა სანელებელი.


image
შავი პილპილი, მართალია ძალიან გავრცელებულია, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებულიცაა. ამიტომ, მეტი სარგებლის მისაღებად, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ხშირად ურევენ პილპილში დაფქვნილ წიწაკის კანს, ფქვილს, კრახმალს, დაფქვილ ბრინჯს და ა.შ. დააკვირდით ფოტოზე ასახულ ნიმუშებს: პირველ შემთხვევაში ვხედავთ ნაცრისფერ ფხვნილს ფქვილისებრი სტრუქტურით, რომელსაც არა აქვს სუნი; მეორე შემთხვევში სახეზეა არაერთგვაროვანი, ნაცრისფერი პროდუქტი თეთრი ფხვნილით. ეს ფალსიფიცირებულია! ნამდვილი პილპილი მასში ძალიან ცოტაა...


image

შავ პილპილში სხვა მინარევების არსებობის გასარკვევად შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ცდა: დაასხით ცოტაოდენ ფხვნილს ცხელი წყალი და დააკვირდით.

image
მინარევები შესამჩნევი გახდება: კრახმალი მოიხარშება, ფქვილი კი მომჟავო გემოს მისცემს. ფოტოზე პირველი ნაჩვენებია უმაღლესი ხარისხის პილპილი, რომელსაც ცხელი წყალი დაასხეს. შემდეგ მოდის მეორე ხარისხის და მინარევებიანი პროდუქტები.

ასევე გაითვლისწინეთ:

1. როგორ განვასხვავოთ ნატურალური კაკაო ხელოვნურისგან - გაითვალისწინეთ ეს 6 ნიშანი!
image
2. იცით რომელია ამ ორ ყავას შორის ხარისხიანი? - გაითვალისწინეთ!
image
3. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი და ფხვნილზე დამზადებული ყველი - დაიმახსოვრეთ და გაფრთხილდით!
image

4. წყალი ჭამამდე უნდა დავლიოთ თუ ჭამის შემდეგ? - გაითვალისწინეთ, ექიმები გვაფრთხილებენ!


image
5. საზიანოა თუ არა პაკეტის ჩაი და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შეძენისას
image




0
6848
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
6848
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0