x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
როგორ მოვიქცეთ მუცლის შებერვის დროს? მეთოდი, რომელიც უმალ გაგათავისუფლებთ სპაზმებისგან
შემობერილი მუცელი– ეს ხომ ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ საზოგადოების წინაშე იმყოფებით და გარდაუვალი ხდება პრობლემა სპეციალური მედიკამენტების გარეშე მოაგვაროთ. არსებობს ბუნებრივი გზებიც, რომლებიც უმალ გაუმკლავდება სიმპტომებს და დისკომფორტი და ტკივილი თქვენი მუცლის არეში განეიტრალდება.


image


როგორ მოვიქცეთ მუცლის შემობერვის დროს? მეთოდი, რომელიც უმალ გაგათავისუფლებთ სპაზმებისგან



პროფილაქტიკისა და უკვე არსებული სპაზმების შემთხვევაში გთავაზობთ რვა ყველაზე ეფექტურ მცენარეულ ჩაის, რომელიც დაგავიწყებთ სპაზმით გამოწვეულ მუცლის ტკივილს.



1. კვლიავი, ქინძი და კამა. ამ მცენარეების კომბინაცია ჩაის სახით ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ჩაქრობასა და მუცლის შებერვის პრობლემის მოგვარებას.



2. კამა, პიტნა, კოჭა, გვირილა. ეს კომბინაცია უებარია ე.წ. კუჭის კრუნჩხვის დროს. კამა ხელს უწყობს ნაღვლის წვენის ნაკადის სტიმულაციას, პიტნა ეხმარება კუჭ–ნაწლავის მოდუნებას, კოჭა ასტიმულირებს ნერწყვსა და ნაღველს, გვირილა კი აცხრობს კუნთების სპაზმს.



3. პიტნა, გვირილა, ძირტკბილა და ფორთოხლის კანი. გამოიყენეთ ამ კომბინაციის მხოლოდ ხმელი მცენარეები როგორც არსებული პრობლემებისას, ასევე კუჭის ტკივილის დროს ყოველდღიურ ცხოვრებაში.



4. გვირილა და ხმელი კოჭა. ამ მცენარეთა კომბინაცია ხელს უწყობს მოსანელებელი ფერმენტების გათავისუფლებას და ნუტრიენტების შეწოვა იზრდება.



5. კამა, კოჭა, ლიმონი. მათი კომბინაცია ხელს უწყობს კარგ მონელებას.

რეცეპტი: 2 ჩაის კოვზი კამის თესლი, 1 ჩაის კოვზი რბილი, გახეხეილი კოჭა, 1 ჩაის კოვზი ხმელი და გახეხილი ლიმნის კანი წამოადუღეთ 500 მლ ლიტრ წყალში.



6. მსხალი, ვაშლი, ყურძენი, დარიჩინი. ვაშლი და მსხალი ხელს უშლის დიარეასა და ყაბზობას, ყურძენი ხელს უწყობს კარგ მონელებას, დარიჩინი კი ასტიმულირებს მეტაბოლიზმს.

რეცეპტი: 2 ნაჭერ მსხალს და 2 ნაჭერს ვაშლს, 5 მარცვალ ყურძენსა და დარიჩინს გემოვნებით- დაასხით 250 მლ ლიტრი ცხელი წყალი.



7. ტუხტის ფესვი, ვარდის კვირტი და დარიჩინი. ეს კომბინაცია ითვლება ორგანიზმის ჩათბობის და დამამშვიდებელ ჩაიდ, რომელიც ხელს უწყობს გაუმკლავდეს ტკივილებს მუცლის არეში.

რეცეპტი: ტუხტის 3 ცალ ფესვს, ვარდის 2 ცალ კოკორსა (კვირტი) დარიჩინის ერთ ტოტს დაასხით ონკანის წყალი და შედგით მაცივარში მთელი ღამით. დილიდან კი ისიამოვნეთ ამ სასმელით ჭამის შემდეგ.



8. ლემონ გრასი (Lemon grass). ის ბალახის ტიპის მცენარეა, რომელიც იზრდება თბილ ქვეყნებში და გამოიყენება საკვებად. მისი ჩაი რეკომენდებულია როგორც მოზარდებში, ასევე ბავშვებში.



P.S. მანამ, სანამ ჩაების გამოყენებას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ალერგია ან სხვა უკუჩვენება რომელიმე მცენარის მიმართ. ჯანმრთელობას გისურვებთ.



იხილეთ აგრეთვე:

"კამა გულისთვის სასარგებლოა".

"ინფარქტის დროს სტაფილო შეუცვლელია".

"ჯანმრთელობის ელექსირი".

"რით გავუმკლავდეთ სხვადასხვა დაავადებას".

ჩაი ამცირებს გულის შეტევის ალბათობას.

10 მიზეზი თუ რატომ არ უნდა გადავყაროთ კვერცხის ნაჭუჭი

გარგარის კურკა კიბოს წინააღმდეგ- ის, რაც აქამდე არ იცოდით

რა მოგვივა, თუ თაფლს ყოველდღე შევჭამთ?

ტიბეტელი ბერების საუკუნო საიდუმლოს ფარდა აეხადა- ჯანმრთელობის ელექსირი ცნობილია

ბუნებრივად შავი ქათამი სამკურნალო ღირებულებების ეტალონი.

კოქტეილი, რომელიც ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

0
851
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
851
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0