x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
რა მოხდება ერთი წუთის შემდეგ, თუ ენას ზედა ყბას მივაბჯენთ და ისე ვისუნთქავთ
ქრონიკულ უძილობაზე უარესი რომ არაფერი არსებობს, გამოცდილები დამეთანხმებით ალბათ. წვებით დასაძინებლად, ბორგავთ, კი ხვდებით, რომ ორგანიზმი მზადაა ძილისთვის, თუმცა გატყუებთ. იწყებთ ფიქრს, იკარგებით წარსულზე მოგონებებში, ხვალინელი დღის გეგმებიც კი დააწყვეთ, ცხვრების დათვლაც მოგბეზრდათ და აცნობიერებთ, რომ სადაცაა გათენდება.



უძილობის დარღვევის პროცესი სხვადასხვანაირია, მაგრამ ჩივილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რომ დილით გეღვიძებათ დაღლილებს, მთელი დღე გეძინებათ, მოთენთილები ხართ, მუდმივად გტკივათ თავი და ა.შ. ადამიანებს, ვისაც უძილობა აწუხებთ, დაქვეითებული აქვთ შრომის უნარი, ადვილად ცივდებიან, დაუცველები არიან ინფექციებისგან და თუ დროთა განმავლობაში სიტუაცია არ გამოსწორდება, შეიძლება ქრონიკული დაავადებაც დაემართოთ. ძილი გვიცავს დაძაბულობისგან და აღადგენს ენერგიას. ხშირად უძილობის მიზეზი სტრესი და ემოციებია, რომელიც ორგანიზმში იწვევს უწესრიგობას. მაგალითად: ზედაპირული, შფოთიანი ძილი ახასიათებთ ოსტეოქონდროზითა და ნაღვლის ბუშტით დაავადებულებს, ადრე გაღვიძება კი ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.



ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად უძილობის ერთ-ერთი მიზეზი ტვინის გადაღლაა. აუცილებელია ტვინის დასვენება და ჟანგბადით გაჯერება, რათა მოხდეს მშვიდი და უცაბედი ძილი. ამ შემთხვევაში ძალიან დაგეხმარებათ სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებიც ასევე ამშვიდებს გულის ცემას და ორგანიზმი იწყებს დასვენებას. მაგალითად: ღრმად ჩაისუნთქეთ პირით დათვლის დროს 6-ზე (1, 2, 3, 4, 5, 6) მე-7 ჯერზე შეიკავეთ სუნთქვა და მე-8-ზე ღრმად ამოისუნთქეთ. მაგრამ თუ ეს სუნთქვითი მარტივი ვარჯიშები ვერ დაგეხმარებათ, სცადეთ ენით მანიპულაცია, რომელიც აუცილებლად მოაგვარებს უძილობის პრობლემას.


image




რა მოხდება ერთი წუთის შემდეგ, თუ ენას ზედა ყბას მივაბჯენთ და ისე ვისუნთქავთ?



არაა აუცილებელი დაწოლისთანავე საწოლში ჰორიზონტალური პოზიციის მიღება, წამოჯექით საწოლზე და გაასწორეთ ზურგი. მარტივი პროცედურით, რომელიც ერთ წუთს გაგრძელდება, უშველით აღნიშნულ პრობლემას. ენის წვერი ზედა ყბის კბილებს შიდა მხრიდან შეახეთ (ამ პოზიციაში ყოფნა ვარჯიშის მსვლელობის განმავლობაში მოგიწევთ ყოფნა). აქაც დათვლის სისტემით ვხელმძღვანელობთ და დათვლის დროს მე-4-ზე ჩაისუნთქეთ, ასევე მე-7 ჯერზე შეიკავეთ სუნთქვა და მე-8-ზე ამოუშვით ჰაერი ფილტვებიდან ისე, რომ სტვენის ხმა გაისმოდეს. სავალდებულოა ამ სუნთქვითი ვარჯიშის დროს ტუჩები, ანუ ზოგადად პირის აპარატი მილისებრ ფორმაზე იყოს გახსნილი, ენა კი დარჩეს იმავე პოზიციაში- ზედა ყბის კბილებს ეხებოდეს შიდა მხრიდან.


image



P.S. საკმარისია ამ პროცედურის 4-ჯერ ჩატარება და უძილობის პრობლემაც მოიხსნება. თუმცა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია გადახედოთ თქვენი დღის მოვლენებს და იპოვოთ და აღმოფხვრათ უძილობის გამომწვევი მთავარი მიზეზები. ჯანმრთელობას გისურვებთ.



იხილეთ აგრეთვე:


უძილობა სერიოზული პრობლემაა.

იცოდით, რომ ძილში წონაში იკლებთ?

იცოდით, რომ ძილის პოზა განსაზღვრავს თქვენს პირად ურთიერთობებს?

ნახეთ თუ რას განსაზღვრავს თქვენი ძილის პოზა

აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმა

ბალიშზე ძილის პოზა თქვენს საიდუმლოს განსაზღვრავს

რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

თუ თქვენ "ბიუსტჰალტერით" გძინავთ, მაშინ ეს აუცილებლად წაიკითხეთ

როგორ გძინავთ მეწყვილესთან ერთად?- საინტერესო ახსნა

რა ემართება სულს ჩვენი ძილის დროს?

0
1474
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0