x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფერი და ხასიათი
თითოეული ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ამა თუ იმ ფერს, ყოველ შემთხვევაში, არა უმეტეს სამი ოთხი ფერისა (იქიდან გამომდინარე, თუ სად გამოიყენება ეს ფერები-ტანსაცმელში, სახლის აქსესუარებში, მანქანაში და ა.შ.). სასიამოვნო ან უსიამოვნო გრძნობა, რომელსაც ჩვენში იწვევს ესა თუ ის ფერი, შესაძლოა დროდადრო იცვლებოდეს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ფერს, რომელსაც ანიჭებთ უპირატესობას, შეუძლია ბევრი რამ გადმოსცეს თქვენს ხასიათსა და ემოციურ წყობაზე.

ქვემოთ მოცემულია ძირითადი ფერების აღწერილობა. თითოეულს შეუძლია გამოიტანოს დასკვნა თავის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე ამა თუ იმ ფერის მიმართ სიმპათიის გამოხატვის საფუძველზე.

image თეთრი ყველა ფერის სინთეზია, ამიტომაც იგი „სრულყოფილია“. მასში ჩადებულია მრავალმნიშვნელოვანი გაგება, რადგანაც იგი ერთდროულად გამოხატავს შუქის ბრწყინვალებასა და ყინულის სიცივეს. ამ ფერს შესაძლოა უპირატესობა მიანიჭოს ადამიანმა ნებისმიერი ხასიათით, რადგან ეს ფერი ზიზღს არავისში იწვევს.


შავი არის დაურწმუნებლობის ფერი, რომელიც ცხოვრების პირქუშად აღქმის სიმბოლოა. ის, ვინც ირჩევს ჩაიცვას შავი სამოსი, არც თუ ისე იშვიათად აღიქვამს
ცხოვრებას მუქ ფერებში, არ არის დარწმუნებული თავის თავში, არ არის ბედნიერი და მიდრეკილია დეპრესიისკენ, რადგან არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ მისი იდეალი ცხოვრებაში ხელმიუწვდომელია. შავი ფერის მუდმივი არჩევა მიუთითებს კრიზისულ მდგომარეობაზე და ახასიათებს სამყაროს ან საკუთარი თავის მიმართ აგრესიულ დაპირისპირებას. ბავშვები, რომლებიც მძაფრად განიცდიან სიყვარულის ან მზრუნველობის ნაკლებობას, ხშირად იყენებენ შავის ელფერებს ხატვისას.


image ნაცრისფერი არის გამჭრიახი და უნდობელი ადამიანების საყვარელი ფერი, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს ფიქრობენ. ეს აგრეთვე ნეიტრალური ფერია, რომელსაც უპირატესობას ანიჭებენ ისინი, ვისაც ეშინია ხმამაღლა გამოაცხადოს თავისი თავის შესახებ. თუ ეს ფერი არ იწვევს სიმპათიას, ეს მაჩვენებელია იმპულსიური, თავქარიანი ხასიათისა. ხშირად, ძლიერი გადაღლილობისას, ნაცრისფერს უპირატესობა ენიჭება, როგორც გარე სამყაროს გამაღიზიანებელი ფაქტორების ბარიერს.


წითელი ვნებების ფერია. თუ ადამიანი ამ ფერს ანიჭებს უპირატესობას, მაშინ იგი არის თამამი, მბრძანებლური ხასიათის, ფეთქებადი და კომუნიკაბელური. ამასთანავე-ალტრუისტი. მათ, ვისაც აღიზიანებთ ეს ფერი, აქვთ საკუთარ თავში დაურწმუნებლობის კომპლექსი, კამათის შიში, მიდრეკილება განმარტოებისა
და სტაბილური ურთიერთობისადმი. წითელი ფერი ენერგიის, აღგზნების სიმბოლოა.

image ყვითელი სიმშვიდის, ადამიანებთან ურთიერთობაში სიმარტივის, ინტელექტის
სიმბოლოა. თუ ამ ფერს ენიჭება უპირატესობა, ეს გამოხატავს კომუნიკაბელურობას, ცნობისმოყვარეობას, გამბედაობას, ადვილ შეგუებადობას და სიამოვნების მიღებას ადამიანების სიმპათიის დამსახურების შესაძლებლობისგან. თუ ეს ფერი უსიამოვნოა,
მაშინ საუბარია კონცენტრირებულ, პესიმისტურად განწყობილ ადამიანზე, რომლის გაცნობაც რთულია. უმეტესად ყვითელს უპირატესობას ანიჭებენ ორსული ქალები, აგრეთვე, ხალხი, რომელიც ადგილის შეცვლისკენ მიისწრაფის.


ლურჯი არის ცის, განტვირთვის, სიმშვიდის ფერი. თუ ადამიანს მოსწონს ეს ფერი, ეს მიუთითებს მოკრძალებულობასა და მელანქოლიაზე. ასეთ ადამიანს ხშირად ესაჭიროება დასვენება, იგი სწრაფად იღლება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლობლების კეთილმოსურნეობა. იმ ადამიანს, რომელსაც ეს ფერი არ მოსწონს, სურს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მაგრამ, რეალურად, ეს ადამიანი არის მაგალითი თავის თავში დაურწმუნებლობისა და ჩაკეტილობის. ლურჯი ფერის მოთხოვნილება იზრდება ავადმყოფობის ან გადაღლილობის დროს.

image მწვანე არის ბუნების, ბუნებრიობის, თვით ცხოვრებისა და გაზაფხულის ფერი. იმას, ვისაც მწვანე უყვარს, ეშინია სხვისი ზეგავლენის, ეძებს თვითდამკვიდრების გზებს, რადგან ამას მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იმ ადამიანს, რომელსაც არ მოსწონს მწვანე ფერი, ეშინია ყოველდღიური პრობლემების და, ზოგადად, ყოველი დაბრკოლების. მწვანე ფერი შეიცავს ფარულ პოტენციურ ენერგიას. ადამიანები, რომლებიც მწვანეს ანიჭებენ უპირატესობას, მიისწრაფიან თვითდაჯერებულობისკენ. მწვანე ფერი იწვევს ანტიპათიას იმ ხალხში, რომლებიც იმყოფებიან ფსიქიკური და ფიზიკური გამოფიტვის ზღვარზე.

image

0
374
შეფასება არ არის
ავტორი:ირინა ვახტანგიშვილი
ირინა ვახტანგიშვილი
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0