x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
წინასწარმეტყველება მონეტებით
უძველესი დროიდან მოყოლებული, დიდსა თუ პატარას, სადღაც ქვეცნობიერში, ყოველთვის აინტერესებდა, როგორი იქნებოდა მისი მომავალი. ბედის განსაზღვრის უამრავი მეთოდი არსებობს, მათგან უმეტესი კი, მხოლოდ გართობა, ან შამანების მიერ გამოგონილი, ფულის შოვნის საშუალებაა. ბევრი ადამიანი სკეპტიკურადაა განწყობილი ყოველგვარი მკითხაობის მიმართ, ზოგი კი, საკუთარი დღის განრიგსაც არ აგებს "ყავაში ჩახედვის", ან ყოველდღიური ჰოროსკოპის წაკითხვის გარეშე.

დღეს, მე მინდა შემოგთავაზოთ უძველესი ჩინური მკითხაობა "იძინი", იგივე "ცვლილებათა წიგნი". მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლია დაგეხმაროთ ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში და მოგცეთ რჩევები, რომელიც უსათუოდ დაგეხმარებათ. თუ თქვენ დაუჯერებთ და მისი მითითებების მიხედვით იმოქმედებთ, შეძლებთ ოპტიმალური გამოსავლის პოვნას ყველა საქმიდან.

"ცვლილებათა წიგნი" 64 ჰექსაგრამისგან შედგება, რომელთაგან ყველას თავისი განმარტება აქვს. მკითხაობა ინი და იანზეა დაფუძნებული და საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია. ამისათვის მხოლოდ სამი ცალი, ერთნაირი ზომისა და ფორმის მონეტა, ფურცელი და კალამი დაგჭირდებათ.

პირველ რიგში, საჭიროა მონეტები ხელში მოიქციოთ და მთელი ყურადღება თქვენს კითხვაზე გადაიტანოთ. გაითვალისწინეთ, "იძინი" არ გიპასუხებთ ზოგად, ან ისეთ შეკითხვებზე, რომელსაც სხვისთვის ზიანის მოტანა შეუძლია.


მას შემდეგ, რაც კითხვას ჩაიფიქრებთ, მონეტები კამათლის პრინციპით უნდა გააგოროთ სწორ ზედაპირზე. თუ ორი, ან სამი მონეტა საფასურით ზემოთ დაჯდება, ვავლებთ სწორ ხაზს ( – ), ხოლო თუ ზემოდან გერბები მოექცევა, ვავლებთ წყვეტილ ხაზს ( – – ). მოქმედებას ვიმეორებთ ექვსჯერ, ნახაზს კი ვასრულებთ ქვემოდან ზემოთ, რის შედეგადაც ვიღებთ ჰექსაგრამას.

ჰექსაგრამის ცხრილში მოსაძებნად, ქვედა ტრიგრამას ვეძებთ ვერტიკალურ, ხოლო ზედას კი, ჰორიზონტალურ ხაზში, გადაკვეთის ადგილას კი ვიღებთ რიცხვს, რომელიც პასუხია, ჩვენს ჩაფიქრებულ კითხვაზე.

image64 ჰექსაგრამიდან, ოთხი არც თუ ისე სახარბიელო რიცხვია. ესენია: 3, 29, 39 და 47, მაგრამ გაითვალისწინეთ, ჩვენი ბედის განსაზღვრა, თავადვე შეგვიძლია, ისევე როგორც შეგვიძლია შევცვალოთ წინასწარმეტყველება, რადგან ყველაფერი ჩვენსავე საქციელზეა დამოკიდებული.

"იძინის" განმარტებების სანახავად, შექმნილია სპეციალური აპლიკაციები.


გისურვებთ წარმატებებს!

1
249
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯაგოდნიშვილი
ნათია ჯაგოდნიშვილი
249
  
უდიდესი მისანი,შამანი მოიკითხეთ პეკინზე,ისი-პარის თავზე,ან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში.
0 1 1