x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ უნდა ჩავანაცვლოდ სუფრის მარილი საკვები ზღვის მარილით

რომელი მარილი უკეთესია: ზღვის ნატურალური თუ გადამუშავებული სუფრის?

image

ზღვის მარილს და სუფრის მარილს ერთნაირი კალორიულობა აქვს — ორივე მარილი უპირატესად ორი ელემენტისგან: ნატრიუმის და ქლორისგან შედგება. თუმცა, დღეს ზღვის მარილს უფრო დიდი რეკლამა აქვს და როდესაც მასზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ის უფრო ნატურალურია და უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მართალია ეს თუ არა?
ეს ორი მარილი ერთმანეთისგან შემადგენლობით, გემოთი, კრისტალების აგებულებით და წარმოების წესით განსხვავდება.

image

მარილის წარმოება

ზღვის მარილი ზღვის წყლის აორთქლების გზით მიიღება და უმნიშვნელოდ სუფთავდება, ამის წყალობით, ის სასარგებლო მიკროორგანიზმებს ინარჩუნებს და სწორედ ამის გამო არის, რომ ზღვის მარილი უფრო მლაშეა, ვიდრე სუფრის. ამიტომ, მისი მოხმარების დროს, კერძში უფრო ნაკლები მარილი უნდა დავამატოთ ვიდრე სუფრის მარილის მოხმარებისას. ანუ უფრო ნაკლებ მარილს მიიღებს ორგანიზმი და ეს უკვე კარგია, რადგან დიდი რაოდენობის მარილის მოხმარება საზიანოა.

ზღვის მარილის შემადგენლობა:

ქლორიდი (Cl-) -55.03%
ნატრიუმი (Na+) — 30.59%
სულფატი (SO42-) — 7.68%
მაგნიუმი (Mg2+) — 3.68%
კალციუმი (Ca2+) — 1.18%
კალიუმი(K+) — 1.11%
ბიკარბონატი (HCO3-) — 0.41%
ბრომიდი (Br-) — 0.19%
ბორატი (BO33-) — 0.08%
სტრონციუმი (Sr2+) — 0.04%
დანარჩენი მინარევები — 0.01%

სუფრის მარილს, ჩვეულებრივ, მლაშე ტბებში ან მარილის მაღაროებში, საკმაოდ ღრმად მდებარე მიწისქვეშა ფენებში მოიპოვებენ. შემდეგ მისი გაწმენდა და გადამუშავება ხდება. ყველა მინარევს აცილებენ და მხოლოდ ნატრიუმის ქლორიდს ტოვებენ. გარდა ამისა, მას ამატებენ სპეციალურ ნივთიერებას, რომ მარილის კრისტალები ერთმანეთს არ შეეწებოს.
სუფრის მარილის დამუშავების სრული პროცესი კი ასეთია: ჯერ მისი გაშრობა ხდება მაღალ ტემპერატურაზე და ამავდროულად ზემოთ ხსენებული ქიმიური პრეპარატი ემატება. ასეთ დროს, მარილის ბუნებრივი კრისტალების დაშლა ხდება და მინარევებისგან იწმინდება. მასში 97%-დან 99%-მდე ნატრიუმის ქლორიდი ჩნდება. ზღვის მარილისგან განსხვავებით, რომლის შემადგენლობაში, ნატრიუმის ქლორიდის რაოდენობა 84%-ია, ხოლო მინარევი – 14%.
სუფრის მარილში, გადამუშავების დროს, იოდსაც ამატებენ, რომ უფრო სასარგებლო იყოს. ხოლო ზღვის მარილში იოდი, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არის და დამატება არღარ არის საჭირო.

ამრიგად, იმის გამო, რომ ზღვის მარილი სასარგებლო მიკროორგანიზმებს და ბუნებრივ კრისტალებს შეიცავს, ის უფრო მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე სუფრის მარილი.

image

მარილის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე

იმისთვის, რომ ზრდასრულმა ადამიანმა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, ყოველდღიურად 200 მგ. ნატრიუმის ქლორიდი უნდა მიიღოს (ხანდაზმულებისთვის და ვისაც წნევა აქვს, მხოლოდ 150 მგ. შეიძლება). თუმცა, ადამიანების უმრავლესობა, უფრო მეტ მარილს მოიხმარს ვიდრე საჭიროა. განსაკუთრებით ისინი, ვინც სწრაფი კვების ობიექტების ხშირი სტუმრები არიან.

ნატრიუმი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ელექტროლიტია ორგანიზმში. კვების რაციონში მარილის ზედმეტი რაოდენობით მოხმარებამ ან მისმა ნაკლებობამ, შეიძლება კუნთების სპაზმები, თავბრუსხვევა, ელექტროლიტური დისბალანსი გამოიწვიოს, რაც საბოლოო ჯამში — ნერვოლოგიურ პრობლემებში გადაიზრდება და შეიძლება, ყველაფერი ფატალურად დასრულდეს.
წყლის დიდი რაოდენობით მიღება, მარილის მცირე რაოდენობის მოხმარების ფონზე, ზრდის ე. წ. «წყლის ინტოქსიკაციის» რისკს.
რაც შეეხება მარილის დიდი რაოდენობით მოხმარებას, ასევე სახიფათოა და სხვადასხვა სახის დაავადებებს იწვევს. მათ შორის არის:

ტაქიკარდია და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები;
ჰიპერტონია (მაღალი წნევა);
შეშუპება, ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვების გამო (მარილი ორგანიზმიდან სითხის გამოსვლას აფერხებს);
კუჭის წყლული;
გულძმარვა;
ოსტეოპოროზი (დიდი რაოდენობით მარილის მოხმარების შემთცვევაში, ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნა ხდება და მცირდება მისი ათვისების უნარი);

ამრიგად, მარილის დიდი რაოდენობით მოხმარება ან მისი რაციონიდან საერთოდ ამოღება, ავად გახდომის რისკს ზრდის და ამიტომ, თითოეული ადამიანისთვის მარილის დოზირება ინდივიდუალური უნდა იყოს და მისი ორგანიზმის ბიოქიმიური შემადგენლობის მიხედვით უნდა განისაზღროს.

0
370
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0