x
image
მადამ ფისუნია
ნახატი და შუქჩრდილი

imageსახვით ხელოვნებაში ნახატს დამოუკიდებელი მნიშვნელობა ენიჭება. იგი გრაფიკის ერთ ერთი სახეა, ამავე დროს, ფერწერის, ქანდაკების, დიზანინის და არქიტექტურის საფუძველია.
ნახატის სხვადასხვა სახეობა არსებობს.
დაზგური ნახატი დასრულებულ ნაწარმოებს წარმოადგენს, მას დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს.
ჩანახატში მხატვარი თავის წამიერ შთაბეჭდილებას აფიქსირებს. იგი მომავალი ნახატის შექმნას ემსახურება.
დიზაინერი და არქიტექტორი თავის ჩანაფიქრს ესკიზებით გადმოსცემს.


გრაფიკული ნახატი ძირითადად ხაზის გამომსახველობაზე და შავ თეთრ ფერებზეა აგებული. მასში ნაკლებ როლს თამაშობს ფერადოვნება.
დიზაინი - სამრეწველო საგნების დაპროექტება, მმხატვრული გაფორმება.
კონტური- ფორმის გარშემომწერი ხაზი.
დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება- ყოფითი საგნების მხატვრული გაფორმება;
ნახატის შექმნის საშუალებებია:
კონტური;
ხაზი;
ლაქა.
ნახატის შესაქმნელად ავტორი იყენებს, გრიფელს, გრაფიტს, იტალიურ ფანქარს, სანგინას, ნახშირს, ცარცს, ტუშს, მელანს, კალამს, პასტელს...


ადამიანების, საგნების და სხვ. ძირითად ფორმებს მხატვარი ნახატში გადმოსცემს ხაზის საშუალებით, . საგნის მოცულობას კი ჩვენი თვალი ძირითადად შუქჩრდილის საშუალებით აღიქვამს. როდესაც გაუმჭვირვალე სხეულს სინათლის სხივი ხვდება, წარმოიქმნება ჩრდილი. შუქჩრდილი ადამიანის სახის ნაკვთებს ავლენს და გამომსახველობას ანიჭებს. შუქჩრდილის ეს თვისება ფართოდ გამოიყენება ფოტოგრაფიაში, კინოხელოვნებასა და თეატრში.

0
160
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0