არქიტექტურა წარმოუდგენლად ლამაზი და განსხვავებული ოცნების სახლები 2017, 21 იანვარი, 21:24 შუშის სახლი - იაპონია
ეს სახლი შექმნილია მათთვის ვისაც სინათლე უყვარს და შეუძლია იცხოვროს ყველას დასანახად. განცალკევებული ოთახები არ არის რათა ყველა მცხოვრებმა თავი იგრძნოს ერთიანობის ნაწილად.
ჰელიოსახლი - საფრანგეთი
ეს სახლი შექმნილია მათთვის ვინც ეკოლოგიაზე ზრუნავს, მზისგან იღებს ენერგიას და მაქსიმალურად უფრთხილდება ბუნებას.
სახლი რაკოვინა "ნაუტილუსი" - მექსიკა ორგანული არქიტექტურის განსახიერება საოცარ ესთეტიკას ქმნის. ფერადი მინებიდან შემოსული შუქი კომფორტულ განათებას წარმოქმნის. ქვის სახლი - პორტუგალია საიდუმლოებით მოცული სახლია, გარე საცურაო აუზით და ქვის ბეღელით. ეს სახლი ათასობით ტურისტს იზიდავს. სახლი მუხლუხო - ჩილე ზღვის 12 კონტეინერისგაა შექმნილი. სათანადოდ ჩასმული ფანჯრები სახლს ავსებს მზის სხივებით. სახლი მდინარეზე - სერბეთი ეს სახლი რამდენიმე წელიწადში ერთხელ ინგრევა დინების მომატების გამო, თუმცა ადგილობრივები ყოველთვის აღადგენენ. სახლის ქირაობა რამდენიმე დღითაა შესაძლებელი და საუკეთესოა დაძაბულობის მოსახსნელად. მინის პავილიონი - აშშ ეს სახლი მინიმალიზმის საოცარი გამოვლინებაა, ძვირადღირებული მასალისგანაა აშენებული და 29 მილიონი დოლარი ღირს. რკინის კაცის საცხოვრებელი - აშშ ეს სახლი კომიქსებს მოგაგონებთ, მისი ღირებულება 117 მილიონი დოლარია ჰობიტის სახლი - დიდი ბრიტანეთი ჰობიტის სახლს მოგაგონებთ, მხოლოდ ნატურალური მასალისგანაა აშენებული და არ აქვს კავშირი გარე სამყაროსთან. მედუზის სახლი - ესპანეთი მეზობელმა შენობამ გადაფარა ზღვის ხედი, ამიტომ დიდი ბასეინი გადაიქცა სახლის სახურავად. პანორამული ფანჯრების დახმარებით სახლი ივსება ცისფერი განათებით. ანტილია- ინდოეთი ეს ყველაზე ძვირი სახლია, რომელიც 1 მილიარდი დოლარი ღირს. "უოლსტრომ ჰაუზი" - აშშ 1964 წელს აგებული ეს შენობა ორგანული არქიტექტურის კლასიკურ პრინციპებს განასახიერებს. სარკისებური კუბი - შვედეთი ეს სახლი სასტუმროდ გადაიქცა, რომელიც ღამე 500 ევრო ღირს. გარედან შეუმჩნეველია და შიგნიდან კომფორტული. რკინის სახლი - აშშ ამ სახლის ასაშენებლად 110 ტონა რკინა გამოიყენეს. ისე დიდხანს შენდებოდა რომ დასრულებისას არქიტექტორი ცოცხალი აღარ იყო. სახლი შადრევანზე - აშშ ამ სახლის აშენებისას არც ერთი ხე არ მოუჭრიათ და ზუსტად ისეა შენარჩუნებული ბუნება როგორც აშენებამდე იყო. 195 1-ს მოსწონს
|