x
image
melody_inside
როდესაც ბავშვები ამღერდნენ, მსმენელმა დარბაზში სიცილი დაიწყო
image

ამ გუნდის ბავშვები _ პროფესიონალი მომღერლები არიან. ისინი შესანიშნავ ვოკალურ
ტექნიკას ფლობენ. სერიოზული მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება მსოფლიოს
სხვადასხვა მაყურებლის წინაშე მათთვის ახალი არ არის. მაგრამ ამ კონცერტზე, როგორც ჩანს, რაღაც ისე არ მოხდა. პირველ სიტყვებზევე დარბაზის მხრიდან სიცილის ხმა გაისმა. უხერხული სიტუაცის მიუხედავად, ბიჭებიც ძლივს იკავებდნენ სიცილს. რაც მომხდარს კიდევ უფრო მეტ კომიკურობას სძენა. რამ გაამხიარულა ასე ძალიან დამსწრე საზოგადოება?


საქმე იმაშია, რომ ბიჭებმა იმღერეს ჯოაკინ როსინის ურთულესი ნაწარმოები „კატების დუეტი“. მას მსოფლიოს საუკეთესო სოპრანოები ასრულებენ. შესაძლოა, ბიჭები სცენაზე ოდნავ კომიკურად გამოიყურებოდნენ, სერიოზული სახით რომ მღეროდნენ „მიაუ“-ს,
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ -მათი შესრულების ტექნიკა შესანიშნავია. ამიტომაც დამსახურებულად იფეთქა დარბაზში აპლოდისმენტებმა ნომრის დასრულების შემდეგ!



იხილეთ ასევე:

1. ლოლიტამ მეუღლეც კი გააკვირვა!



2. ცნობილები თავის დუბლიორებთან ერთად - ან "ვარსკვლავები, რომლებსაც არავინ იცნობს"


3. როგორ შეიცვალა ალა პუგაჩოვას იმიჯი 1976 წლიდან 2015 წლამე


4. ჟიურის ასეთი რექცია ჯერ არცერთ შოუზე არ ყოფილა!

1
310
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
310
  
2017, 21 იანვარი, 21:14
კაი პოზიტივია)))))
0 1 1