x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"ლამბადას " შემსრულებელი დამწვარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს
imageბრაზილიელი მომღერალი ლოალვა ბრაზი( Loalwa Braz), რომელმაც პირველ რიგში სახელი გაითქვა მსოფლიო ჰიტით -"ლამბადა" გარდაცვლილი აღმოაჩინეს დამწვარ ავტომობილში საკუარემეში (რიოს შტატი)საკუთარ სახლის სიახლოვეს.


ადგილობრივმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ავტომობილში ნამდვილად ბრაზის გვამი აღმოაჩინეს.როგორც გაირკვა მძარცველებმა იგი სასტუმროს გაძარცვის დროს მოკლეს, რომელიც თვითონ ბრაზს ეკუთვნოდა, შემდეგ გვამი მისსავე მანქანაში ჩადეს და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.იქვე შორიახლოს ავტომობილი გაუფუჭდათ, ამის შემდეგ მათ მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.

image

სიმღერა "ლამბადა" ლოალვა ბრაზმა 1989 წელს ჩაწერა ფრანგულ ჯგუფ Kaoma-სთან ერთად და მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.სიმღერა წარმოადგენდა ბოლივიური Llorando se fue-ს ადაპტაციას."Lambada", მსოფლიოს 14 ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა, ხოლო სინგლი 5 მილიონი ეგზემპლიარი გაიყიდა.



ამის შემდეგ მომღერალმა რამდენიმე სოლო ალბომი ჩაწერა, ბოლო, სახელწოდებით Ensolarado 2011 წელს გამოვიდა.




0
42
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0